C ჰეპატიტით ინფიცირებულები სამკურნალო მედიკამენტების შეძენას 60%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

C ჰეპატიტით ინფიცირებულები სამკურნალო მედიკამენტების შეძენას 60%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ

სამკურნალო მედიკამენტების მოწოდება უკვე განხორციელდა.

C ჰეპატიტით დაავადებულ ბენეფიციართა რეგისტრაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს ელექტრონულ პროგრამაში 2014 წლის 1-ელი თებერვლიდან მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით, კომისიური წესით განხილულია და დადებითი დასკვნა გაცემულია 1295 ბენეფიციარზე.

სააგენტოს სულ 1500-მდე პირმა მიმართა, საიდანაც 33 პირს უარი ეთქვა, 1295-ზე დადებითი დასკვნა გაიცა, დანარჩენებს კი, დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა დაევალათ.

დადებითი დასკვნის მქონე ბენეფიციარებმა 25 ივნისიდან უნდა უზრუნველყონ სოციალური მომსახურების სააგენტოში ან სამინისტროში რაოდენობრივი კვლევის შედეგების წარდგენა. რაოდენობრივი კვლევის შედეგების წარდგენის საფუძველზე, სააგენტო უზრუნველყოფს თანხმობის წერილის გაცემას სამი სამუშაო დღის ვადაში. პაციენტებმა თანხმობის წერილის მიღებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მიმართონ შესაბამის აფთიაქს მედიკამენტის მისაღებად. პაციენტზე დასაშვებია ერთდროულად არაუმეტეს 1 თვის სამყოფი რაოდენობის მედიკამენტის გაცემა. პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება განაცხადების მიღება და კომისიური განხილვები.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პაციენტებს მედიკამენტების მიღება-შეძენა შეეძლებათ პსპ-ს აფთიაქებში შემდეგ მისამართებზე: თბილისში – იოსებიძის ქ. #60, ქუთაისში – ბროსეს ქ. #5 და ბათუმში გოგებაშვილის ქ. #32.

შეღავათიანი ფასი ვრცელდება საჯარო სექტორში 10 000 პაციენტზე, რომელთაც მიეცემათ საშუალება შეიძინონ პეგილირებული ინტერფერონი 180 მკგ/1 მლ ფლაკონი ფიქსირებულ ფასად, ეროვნულ ვალუტაში არა უმეტეს 92.88 აშშ დოლარის ექვივალენტი ღირებულებით.

ინფორმაცია ბენეფიციართა რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის, მედიკამენტის ფასის, შესყიდვის ვადებისა და ადგილის შესახებ ასევე ხელმისაწვდომია სამინისტროს ვებგვერდზე და ცხელ ხაზზე 15 05.

იხილეთ აგრეთვე სტატია "C ჰეპატიტი და მისი მკურნალობა"