კორონავირუსი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

კორონავირუსი

ზაფხული ინტოქსიკაციის (მოწამვლის) და ინფექციურ დაავადებათა გავრცელებისთვის მეტად ხელსაყრელი პერიოდია. სხვა ფაქტორებთან ერთად ამას ისიც უწყობს ხელს, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ყურადღებას არ აქცევს კვების რაციონს, არ იცავს ჰიგიენის ელემენტარულ წესებს. ამის გამო ხშირად იწამლება და სხვადასხვა დაავადების გამომწვევთა მსხვერპლად იქცევა. დაავადება ზოგჯერ იმდენად მძიმეა, რომ დასასვენებლად წასული ადამიანი იძულებული ხდება, შეწყვიტოს შვებულება და სახლში დაბრუნდეს. სამწუხაროდ, ზოგიერთს აგარაკიდან სტაციონარში გადანაცვლებაც უწევს. ზაფხული მშვიდად რომ გაატაროთ, თავიდან აიცილოთ მოწამვლა თუ ინფექცია,  რამდენიმე საკითხზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრება და რჩევებს გვაძლევს პირველი სამკურნალო-პროფილაქტიკური  ცენტრის ექიმი ინფექციონისტი ლალი ღაჭავა.
სეზონური გრიპი თუ სხვა ინფექცია ზოგჯერ გულსაც აყენებს ზიანს. ბავშვებს ინფექციური დაავადება ხშირად ურთულდებათ მიოკარდიტით. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ დახმარება არ დაგვიანდეს, როგორი უნდა იყოს კვებისა და ცხოვრების რეჟიმი? ამის შესახებ პედიატრ-ინფექციონისტი ქეთევან ჭანიშვილი გვესაუბრება: - გახანგრძლივებულმა ვირუსულმა ინფექციამ შესაძლოა გულის კუნთის ანთება - მიოკარდიტი გამოიწვიოს, ამიტომ გრიპ- თუ გაციებაგადატანილი ბავშვი გამოჯანმრთელების შემდეგ აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ პედიატრს და ერთი თვის განმავლობაში ყურადღებით ვადევნოთ თვალყური.
ვირუსები ადამიანების, ცხოველებისა და მცენარეების ინფექციურ დაავადებათა გამომწვევები არიან. მეცნიერებს ჯერაც ვერ გადაუწყვეტიათ, მიაკუთვნონ თუ არა ისინი ცოცხალ ორგანიზმებს, რადგან ვირუსები არ იზრდებიან, არ ახასიათებთ ენერგეტიკული და ძირითადი ცვლა, არ ვითარდებიან და არ შეუძლიათ დამოუკიდებელი თვითწარმოქმნა. სასიცოცხლო პროცესებიდან ვირუსს მხოლოდ გამრავლების უნარი შესწევს, ისიც - მხოლოდ სხვა ორგანიზმის უჯრედში. სადღეისოდ ცნობილია ვირუსთა 3000-ზე მეტი სახეობა, რომელთა ნახევარიც ადამიანისთვის ზიანის მომტანია. ამასთან, უჯრედში მოხვედრილი ვირუსი ძალზე გამძლე ხდება - მას მხოლოდ ულტრაიისფერი სხივები ანადგურებს. ვირუსები ბაქტერიების ორგანიზმშიც იკიდებენ ფეხს. ასეთ ვირუსებს ბაქტერიოფაგებს უწოდებენ. სულ ახლახან კი მიკრობიოლოგებმა ძალზე საინტერესო რამ აღმოაჩინეს: თურმე ვირუსებით შეიძლება დაავადდნენ თავად ვირუსებიც. ვირუსთა ვირუსული ინფექციის გამომწვევებს სატელიტი ვირუსები უწოდეს.
"ალბათ, ვირუსია" - ეს სიტყვები ხშირად გაგვიგონია ექიმებისგან. ვირუსს მიეწერება ერთმანეთისგან სრულიად სხვადასხვანაირი სიმპტომები - გავრცელებულიც და იშვიათიც, მსუბუქიც და მძიმეც. სამყაროში მრავალი ვირუსია გავრცელებული. ისინი დაავადებათა ფართო სპექტრს იწვევენ. ჩვენთვის ყველაზე უკეთ ცნობილი ვირუსული ინფექცია გაციებაა. მას 100-მდე ვირუსი იწვევს, უმეტესად - რინოვირუსი. ფართოდ გავრცელებული ვირუსული ინფექციებია აგრეთვე ჩუტყვავილა, გრიპი, ჰერპესი, შიდსი, პაპილომავირუსი, ინფექციური მონონუკლეოზი, ყბაყურა, წითელა და წითურა, შემომსარტყლავი ჰერპესი, ვირუსული გასტროენტერიტი, ვირუსული ჰეპატიტი, ვირუსული მენინგიტი, ვირუსული პნევმონია.
ნაჩვენებია მე-139 გვერ 148 - დან
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად