რა დოკუმენტები სჭირდებათ პაციენტებს და სად უნდა წარადგინონ C ჰეპატიტის პროგრამაში მონაწილეობისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა დოკუმენტები სჭირდებათ პაციენტებს და სად უნდა წარადგინონ C ჰეპატიტის პროგრამაში მონაწილეობისთვის

C ჰეპატიტით დაავადებულმა პირებმა სამინისტროში უნდა წარადგინონ ფორმა 100 და ყველა საჭირო დოკუმენტაცია, სადაც აღნიშნული იქნება, რომ ისინი დაავადებულები არიან C ჰეპატიტით.

პაციენტებმა დოკუმენტაციისათვის საჭირო ფორმა 100 შემდეგი კლინიკებიდან უნდა წარადგინონ:

  1. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი (ალ.ყაზბეგის გამზ.№16)
  2. "ჰეპა"(ლუბლიანას 18/20)
  3. "ნეოლაბი" - (ნუცუბიძისქ. 8)
  4. "მრჩეველი"(ყაზბეგისგამზ. №9)

ეტაპობრივად, პროგრამას სხვა კლინიკებიც შეუერთდებიან, მათ შორის რეგიონებშიც.

მოქალაქეებმა დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ თბილისში: სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ცენტრებსა და ცენტრალურ ოფისში, რეგიონებში კი სოციალური მომსახურების სააგენტოს სამხარეო ცენტრებში (ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, თელავი, ახალციხე, გორი, რუსთავი, ამბროლაური, ბათუმი).

დოკუმეტაციაში წარდგენილი უნდა იყოს :

პირადობის მოწმობის ასლი,

ფორმა 100,

ბოლო პერიოდში ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევები - HCV- რნმ-ის რაოდენობრივი, გენეტიკური ტიპის, ღვიძლის ფიბროზის ხარისხის კვლევები, ასევე სისიხლის საერთო ანალიზი, ALT, AST, HbsAg, anti-HBs,G-GT, ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი (პირდაპირი და საერთო), კრეატინინი, გლუკოზა, ალბუმინი,INR, ANA, TSH, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა.

პირველ ეტაპზე პროგრამაში ჩაერთვებიან პაციენტები, რომელთა ღვიძლის მდგომარეობა რთულია და აკმაყოფილებენ პროგრამის პირველ ეტაპზე ჩასართავ კრიტერიუმებს.

ლალი ჩხიკვაძე