რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
მეცნიერებმა ღვიძლის განახლების კიდევ ერთი გზა აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ღვიძლის განახლების კიდევ ერთი გზა აღმოაჩინეს
ედინბურგის რეგენერაციული მედიცინის ცენტრისა და სკოლკოვსკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევარებმა მრავალწლიანი ერთობლივი კვლევით აჩვენეს, რომ ღვიძლშიდა სანაღვლე სადინრების უჯრედები აქტიურად მონაწილეობენ ღვიძლის ქსოვილის განახლების (რეგენერაციის) პროცესში. მათი აზრით, ამ აღმოჩენით საბოლოოდ დამარცხდება ღვიძლის პათოლოგიები, მათ შორის ციროზიც.
ის, რომ ღვიძლის უჯრედებს (ჰეპატოციტებს) განახლების უნარი აქვთ, კარგა ხანია ცნობილია. თუმცა, რეგენერაცია არც ისე სწრაფად ხდება და ახლად წარმოქნილი უჯრედები წინამორბედებზე ბევრად მალე "ბერდებიან". ამიტომაც ცდილობდნენ მეცნიერები განახლების დამატებითი გზის ძიებას. იდეალურ კანდიდატებად კი აღმოჩნდნენ ღვიძლშიდა სანაღვლე გზების უჯრედები - ქოლანგიოციტები.

ექსპერიმენტები
ტარდებოდა ღვიძლდაზიანებულ ვირთაგვებზე, რომელთაც ჰეპატოციტებში უჯრედების დაყოფაზე პასუხისმგებელი გენები "გათიშული" ჰქონდათ. პრაქტიკულად ეს იყო მოდელი სიტუაციისა, როდესაც ღვიძლის ქსოვილის განახლება ჰეპატოციტების გარეშე მიმდინარეობს. ღვიძლმა საბოლოოდ მაინც განიცადა განახლება, ოღონდ, ამჯერად ქოლანგიოციტების წყალობით. აღნიშნული უჯრედები გამოდიოდნენ სანაღვლე გზებიდან და დაზიანებული (დეფექტური) ჰეპატოციტების ნაცვლად ღვიძლის უჯრედებად გარდაიქმნებოდნენ.
მეცნიერები იმასაც აცხადებენ, რომ ქოლანგიოციტების რეგენერაციის პოტენციალი ჰეპატოციტებისას ბევრად აჭარბებს.

ამ ეტაპზე მეცნიერები ციროზით დაავადებული ადამიანის ღვიძლის აღდგენას ორგანოში ქოლანგიოციტების შეყვანით გეგმავენ.
თინათინ გოცაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
B და C ჰეპატიტის ვირუსი აზიანებს ღვიძლს, შედეგად ვითარდება ღვიძლის ქსოვილის ანთება.
04-05-2018
ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პრობლემების დროს კარტოფ ილის ნახარში მიიღეთ

ათი წლის წინ მარჯვენა გვერდში სიმძიმისა და ტკივილის შეგრძნება გამიჩნდა.
05-02-2018
„პალიტრა მედია“ ჰოლდინგის სათავო ოფისში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის
15-02-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
B და C ჰეპატიტის ვირუსი აზიანებს ღვიძლს, შედეგად ვითარდება ღვიძლის ქსოვილის ანთება.
ღვიძლის ციროზი აუცილებლად უნდა გამორიცხოთ, თუ შემდეგი სიმპტომები გაწუხებთ:
C ჰეპატიტის ელიმანაციის პროგრამაში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა.
თბილისში, სასტუმრო "რედისონში" C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა იმართება.
სან პაულუში, ბრაზილიაში გამართულ ჰეპატიტების მსოფლიო სამიტზე საქართველოს ევროპის რეგიონის NOhep Visionary-ის ტიტული მიენიჭა. როგორც "მკურნალი.გე"-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან აცნობეს, საქართველო შეუერთდა ხუთ ქვეყანას, როგორიცაა ბრაზილია, ბანგლადეში, ეგვიპტე, გამბია და მონღოლეთი,
საქართველოში დაახლოებით 110 ათასმა ადამიანმა არ იცის, რომ C ჰეპატიტით არის ინფიცირებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
19 ივნისი 2018
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ხმელთაშუაზღვის დიეტის წესების დაცვით მომზადებული კვირაში მხოლოდ სამი
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის