რა დოკუმენტები სჭირდებათ პაციენტებს და სად უნდა წარადგინონ C ჰეპატიტის პროგრამაში მონაწილეობისთვის - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

რა დოკუმენტები სჭირდებათ პაციენტებს და სად უნდა წარადგინონ C ჰეპატიტის პროგრამაში მონაწილეობისთვის

რა დოკუმენტები სჭირდებათ პაციენტებს და სად უნდა წარადგინონ C ჰეპატიტის პროგრამაში მონაწილეობისთვის
პრეპარატ სოფოსბუვირს C ჰეპატიტით დაავადებული პირები ჯანდაცვის სამინისტროს კომისიის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე მიიღებენ. C ჰეპატიტით დაავადებულმა პირებმა სამინისტროში უნდა წარადგინონ ფორმა 100 და ყველა საჭირო დოკუმენტაცია, სადაც აღნიშნული იქნება, რომ ისინი დაავადებულები არიან C ჰეპატიტით.

პაციენტებმა დოკუმენტაციისათვის საჭირო ფორმა 100 შემდეგი კლინიკებიდან უნდა წარადგინონ:

  1. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი (ალ.ყაზბეგის გამზ.№16)
  2. "ჰეპა"(ლუბლიანას 18/20)
  3. "ნეოლაბი" - (ნუცუბიძისქ. 8)
  4. "მრჩეველი"(ყაზბეგისგამზ. №9)

ეტაპობრივად, პროგრამას სხვა კლინიკებიც შეუერთდებიან, მათ შორის რეგიონებშიც.

მოქალაქეებმა დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ თბილისში: სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ცენტრებსა და ცენტრალურ ოფისში,
რეგიონებში კი სოციალური მომსახურების სააგენტოს სამხარეო ცენტრებში (ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, თელავი, ახალციხე, გორი, რუსთავი, ამბროლაური, ბათუმი).

დოკუმეტაციაში წარდგენილი უნდა იყოს :

პირადობის მოწმობის ასლი,

ფორმა 100,

ბოლო პერიოდში ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევები - HCV- რნმ-ის რაოდენობრივი, გენეტიკური ტიპის, ღვიძლის ფიბროზის ხარისხის კვლევები, ასევე სისიხლის საერთო ანალიზი,
ALT, AST, HbsAg, anti-HBs,G-GT, ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი (პირდაპირი და საერთო), კრეატინინი, გლუკოზა, ალბუმინი,INR, ANA, TSH, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა.

პირველ ეტაპზე პროგრამაში ჩაერთვებიან პაციენტები, რომელთა ღვიძლის მდგომარეობა რთულია და აკმაყოფილებენ პროგრამის პირველ ეტაპზე ჩასართავ კრიტერიუმებს.

ლალი ჩხიკვაძე

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 28-05-2016
var dabadebyli tbilissi magram gavtxovdi tyrketsi da mivige tyrketis mokalakeoba
სმაკვს ც გეპატიტი რტყლ მდგომარეობასი სატყმიდსლიასეკარტველოსი მაკვს ბინადრობა
თარიღი : 07-05-2015
jmemishishi@mail.ru
მაინტერესებს ტუ რაიმე პრივილეგიები აკვტ პირობიტი მოცემულებს ანალიზების ჰაბარების დროს? საკმაოდ ზვირი ჯდება ანალიზების ჰაბარება და ტუ მოკმედებს მატტზე სახოველტაო? მადლობტ
დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
კატეგორიის სხვა სტატიები
რა არის ჟილბერის სინდრომი ჟილბერის სინდრომი გენეტიკურად განპირობებული დაავადებაა,
ყოველი ჩვენგანი ყოველდღე ჩაისუნთქავს ათასგვარი გამონაბოლქვით დაბინძურებულ ჰაერს, ჭამს ქიმიური დანამატებით
ორგანიზმს დიდი დატვირთვა ადგება საკვების მონელების პროცესში, განსაკუთრებით - თუ ადამიანი არაჯანსაღი საკვებით
ილინოისის უნივერსიტეტში დაადგინეს, როგორ აღდგება ღვიძლის დაზიანებული უჯრედები სიგანლის
ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა უმნიშვნელოვანესი პროცედურაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად