გრიპი თუ გაციება - როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2019

კითხვა-პასუხი

გრიპი თუ გაციება - როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან

გრიპი თუ გაციება - როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან
ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ხველა, ცხვირში სისველის შეგრძნება და შრომის უნარის დაქვეითება – მაინც რა არის ეს, გრიპი თუ უბრალო გაციება? სავსებით ბუნებრივია, რომ აღწერილი სიმპტომების აღმოცენებისას მსგავსი შეკითხვა იბადება. დღეს შევეცდებით კიდევ ერთხელ ვისაუბროთ გრიპისა და გაციებისათვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ და მათი განსხვავებები განვიხილოთ.


რა არის “გაციება”

ის, რასაც გაციებას ვუწოდებთ, სინამდვილეში ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციაა. მართალია, ბევრი ადამიანი თვლის, რომ გაციების მიზეზი სიცივეში თხლად ჩაცმა და ცუდი ამინდის ზემოქმედებაა, რეალურად კი, ეს ფართოდ გავრცელებული მითია. ცნობილია, რომ გაციების, უფრო
სწორად კი, ზედა სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექციის მიზეზი ვირუსია. სიცივე და გადაციება კი მხოლოდ დასნებოვნების ხელშემწყობი ფაქტორებია.

ცნობილია, რომ ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის სიმპტომების გამოწვევა 200-მდე ვირუსს შეუძლია. ვირუსები გარემოში ვრცელდება და ადამიანის ორგანიზმში
ხვდება, დაავადებული პირის ცემინების, ხველებისა თუ საუბრის დროს. ვირუსები ხვდება ხელზე და შემდეგ სასუნთქ გზებში დაბინძურებული ზედაპირებიდა– კარის სახელურებიდან, ტელეფონებიდან, მაგიდიდან.

ზედა სასუნთქი გზების ინფექციების უმთავრესი მიზეზი, რინოვირუსები, ხელსა და მყარ ზედაპირებზე სამი საათის განმავლობაში ინარჩუნებესიცოცხლისუნარიანობას. გარდა რინოვირუსებისა, გაციებას იწვევეკორონა-პარაგრიპის, რესპირატორულ-სინციტიური და ადენოვირუსები.


გრიპი

გრიპი არის სასუნთქი გზების – ცხვირის, ხახის, ხორხის, ბრონქების, ფილტვის ინფექცია, რომელსაც გრიპის ვირუსები იწვევენ. გრიპის შემთხვევათა რაოდენობა ნოემბერ-აპრილის პერიოდში იმატებს, თუმცა მოსახლეობის 25%-ს დაავადება წლის ნებისმიერ დროს შეიძლება გამოუვლინდეს. გრიპის ძირითადი გამომწვევებია ა, ბ და ც ტიპის ვირუსები.

ქვემოთ შევეცდებით ვუპასუხოთ ფართოდ გავრცელებულ შეკითხვებს გრიპისა და გაციების თაობაზე და განვასხვაოთ ეს ორი ფართოდ გავრცელებული დაავადება.

- პაციენტს ყელი სტკივა და ცხვირიდაგამონადენი აქვს, რომელი დაავადება ივარაუდება – გრიპი თუ გაციება?

რასაკვირველია, გაციება, ანუ ზედა სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექცია. გრიპისა და გაციების რიგი სიმპტომები მსგავსია, მაგალითად, ის, რომ ორივე ვირუსული ინფექციაა და ორივე ზედა სასუნთქ გზებს აზიანებს. გრიპისაგაგანსხვავებით, გაციების სიმპტომები მსუბუქია და თანდათავითარდება. გრიპის დროს უეცრად აღმოცენდება ტემპერატურის მომატება, სხეულის კუნთების ტკივილი, მშრალი ხველა, ძლიერი ზოგადი სისუსტე.

- დაავადების სიმპტომთა უეცარი აღმოცენებისას გრიპი უნდა ვივარაუდოთ თუ გაციება?

სიმპტომების აღმოცენება სწრაფად, 3-6 საათის განმავლობაში, გრიპს ახასიათებს. გაციების დროს კი სიმპტომები თანდათან, დღეების განმავლობაში პროგრესირებს.

- როდის არის გაუწყლოვანების საშიშროება?

გაუწყლოვანების რისკი მაღალია გრიპის დროს. საზოგადოდ, გრიპი მძიმე ინფექციაა, ხასიათდება ძლიერი სისუსტით, კუნთების ტკივილით, შრომის უნარის დროებითი დაკარგვით.

- გაციების დროს რამდენად უცილებელია შიდარჩენა?

ეს დამოკიდებულია პაციენტის საზოგადო მდგომარეობაზე. მრავალი ადამიანი გაციების, ანუ ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის დროს სვამს წამალს და აგრძელებს მუშაობას. ეს დასაშვებია. აუცილებელია ხველისა და ცემინებისას დაიფაროთ სასუნთქი გზები, ხშირად დაიბანოთ ხელები და ასე დაიცვათ სხვათა ჯანმრთელობა. განსხვავებულია მდგომარეობა გრიპის დროს – მძიმე დაავადების გავრცელების ასარიდებლად აუცილებელია იზოლაცია, თუმცა, საერთო მდგომარეობა გრიპის დროს გარეთ გასვლის სურვილსაც თრგუნავს.

- როდის არის საჭირო ბევრი სითხის მიღება?

ბევრი სითხის მიღება სასარგებლოა როგორც გრიპის, ისე გაციების შემთხვევაში. რასაკვირველია, გასათვალისწინებელია ჯანმრთელობის საზოგადო მდგომარეობასთადაკავშირებული სითხის მიღების რეჟიმი.

- როდის დავუბრუნდეთ სამსახურს გრიპის შემდეგ?

ტემპერატურის ნორმალიზაციიდა24 საათის განმავლობაში შიდარჩენა სასურველია. ასეთი შეზღუდვა ეხება არა მარტო სამსახურს, საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილს.

- მართლაც სასარგებლოა თუ არა ქათმის ბულიონი გრიპისა და გაციების დროს?

ცნობილია, რომ ბევრ ხალხურ შეხედულებას მართლაც აქვს არსებობის უფლება. ითვლება, რომ ბულიონი ხელს უწყობს სითხის შენარჩუნებას, ინფექციასთაგამკლავებას, ასევე ნახველის გათხელებას, ეწინააღმდეგება ორგანიზმში მიკრობების შეღწევას.

- წლის რომელ პერიოდში ვრცელდება გრიპი ყველაზე ხშირად?

მართალია, გრიპით დაავადება ოქტომბრიდააპრილამდე ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, მაგრამ პიკი მაინც თებერვალში აღინიშნება. სწორედ ამიტომაა აცრისათვის საუკეთესო პერიოდი შემოდგომა – ორგანიზმს საკმარისი დრო აქვს იმუნური დაცვის გამომუშავებისათვის. ვინც შემოდგომით არ აცრილა, ძალაში რჩება გამოთქმა “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”.

- როგორ დავეხმაროთ მტკივნეულ ყელს?

მედიკამენტებთაერთად, ყელის ტკივილის დროს შეიძლება მარილიანი სავლების გამოვლებაც – 1 ჭიქა თბილ წყალში გახსნილი ნახევარი ჩაის კოვზი მარილი.

- რამდენად შესაძლებელია ანტიბიოტიკებით დაავადების ხანგრძლივობის შემცირება?

გრიპისა და გაციების დროს ანტიბიოტიკები უეფექტოა, რადგაანტიბიოტიკები ბაქტერიების საწინააღმდეგო საშუალებებია, გრიპი და გაციება კი ვირუსებით არის გამოწვეული. ანტიბიოტიკს ექიმი ბაქტერიული გართულებების შემთხვევაში ნიშნავს. გაციების სიმპტომები საშუალოდ 7-10 დღეში უკუგანვითარდება. აუცილებელია ექიმთამიმართვა, თუ დაავადების აღმოცენებიდა1 კვირის შემდეგ აღინიშნება:

  • მაღალი ტემპერატურა;
  • წიაღების (სინუსების) არეში ტკივილი;
  • ტონზილების (ნუშურა ჯირკვლების) შეშუპება;
  • ხველა დიდი რაოდენობით ნახველით;
  • ქოშინი.


განსხვავებულ დაავადებათა განმასხვავებელი სიმპტომები

ახლა შევეცადოთ, გრიპი და გაციება განვასხვაოთ ძირითადი ნიშნების მიხედვით:

  • ცხელება – გაციებისას არ აღემატება 38-ს, შესაძლოა საერთოდ არ გამოვლინდეს; გრიპის დროს ვითარდება მაღალი ცხელება – 38-41; გრძელდება 3-4 დღის განმავლობაში;
  • თავის ტკივილი – გრიპისას ძალიახშირია, გაციებისას შეიძლება არც აღინიშნებოდეს;
  • კუნთებისა და სხეულის ტკივილი – გაციებისას მსუბუქია, გრიპისას ხშირი და ძალიაშემაწუხებელი;
  • სისუსტე – კანონზომიერება კუნთების ტკივილის ანალოგიურია;
  • საზოგადო მდგომარეობის გაუარესება – გაციებისას არ ვითარდება, გრიპისას ხშირია;
  • ცხვირის გაჭედვა, გამონადენი – გაციებისას ძალიაშემაწუხებელია, გრიპის დროს ზოგჯერ ვითარდება;
  • ცემინება – გაციებისას ხშირია, გრიპის დროს ზოგჯერ ვითარდება;
  • დისკომფორტი გულმკერდში, ხველა – ტკივილი გაციებისას უმნიშვნელოდაა გამოხატული, გრიპისას შემაწუხებელია.


როგორ ავირიდოთ გრიპი და გაციება

ზემოთ აღწერილი დაავადებების ასარიდებლად გვირჩევენ:

  • ხშირად დავიბანოთ ხელები საპნით, ზუსტად დავიცვათ ხელების დაბანის წესები;
  • ხშირად გავანიავოთ ოთახები;
  • დავივიწყოთ ხელით პირთადა ცხვირთაშეხების ჩვევა;
  • არ გადავიციოთ სხეული;
  • დავიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
დიაბეტური ვიტამინი+ომეგა 3 -28 აბი
ფასი: 55.9
ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის -30აბი
ფასი: 48.9
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
მსგავსი სიახლეები
ფილტვის კიბო არის ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის პირველადი კერაც ფილტვშია.
05-12-2018
მშრალი „მყეფავი“ ან კიდევ ღრმა და „სველი“ ხველა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ბევრი ადამიანის პრობლემაა.
05-12-2018
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
20-02-2019
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
ენდრო განსაკუთრებით ეფექტურია შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ, გამოდევნის წვრილ ქვებსა და
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
მთელი მსოფლიოს სპეციალისტები საუბრობენ ადამიანისთვის პოტენციურად სასიკვდილო ობის სოკოს რეზისტენტული
იაპონელმა მეცნიერებმა კუმამოტოს უნივერსიტეტიდან შექმნეს ახალი ნივთიერება, რომელიც ადამიანის იმუნოდეფიციტის
1932 წელს ალაბამას შტატის ქალაქ ტასკიგში ექიმები სიფილისს 600 ღარიბ აფროამერიკელზე სწავლობდნენ.
სამედიცინო ტექნოლოგიების ეფექტურობის შემსწავლელი კომპანია Cochrane-ის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ გრიპით
აცრის საწინააღმდეგო მოძრაობა მთელს მსოფლიოში იკრებს ძალებს. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები აცრის საშიშროებაზე
ქლამიდიოზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ქლამიდიოზით დასნებოვნების გზებზე, კლინიკურ ნიშნებსა და
აღმოჩნდა, რომ ჯანსაღი კანის მისაღებად მხოლოდ 2 მარტივი ინგრედიენტია საჭირო:
ვიტამინები ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ძირითადად, მათი მიღების მთავარი
გოგრის თესლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშუალებას.
თუ შენი ახლობლები ავადმყოფობენ, როგორ უნდა დაიცვა თავი? ხშირად გაწმინდეთ კარის სახელურები, პულტი და სხვ.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად