სიყვითლე - გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიყვითლე - გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები

ეს სისხლში ნაღვლის პიგმენტის, ბილირუბინის მაღალი კონცენტრაციის გამო ხდება. ბილირუბინი ჰემოგლობინის დაშლის პროდუქტია.

ბილირუბინის მეტაბოლიზმის სხვადასხვა სტადიაზე განვითარდების მიხედვით, სიყვითლის 3 ტიპს განარჩევენ:

პრეჰეპატური სიყვითლე - ვითარდება მაშინ, როდესაც ბილირუბინის წარმოქმნა აღემატება ღვიძლის მიერ მისი კონიუგირების უნარს. ამ დროს ადგილი აქვს არაკონიუგირებული (არაპირდაპირი) ბილირუბინის კონცენტრაციის მატებას სისხლში.

ღვიძლშიდა სიყვითლე - მიზეზი ღვიძლის უჯრედების არასრულფასოვანი ფუნქციონირებაა. ამ დროს იმატებს სისხლში როგორც პირდაპირი (კონიუგირებული), ისე არაპირდაპირი (არაკონიუგირებული) ბილირუბინის კონცენტრაცია.

პოსტჰეპატური სიყვითლე - ვითარდება ნაღვლის გამოყოფის მექანიკური დაბრკოლების დროს. მექანიკურ სიყვითლეს ადგილი აქვს ნაღვლკენჭოვანი დაავადების, ნაღვლის სადინარის ან დვრილის სხვადასხვა მიზეზით ობსტრუქციის დროს. მექანიკური სიყვითლის დროს კონიუგირებული (პირდაპირი) ბილირუბინის კონცენტრაცია სისხლში განსაკუთრებით მაღალია.

სიყვითლის განვითარების მიზეზები, სხვადასხვა ტიპის დროს სხვადასხვაა:

პრეჰეპატური სიყვითლის მიზეზებია:

  • ერითროციტების წარმოქმნის დარღვევა;
  • ჰემოლიზური ანემია;
  • ესტროგენები;
  • ჰიპერთირეოზი;
  • მალარია;
  • ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია;
  • თალასემია

ღვიძლშიდა სიყვითლის მიზეზებია:

  • ღვიძლის ვირუსული ინფექციები;
  • თანდაყოლილი ენზიმოპათია;
  • ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანება და ციროზი;
  • ღვიძლის ავტოიმუნური დაავადება;
  • ნაღვლკენჭოვანი დაავადება;
  • ღვიძლშიდა ქოლესტაზი

პოსტჰეპატური სიყვითლის მიზეზებია:

  • პანკრეატიტი;
  • სანაღვლე გზების დახშობა კენჭებით;
  • სანაღვლე გზების ატრეზია

სიმპტომები

სიყვითლე შესაძლოა ერთადერთი სიმპტომი იყოს, რომელიც მიგვანიშნებს ამა თუ იმ პათოლოგიის არსებობაზე. სიყვითლის ხარისხის მატება მდგომარეობის დამძიმების პირდაპირპროპორციულია.

გარდა სიყვითლისა, ხშირად ვლინდება სიმპტომები, რომლებიც კავშირშია სიყვითლის გამომწვევ მიზეზებთან:

  • შემცივნება;
  • მუცლის ტკივილი;
  • მუქი ფერის შარდი;
  • კანის ქავილი;
  • წონის კლება;
  • ძილიანობა;
  • სისხლდენისა და სისხლჩაქცევებისადმი მიდრეკილება;
  • სისხლიანი ღებინება

მოზრდილებში სიყვითლის ყველაზე ხშირი მიზეზია მედიკამენტებზე რეაქცია ან დაავადებები, რომლებიც იწვევს ღვიძლის დაზიანებას.

სიყვითლის მიზეზები მოზრდილებში:

  • ჰემოლიზური ანემი
  • ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანება;
  • გენეტიკური მეტაბოლური დარღვევები;
  • ვირუსული ინფექციები: A ჰეპატიტი, ქრონიკული B და C ჰეპატიტები, ეპშტეინ-ბარის ვირუსი;
  • ავტოიმუნური დაავადებები;
  • ნაღვლის ბუშტის კენჭები;
  • ქოლეცისტიტი;
  • ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დისტროფია

რისკ-ფაქტორებია დიაბეტი და სიმსუქნე.

ზრდასრულებში სიყვითლეს შესაძლოა ახლდეს სხვა გამოვლინებებიც:

  • ცხელება ან შემცივნება;
  • მუცლის ძლიერი ტკივილი;
  • შარდის გამუქება;
  • კანის ქავილი;
  • წონის კლება;
  • სისხლიანი ღებინება;
  • უეცარი ძილიანობა, ან ფსიქო-მოტორული აღგზნება;
  • კანზე ლაქოვანი გამონაყარი

დიაგნოსტიკისთვის ხდება:

  • ბილირუბინის განსაზღვრა;
  • ღვიძლის ფუნქციური სინჯები - ALT,AST,GGT,ALP, ალბუმინი;
  • A,B,C ჰეპატიტების ტესტები;
  • კოაგულაციური ტესტები;
  • თანმხლები დაავადებების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა;
  • მედიკამენტების ტოქსიკური ეფექტების შეფასება;
  • მუცლის ღრუს და ღვიძლის ულტრაბგერითი კვლევა;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

ვირუსული ჰეპატიტიების, ტოქსიკური ან ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისას, ასევე ღვიძლის მოცულობითი პროცესების დროს აუცილებელია ბიოფსიური მასალის შესწავლა.

დიაგნოსტიკური მეთოდია, სანაღვლე გზების ენდოსკოპიური ვიზუალიზაცია.