ციროზით დაავადებულის ცხოვრების რეჟიმი და კვება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ციროზით დაავადებულის ცხოვრების რეჟიმი და კვება

  • ყველაზე საშიში ალკოჰოლურ-ვირუსული ციროზია. ის განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს და ყველაზე ხშირად გადაიზრდება ღვიძლის კიბოში.
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ალკოჰოლის მცირე დოზების გამოყენებაც კი (0,33 ლ-ზე მეტი ლუდი დღეში) მავნე ჩვევას წარმოადგენს.
  • ციროზით დაავადებულისთვის (განურჩევლად დაავადების მიზეზისა) ალკოჰოლის გამოყენება ნებისმიერი სახითა და რაოდენობით კატეგორიულად აკრძალულია. ამ პირობის შესრულებისას ღვიძლის სიცოცხლისუნარიანი, ცხოველმყოფელობაშენარჩუნებული უჯრედები გარკვეულწილად კიდევ ახერხებენ ღვიძლის ფუნქციების კომპენსირებას.
  • ციროზის მკურნალობის მთავარი ასპექტი პაციენტის კვებისა და ცხოვრების რეჟიმია.

ძირითადი რეკომენდაციები და რჩევები

  • დაღლილობისა და სისუსტის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა დასვენება, განსაკუთრებით - ძილი, ასე რომ, მიაქციეთ ამას ყურადღება!
  • ვარიკოზულად გაგანიერებული (ჰემოროიდული, საყლაპავის) ვენებიდან სისხლდენის საშიშროების გამო ნუ ასწევთ მძიმე საგნებს!
  • აკონტროლეთ ნაწლავის დაცლა. ყველაზე ოპტიმალურია დაცლა დღე-ღამეში ორჯერ. შეკრულობისადმი მიდრეკილების შემთხვევაში გაზარდეთ საკვებ რაციონში მცენარეული ბოჭკოს (ხორბლის ქატო), თაფლის ოდენობა. უეფექტობის შემთხვევაში მიიღეთ ლაქტულოზა. ეს სამკურნალო პრეპარატი სინთეზური ნახშირწყალია, რომელიც არ მოინელება და არ შეიწოვება ნაწლავებში. ამ თვისების გამო ლაქტულოზას საფაღარათო ეფექტი აქვს. შეგახსენებთ, რომ ნაწლავის რეგულარული დაცლა ციროზით დაავადებულისთვის, უპირველეს ყოვლისა, ტვინის მუშაობის დარღვევათა საპროფილაქტიკო საშუალებაა. “ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია” - ამ ტერმინით სპეციალისტები აერთიანებენ ღვიძლის ციროზით დაავადებულებში გამოვლენილ ტვინის ფუნქციურ დარღვევებს. ლაქტულოზას წყალობით ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის (რძემჟავა ბაქტერიებისა და ბიფიდობაქტერიების) ცხოველმყოფელობა ადვილდება, დაავადების გამომწვევი მიკრობების ფუნქციობა კი რთულდება, ლპობის პროცესები ითრგუნება, ორგანიზმიდან გამოიდევნება ტოქსინები, მათი წარმოქმნა და, შესაბამისად, ნაწლავებში შეწოვა მცირდება. ლაქტულოზას საშუალო თერაპიული დოზაა ერთი ჩაის ან სადილის კოვზი დღეში 2-3-ჯერ, უმჯობესია უზმოზე. ზოგჯერ საჭირო ხდება დოზის გაზრდა. ამას მკურნალი ექიმი გირჩევთ.
  • რეგულარულად გაიზომეთ სხეულის მასა და ჭიპის დონეზე მუცლის გარშემოწერილობა. ერთი ან ორივე დასახელებული პარამეტრის გაზრდის შემთხვევაში ოპერატიულად გამოავლინეთ სითხის შეკავება ორგანიზმში. რეაგირება მოახდინეთ სუფრის მარილისა და სითხის მიღების შეზღუდვით. მიღებული და გამოყოფილი სითხის ზუსტი კონტროლი წყლის ბალანსის ყოველდღიური კონტროლით მიიღწევა. მიღებული სითხე გულისხმობს წყალს, წვნიან კერძებს, სასმელებს, ხილს და სხვა, გამოყოფილი - შარდს. ღვიძლის ციროზით დაავადებული პაციენტისთვის, რომელსაც აღენიშნება კიდურების უმნიშვნელო შეშუპება და მცირე რაოდენობის სითხე მუცლის ღრუში (ან საერთოდ არ აქვს), სასურველია სითხის ასეთი ბალანსი: უნდა გამოყოფდეს მიღებულზე 200-400 მლ-ით მეტს (ეს დადებითი დიურეზია). თუ პაციენტს გამოხატული აქვს კიდურების მნიშვნელოვანი შეშუპება და ასციტი, რომელიც მუცლის გადიდებას იწვევს, მისთვის დადებითი დიურეზი გულისხმობს 700-1000 მლ სითხის გამოყოფას დღე-ღამეში. ეს ბალანსი მანამდე უნდა შენარჩუნდეს, სანამ არ შესუსტდება შეშუპების სინდრომის გამოვლინებები. დადებითი დიურეზის მიღწევა, ჩვეულებრივ, შარდმდენი პრეპარატებითაა შესაძლებელი. მათი შერჩევა, ისევე როგორც დოზის განსაზღვრა, ექიმის კომპენტენციაა.
  • რეგულარულად ჩაიტარეთ ხელნაწერის ტესტი, რომელიც ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის დონის შესაფასებლად ყველაზე მარტივი და ამავე დროს მგრძნობიარე საშუალებაა. ამისთვის ყოველდღიურად ჩაწერეთ ბლოკნოტში ერთი და იგივე მარტივი ფრაზა. ხელნაწერი უმჯობესია უცხო თვალმა (და არა პაციენტმა) შეაფასოს, ანუ ყოველი მომდევნო ჩანაწერი შეადაროს წინას. ხელნაწერის გაუარესება და მნიშვნელოვანი ცვლილება ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის გაზრდა-გაღრმავების მანიშნებელია, ეს კი, თავის მხრივ, ნიშანია კვების კორექციისა და ლაქტულოზის დოზის გაზრდისთვის. თუ სიტუაცია არ გაუმჯობესდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს!

დიეტის თავისებურებები

ღვიძლის ციროზით დაავადებულთათვის დღიური რაციონის კალორაჟი 2500 კკალორიას შეადგენს. ამასთან, უნდა შეიზღუდოს ცილებით მდიდარი პროდუქტების მიღება. ეს იმიტომ, რომ ციროზიან პაციენტებს დარღვეული აქვთ ცილების მონელება-შეწოვა, რის გამოც მათ ნაწლავებში ინტენსიურად მიმდინარეობს ლპობის პროცესები. შედეგად იზრდება ტვინისა და ღვიძლისთვის მავნე ტოქსიკური ნაერთების (ცილოვანი დაშლის პროდუქტების) შეწოვა, ღრმავდება ღვიძლის უკმარისობა. ამიტომაც პაციენტთა უმრავლესობისთვის ცილების სადღეღამისო დოზა 80-100 გრამია, თანაც უნდა ჭარბობდეს მცენარეული წარმოშობის კომპონენტები. თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, ცილების მიღება დღე-ღამეში 50 გრამამდე იზღუდება. სასარგებლოა “უცილო დღეების” მოწყობა. კალორიები ასეთ დღეებში ადვილად შესათვისებელი ნახშირწყლებით უნდა შეივსოს. უნდა შეიზღუდოს მარილისა და მინერალური წყლების მიღებაც. აკრძალულია საფუარისა და სოდის შემცველი პროდუქტები (მშრალი და კრემიანი ნამცხვრები, პურ-ფუნთუშეული,), ზეთისხილი, შაშხი, მწნილები, მარინადები, თევზისა და ხორცის კონსერვები, პაშტეტები, ძეხვეული, ბეკონი, მაიონეზი, ნებისმიერი სახის ყველი, ნაყინი. უპირატესობა ენიჭება უმარილო საკვებს. საგემოვნო თვისებების გაუმჯობესების მიზნით (რაც ემსახურება მადის აღძვრას) ციროზიანი პაციენტებისთვის მომზადებულ კერძებს უნდა დაემატოს სხვადასხვა სანელებელი, კერძოდ, ლიმონის წვენი, ფორთოხლის ცედრა, ნიორი, ხახვი, მდოგვი, წიწაკა, სალბი, ოხრახუში, დაფნის ფოთოლი, კვლიავი, მიხაკი და სხვა. ღვიძლის ციროზით დაავადებულთათვის ნებადართულია ფრინველისა და კურდღლის ხორცი - 100 გრამამდე დღე-ღამეში, უცხიმო თევზი, ერთი კვერცხი, რომელიც 50 გრამი ხორცის ტოლფასია. რძის მიღება შეზღუდულია - არ აღემატება დღე-ღამეში ერთ ჭიქას. ნებადართულია უცხიმო არაჟანი (ოღონდ არარეგულარულად), მოხარშული ბრინჯი (უმარილო). ნებისმიერი ხილი და ბოსტნეული - უმი, მოხარშული, ჩაშუშული, უცხიმოდ შემწვარი - რაციონის ძირითადი ნაწილი უნდა იყოს.