"სოფოსბუვირის" დამატებით 5000 ფლაკონი უკვე საქართველოშია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"სოფოსბუვირის" დამატებით 5000 ფლაკონი უკვე საქართველოშია

მედიკამენტი კომპანია "გილიარდმა" საქართველოს მოსახლეობას უფასოდ გადმოსცა ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისათვის. პროგრამის პირველ ეტაპზე მკურნალობაში ერთვებიან ღვიძლის მე-3 და მე-4 ხარისხის დაზიანების პაციენტები. შემდეგ კი ეტაპობრივად C ჰეპატიტით დაავადებული ყველა პაციენტი. დაავადებულმა პირებმა სამინისტროში უნდა წარადგინონ ფორმა 100 და ყველა საჭირო კვლევა, სადაც აღნიშნული იქნება, დაავადების სიმძიმისა და ხასიათის შესახებ. პირველ ეტაპზე პროგრამაში ჩაერთვებიან პაციენტები, რომელთა ღვიძლის მდგომარეობა რთულია და აკმაყოფილებენ პროგრამის პირველ ეტაპზე ჩასართვ კრიტერიუმებს. პრეპარატს C ჰეპატიტით დაავადებული პირები ჯანდაცვის სამინისტროს კომისიის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე მიიღებენ.

პაციენტებმა დოკუმენტაციისათვის საჭირო "ფორმა 100" შემდეგი კლინიკებიდან უნდა წარმოადგინონ: 1. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი (თბილისი.ალ.ყაზბეგის N16); 2. "ჰეპა"(თბილისი, ლუბლიანას 18/20); 3. "ნეოლაბი" (თბილისი, ნუცუბიძის 8); 4. "მრჩეველი" (თბილისი, ყაზბეგის გამზ.9); 5. შპს "ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო" (ზუგდიდი, ონარია); 6. შპს "ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი" (ქ. ბათუმი, რ.თაბუკაშვილის 17, ჯ.ქათამაძის 11); 7. შპს მულტიპროფილური ჰოსპიტალი მედიქალ სიტი(ქ. ქუთაისი, ფოთის ქ.N40); 8. შპს ლივერმედი (ქ, ქუთაისი, თამარ მეფის ქ.N26); 9. ააიპ ,,იმერეთის განვითარების ცენტრი" (ქ. ქუთაისი, რუსთაველის გამზ. N27 /გრიშაშვილის მე-4 შესახვევი N9); 10.შპს ,,ქ. რუსთავის N1 დიაგნოსტიკური ცენტრი"(ქ. რუსთავი, გ. ოდიშარიას N19); 11. სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი. (ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ. N56).