ინფექციური სნეულებები

პაპილომავირუსის მკურნალობის ახალი მეთოდი

პაპილომავირუსის მკურნალობის ახალი მეთოდი
პაპილომავირუსის მიკროტალღური თერაპია კიბოსგან ეფექტური დაცვის საშუალებაა. საუბარია ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ვენერიულ დაავადებაზე, ადამიანის პაპილომა ვირუსთან ბრძოლაზე. აღნიშნული ვირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოს პროვოცირებას იწვევს. მეთოდის შემმუშავებლები იმედოვნებენ, რომ ამით საშვილოსნოს ყელში და კონდილომებში კიბოსწინარე უჯრედების განადგურებას შეძლებენ.

მიკროტალღური თერაპიის ჩასატარებელი მოწყობილობა კომპანია Emblation-მა შექმნა. ის მცირე სიმძლავრის ტალღებს უშვებს, რომელიც იმუნური სისტემის აგრესიულ, ლოკალურ პასუხს იწვევს. გლაზგოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოწყობილობის კონდილომების სამკურნალოდ გამოყენება შეიძლება. მეცნიერების აზრით, მეთოდი უსაფრთხო და არაინვაზიურია.

დღეისათვის პაპილომავირუსის მქონე ქალებს უამრავი არასასიამოვნო
პროცედურის ჩატარება უწევთ. კერძოდ, დაზიანებულ ქსოვილს, ოპერაციის მსვლელობისას, ლაზერით აშორებენ. პროცედურის მაღალი ინვაზიურობის გარდა, არსებობს რისკი, რომ დაზიანებული მიდამო სრულად არ მოშორდეს და დარჩეს.

ლალი ჩხიკვაძე
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
მსგავსი სიახლეები
აივ-ინფიცირებულებს განკურნების ახალი შანსი გაუჩნდათ
05-02-2019
პაპილომა კანის უჯრედების კეთილთვისებიანი სიმსივნური წანაზარდია.
05-09-2018
სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე საუბრისას შეუძლებელია ყურადღება საგანგებოდ არ გავამახვილოთ აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) ინფექცია/შიდსზე (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი).
05-09-2018