რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
ინფექციური სნეულებები
მკითხველს შევახსენებ, რომ სეფსოლოგია როგორც სამეცნიერო-პრაქტიკული მედიცინის ახალი მიმართულება დააარსა და განავითარა სამედიცინო მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენელმა, უდიდესმა ექიმმა და პროფესიონალმა, სახელოვანმა მამულიშვილმა, აკადემიკოსმა ვახტანგ ბოჭორიშვილმა. მანვე შექმნა 1979 წელს სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრი. საყურადღებოა, რომ საბჭოთა კავშირში სეფსოლოგია მედიცინის ცალკე დარგად მხოლოდ საქართველოში სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის შექმნიდან ხუთი წლის შემდეგ ჩამოყალიბდა. რა მდგომარეობაშია დღეს ეს უდიდესი ისტორიისა და დამსახურების მქონე ცენტრი - ცალკე თემაა, რომელსაც უახლოეს ნომერში აუცილებლად მიეძღვნება ცალკე პუბლიკაცია. ამჯერად კი სეფსისის საკვანძო საკითხებზე, მის მიმდინარეობასა და თავისებურებებზე აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის მიმღებ-პოლიკლინიკური განყოფილების გამგელია გოლიაძე გვესაუბრება.
გვესაუბრება ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი თერაპიის კლინიკის ექიმი მარინა ბაღნაშვილი. - რა არის ბაქტერია, როგორია მისი როლი ადამიანის ორგანიზმის ცხოველქმედებაში და რომელი ბაქტერიები იწვევენ დაავადებებს?- ბაქტერია მიკროსკოპული ორგანიზმია, რომელიც ყველგან არის გავრცელებული და ყველგან შეიძლება აღმოჩნდეს - ოკეანის ღრმა შრეებიდან დაწყებული მაღალი მთების ჩათვლით. ვინაიდან ბაქტერიები მცირე ზომისანი არიან, ჩვენ ვერ ვგრძნობთ, რომ ისინი ჩვენს ორგანიზმში ბინადრობენ. მათი ზომა იმდენად მცირეა, რომ ნიადაგის ერთი გრამი შეიძლება 40 მილიონამდე ბაქტერიას შეიცავდეს.
გთხოვთ, ამიხსნათ, რას ნიშნავს თანდაყოლილი ციტომეგალოვირუსი და რა საფრთხეს უქადის იგი ბავშვს. ციტომეგალია ვირუსული ინფექციაა (CMV-ინფექცია). მას პერი- და პოსტნატალური (ორსულობისა და მშობიარობის) პერიოდის დაავადებებს მიაკუთვნებენ. მიმდინარეობს მძიმედ, ახასიათებს მრავალფეროვანი კლინიკური გამოვლინება და მაღალი ლეტალურობა. სამედიცინო ლიტერატურის მონაცემების მიხედვით, CMV-ინფექცია ყველაზე ხშირი თანდაყოლილი ინფექციაა და წამყვან როლს ასრულებს ბავშვობის ასაკში გონებრივი ჩამორჩენის, უნარშეზღუდულობისა და სმენის დაქვეითების გენეზში.
ნაჩვენებია მე-34 გვერ 39 - დან
19 ივნისი 2018
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ხმელთაშუაზღვის დიეტის წესების დაცვით მომზადებული კვირაში მხოლოდ სამი
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის