28 ივლისს ჰეპატიტთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

28 ივლისს ჰეპატიტთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება

პირველად ეს დღე, ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო ალიანსის ინიციატივით, 2008 წელს აღინიშნა.

2011 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს თარიღი შეიტანა თავის კალენდარში, და ამდენად ჰეპატიტთან ბრძოლის მსოფლიო დღემ ოფიციალური სტატუსი შეიძინა. ამ დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ექიმებს, ჩაატარონ საგანმანათლებლო აქციები, მოუთხრონ ადამიანებს ვირუსულ ჰეპატიტსა და იმ დაავადებებზე, რასაც ის იწვევს. არანაკლები მნიშვნელობისაა პროფილაქტიკური ღონისძიებები: დიაგნოსტიკა, ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და სხვა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ჰეპატიტით დაავადდა დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი, ანუ პლანეტის ყოველი მესამე ადამიანი. ზოგიერთ ქვეყანაში А ჰეპატიტით იავადმყოფა მოსახელობის დიდმა ნაწილმა, ხოლო მეათედი წარმოადგენს В და С ჰეპატიტის ვირუსის მატარებელს.

ჰეპატიტი არის ღვიძლის ქსოვილის ანთება. გამოყოფენ ვირუსული ჰეპატიტს, რომელსაც იწვევს ღვიძლის უჯრედებში გამრავლების უნარის მქონე ვირუსი. სხვადასხვა ვირუსით გამოწვეული ჰეპატიტი, სხვადასხვანაირად გადამდებია. თუმცა ყველა მათგნს შეუძლია გამოიწვიოს ღვიძლის მწვავე და ქრონიკული ანთება, რაც ხშირად მთავრდება ციროზით ან ვითარდება კიბო.

ჰეპატიტისგან დაცვა შეიძლება ორი გზით. პირველი, შეიძლება თავიდან ავიცილოთ დასნებოვნება: ჰიგიენის დაცვა (ეს შესაძლებელია А და Е ჰეპატიტების შემთხვევაში), სისხლის გადასხმისა და სქესობრივი კონტაქტისას სიფრთხილის დაცვა (В და С ვირუსული ჰეპატიტების დროს). მეორე - შეიძლება გაკეთდეს აცრა. როგორც წესი ვაქცინა საიმედოდ იცავს ადამიანს В ვირუსით დასნებოვნებისგან. დაცვის ორივე მეთოდი ყურადღების ცენტრში ხვდება ჰეპატიტთან ბრძოლის მსოფლიო დღეს. ადამიანებს უყვებიან პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობაზე, ამარაგებენ საინფორმაციო მასალებით. სხვათაშორის ამ დღის სიმბოლო "სამი ბრძენი მაიმუნია" და შესაბამისი დევიზია "ვერაფერს ვხედავ, არაფერი მესმის და არაფერს ვიტყვი", როგორც თანამედროვე საზოგადოების ჰეპატიტის პრობლემისადმი დამოკიდებულების მაჩვენებელი (ანუ მისი იგნორირება). ამიტომ ჰეპატიტთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნა მიმართულია პირველ რიგში ფართო საზოგადოების და სპეციალისტების აღნიშნული პრობლემისადმი ყურადღების მისაქცევად, პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩასატარებლად თითოეული ქვეყნის მოქალაქეების დაინტერესების ამაღლებისკენ.

თითოეული ადამიანის ჰიგიენური ცოდნის პრაქტიკაში გამოყნება, იმუნოპროფილაქტიკის მნიშვნელობის აღიარება, აცრის კამპანიის ჩატარებაში მონაწილეობა,ჯანმრთელობას შეუნარჩუნებს არა მარტო ცალკეული ქვეყნების, არამედ მთელი პლანეტის მოსახლეობას.

ლალი ჩხიკვაძე