C ჰეპატიტის პროგრამით 40 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
C ჰეპატიტის პროგრამით 40 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა
C ჰეპატიტის პროგრამით 40 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა
თბილისში, სასტუმრო "რედისონში" C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა იმართება.

ჯგუფი განიხილავს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის არსებულ მდგომარეობას, პროგრამის შედეგებსა და მიღწევებს, წინა რეკომენდაციებით გათვალისწინებულ მდგომარეობას, ასევე C ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში მიღწეულ პროგრესს და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა რიგით მესამეა და საერთაშორისო ექსპერტები განიხილავენ ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტის მიმდინარეობას.

„ეს პროექტი საყოველთაო შეფასებით აღიარებულია მსოფლიოში ამ დაავადებასთან ბრძოლის ერთ-ერთ ლიდერ პროგრამად. მას მართლაც განსაკუთრებული მიღწევები აქვს, 40 000-ზე
მეტმა ადამიანმა გაიარა ეს კურსი, ანუ თითქმის მესამედმა, ვისაც მკურნალობა სჭირდებოდა. თუმცა არის გამოწვევები და ეს გამოწვევები შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ერთი წინადადადებით, რომ აქამდე მკურნალობას გადიოდნენ ის ადამიანები, ვინც ამ დაავადების შესახებ იცოდა და აქტიურად ცდილობდნენ პროექტში ჩართვას. ახლა, დარჩენილი 110 000 ადამიანიდან 90%-ზე მეტმა არ
იცის ამ დაავადების შესახებ, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი დროული დეტექცია. მთელი ქვეყნის მასშტაბით კეთდება უკვე სკრინინგული კვლევები უფასოდ“, - განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა ჟუჟანა ჯაკაბმა დადებითი შეაფასება საქართველოში არსებული C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. მისი თქმით, საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია.
„საქართველოს მიმართ დადებითი შეფასება ამერიკის საელჩომაც გამოთქვა და ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს სამაგალითო სხვა ქვეყნებისთვის“, - განაცხადა ჟუჟანა ჯაკაბსმა.

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ყოველი ჩვენგანი ყოველდღე ჩაისუნთქავს ათასგვარი გამონაბოლქვით დაბინძურებულ ჰაერს, ჭამს ქიმიური დანამატებით
ორგანიზმს დიდი დატვირთვა ადგება საკვების მონელების პროცესში, განსაკუთრებით - თუ ადამიანი არაჯანსაღი საკვებით
ილინოისის უნივერსიტეტში დაადგინეს, როგორ აღდგება ღვიძლის დაზიანებული უჯრედები სიგანლის
საუბარი იმაზე, რომ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა, ნაადრევია, - ამის შესახებ
24 ივლისი 2018
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხშიშველი სიარული ბრტყელტერფიანობის, ტერფის კუნთების ატროფიის და
13 ივნისი 2017
შფოთვის შეტევა, უეცარი გამოვლინების გამო, „მკურნალობას“ ძნელად ექვემდებარება. ამ დროს ადამიანი კარგავს საკუთარ სხეულზე
მარიხუანას მომხმარებლები ინსულტისა და გულის უკმარისობის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ
აბუსალათინის ზეთი საფაღარათო საშუალებებს მიეკუთვნება. საფაღარათო ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება
თუ ერთ ჩაის კოვზ თაფლს ერთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის ნადგომ წყალში გახსნით და უზმოზე რეგულარულად დალევთ,