C ჰეპატიტის პროგრამით 40 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

C ჰეპატიტის პროგრამით 40 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა

ჯგუფი განიხილავს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის არსებულ მდგომარეობას, პროგრამის შედეგებსა და მიღწევებს, წინა რეკომენდაციებით გათვალისწინებულ მდგომარეობას, ასევე C ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში მიღწეულ პროგრესს და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა რიგით მესამეა და საერთაშორისო ექსპერტები განიხილავენ ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტის მიმდინარეობას.

„ეს პროექტი საყოველთაო შეფასებით აღიარებულია მსოფლიოში ამ დაავადებასთან ბრძოლის ერთ-ერთ ლიდერ პროგრამად. მას მართლაც განსაკუთრებული მიღწევები აქვს, 40 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა ეს კურსი, ანუ თითქმის მესამედმა, ვისაც მკურნალობა სჭირდებოდა. თუმცა არის გამოწვევები და ეს გამოწვევები შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ერთი წინადადადებით, რომ აქამდე მკურნალობას გადიოდნენ ის ადამიანები, ვინც ამ დაავადების შესახებ იცოდა და აქტიურად ცდილობდნენ პროექტში ჩართვას. ახლა, დარჩენილი 110 000 ადამიანიდან 90%-ზე მეტმა არ იცის ამ დაავადების შესახებ, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი დროული დეტექცია. მთელი ქვეყნის მასშტაბით კეთდება უკვე სკრინინგული კვლევები უფასოდ“, - განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა ჟუჟანა ჯაკაბმა დადებითი შეაფასება საქართველოში არსებული C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. მისი თქმით, საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია.

„საქართველოს მიმართ დადებითი შეფასება ამერიკის საელჩომაც გამოთქვა და ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს სამაგალითო სხვა ქვეყნებისთვის“, - განაცხადა ჟუჟანა ჯაკაბსმა.