გრიპი თუ გაციება - როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გრიპი თუ გაციება - როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან

ეს, გრიპი თუ უბრალო გაციება? სავსებით ბუნებრივია, რომ აღწერილი სიმპტომების აღმოცენებისას მსგავსი შეკითხვა იბადება. დღეს შევეცდებით კიდევ ერთხელ ვისაუბროთ გრიპისა და გაციებისათვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ და მათი განსხვავებები განვიხილოთ.

რა არის “გაციება”

ის, რასაც გაციებას ვუწოდებთ, სინამდვილეში ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციაა. მართალია, ბევრი ადამიანი თვლის, რომ გაციების მიზეზი სიცივეში თხლად ჩაცმა და ცუდი ამინდის ზემოქმედებაა, რეალურად კი, ეს ფართოდ გავრცელებული მითია. ცნობილია, რომ გაციების, უფრო სწორად კი, ზედა სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექციის მიზეზი ვირუსია. სიცივე და გადაციება კი მხოლოდ დასნებოვნების ხელშემწყობი ფაქტორებია.

ცნობილია, რომ ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის სიმპტომების გამოწვევა 200-მდე ვირუსს შეუძლია. ვირუსები გარემოში ვრცელდება და ადამიანის ორგანიზმში ხვდება, დაავადებული პირის ცემინების, ხველებისა თუ საუბრის დროს. ვირუსები ხვდება ხელზე და შემდეგ სასუნთქ გზებში დაბინძურებული ზედაპირებიდა– კარის სახელურებიდან, ტელეფონებიდან, მაგიდიდან.

ზედა სასუნთქი გზების ინფექციების უმთავრესი მიზეზი, რინოვირუსები, ხელსა და მყარ ზედაპირებზე სამი საათის განმავლობაში ინარჩუნებესიცოცხლისუნარიანობას. გარდა რინოვირუსებისა, გაციებას იწვევეკორონა-პარაგრიპის, რესპირატორულ-სინციტიური და ადენოვირუსები.

გრიპი

გრიპი არის სასუნთქი გზების – ცხვირის, ხახის, ხორხის, ბრონქების, ფილტვის ინფექცია, რომელსაც გრიპის ვირუსები იწვევენ. გრიპის შემთხვევათა რაოდენობა ნოემბერ-აპრილის პერიოდში იმატებს, თუმცა მოსახლეობის 25%-ს დაავადება წლის ნებისმიერ დროს შეიძლება გამოუვლინდეს. გრიპის ძირითადი გამომწვევებია ა, ბ და ც ტიპის ვირუსები.

ქვემოთ შევეცდებით ვუპასუხოთ ფართოდ გავრცელებულ შეკითხვებს გრიპისა და გაციების თაობაზე და განვასხვაოთ ეს ორი ფართოდ გავრცელებული დაავადება.

- პაციენტს ყელი სტკივა და ცხვირიდაგამონადენი აქვს, რომელი დაავადება ივარაუდება – გრიპი თუ გაციება?

რასაკვირველია, გაციება, ანუ ზედა სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექცია. გრიპისა და გაციების რიგი სიმპტომები მსგავსია, მაგალითად, ის, რომ ორივე ვირუსული ინფექციაა და ორივე ზედა სასუნთქ გზებს აზიანებს. გრიპისაგაგანსხვავებით, გაციების სიმპტომები მსუბუქია და თანდათავითარდება. გრიპის დროს უეცრად აღმოცენდება ტემპერატურის მომატება, სხეულის კუნთების ტკივილი, მშრალი ხველა, ძლიერი ზოგადი სისუსტე.

- დაავადების სიმპტომთა უეცარი აღმოცენებისას გრიპი უნდა ვივარაუდოთ თუ გაციება?

სიმპტომების აღმოცენება სწრაფად, 3-6 საათის განმავლობაში, გრიპს ახასიათებს. გაციების დროს კი სიმპტომები თანდათან, დღეების განმავლობაში პროგრესირებს.

- როდის არის გაუწყლოვანების საშიშროება?

გაუწყლოვანების რისკი მაღალია გრიპის დროს. საზოგადოდ, გრიპი მძიმე ინფექციაა, ხასიათდება ძლიერი სისუსტით, კუნთების ტკივილით, შრომის უნარის დროებითი დაკარგვით.

- გაციების დროს რამდენად უცილებელია შიდარჩენა?

ეს დამოკიდებულია პაციენტის საზოგადო მდგომარეობაზე. მრავალი ადამიანი გაციების, ანუ ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის დროს სვამს წამალს და აგრძელებს მუშაობას. ეს დასაშვებია. აუცილებელია ხველისა და ცემინებისას დაიფაროთ სასუნთქი გზები, ხშირად დაიბანოთ ხელები და ასე დაიცვათ სხვათა ჯანმრთელობა. განსხვავებულია მდგომარეობა გრიპის დროს – მძიმე დაავადების გავრცელების ასარიდებლად აუცილებელია იზოლაცია, თუმცა, საერთო მდგომარეობა გრიპის დროს გარეთ გასვლის სურვილსაც თრგუნავს.

- როდის არის საჭირო ბევრი სითხის მიღება?

ბევრი სითხის მიღება სასარგებლოა როგორც გრიპის, ისე გაციების შემთხვევაში. რასაკვირველია, გასათვალისწინებელია ჯანმრთელობის საზოგადო მდგომარეობასთადაკავშირებული სითხის მიღების რეჟიმი.

- როდის დავუბრუნდეთ სამსახურს გრიპის შემდეგ?

ტემპერატურის ნორმალიზაციიდა24 საათის განმავლობაში შიდარჩენა სასურველია. ასეთი შეზღუდვა ეხება არა მარტო სამსახურს, საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილს.

- მართლაც სასარგებლოა თუ არა ქათმის ბულიონი გრიპისა და გაციების დროს?

ცნობილია, რომ ბევრ ხალხურ შეხედულებას მართლაც აქვს არსებობის უფლება. ითვლება, რომ ბულიონი ხელს უწყობს სითხის შენარჩუნებას, ინფექციასთაგამკლავებას, ასევე ნახველის გათხელებას, ეწინააღმდეგება ორგანიზმში მიკრობების შეღწევას.

- წლის რომელ პერიოდში ვრცელდება გრიპი ყველაზე ხშირად?

მართალია, გრიპით დაავადება ოქტომბრიდააპრილამდე ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, მაგრამ პიკი მაინც თებერვალში აღინიშნება. სწორედ ამიტომაა აცრისათვის საუკეთესო პერიოდი შემოდგომა – ორგანიზმს საკმარისი დრო აქვს იმუნური დაცვის გამომუშავებისათვის. ვინც შემოდგომით არ აცრილა, ძალაში რჩება გამოთქმა “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”.

- როგორ დავეხმაროთ მტკივნეულ ყელს?

მედიკამენტებთაერთად, ყელის ტკივილის დროს შეიძლება მარილიანი სავლების გამოვლებაც – 1 ჭიქა თბილ წყალში გახსნილი ნახევარი ჩაის კოვზი მარილი.

- რამდენად შესაძლებელია ანტიბიოტიკებით დაავადების ხანგრძლივობის შემცირება?

გრიპისა და გაციების დროს ანტიბიოტიკები უეფექტოა, რადგაანტიბიოტიკები ბაქტერიების საწინააღმდეგო საშუალებებია, გრიპი და გაციება კი ვირუსებით არის გამოწვეული. ანტიბიოტიკს ექიმი ბაქტერიული გართულებების შემთხვევაში ნიშნავს. გაციების სიმპტომები საშუალოდ 7-10 დღეში უკუგანვითარდება. აუცილებელია ექიმთამიმართვა, თუ დაავადების აღმოცენებიდა1 კვირის შემდეგ აღინიშნება:

  • მაღალი ტემპერატურა;
  • წიაღების (სინუსების) არეში ტკივილი;
  • ტონზილების (ნუშურა ჯირკვლების) შეშუპება;
  • ხველა დიდი რაოდენობით ნახველით;
  • ქოშინი.

განსხვავებულ დაავადებათა განმასხვავებელი სიმპტომები

ახლა შევეცადოთ, გრიპი და გაციება განვასხვაოთ ძირითადი ნიშნების მიხედვით:

  • ცხელება – გაციებისას არ აღემატება 38-ს, შესაძლოა საერთოდ არ გამოვლინდეს; გრიპის დროს ვითარდება მაღალი ცხელება – 38-41; გრძელდება 3-4 დღის განმავლობაში;
  • თავის ტკივილი – გრიპისას ძალიახშირია, გაციებისას შეიძლება არც აღინიშნებოდეს;
  • კუნთებისა და სხეულის ტკივილი – გაციებისას მსუბუქია, გრიპისას ხშირი და ძალიაშემაწუხებელი;
  • სისუსტე – კანონზომიერება კუნთების ტკივილის ანალოგიურია;
  • საზოგადო მდგომარეობის გაუარესება – გაციებისას არ ვითარდება, გრიპისას ხშირია;
  • ცხვირის გაჭედვა, გამონადენი – გაციებისას ძალიაშემაწუხებელია, გრიპის დროს ზოგჯერ ვითარდება;
  • ცემინება – გაციებისას ხშირია, გრიპის დროს ზოგჯერ ვითარდება;
  • დისკომფორტი გულმკერდში, ხველა – ტკივილი გაციებისას უმნიშვნელოდაა გამოხატული, გრიპისას შემაწუხებელია.

როგორ ავირიდოთ გრიპი და გაციება

ზემოთ აღწერილი დაავადებების ასარიდებლად გვირჩევენ:

  • ხშირად დავიბანოთ ხელები საპნით, ზუსტად დავიცვათ ხელების დაბანის წესები;
  • ხშირად გავანიავოთ ოთახები;
  • დავივიწყოთ ხელით პირთადა ცხვირთაშეხების ჩვევა;
  • არ გადავიციოთ სხეული;
  • დავიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი.