საკვები პროდუქტები, რომლებიც ღვიძლის დეტოქსს უწყობენ ხელს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკვები პროდუქტები, რომლებიც ღვიძლის დეტოქსს უწყობენ ხელს

მეთოდები თუ როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი და დავეხმაროთ მას გაჯანსაღებაში

ღვიძლის და თირკმელების საუკეთესო გამწმენდი საშუალება წყალია, რაც ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურია. რეკომენდირებულია დღეში 8-10 ჭიქა წყლის დალევა.

რეგულარული ვარჯიში

რეგულარული ვარჯიში ჯანმრთელობის საწინდარია. კალორიების წვა სიმსუქნის, დიაბეტის, მაღალი არტერიული წნევის განვითარებას ამცირებს. ამასთან, ქოლესტერინის დონის მატებისა და ღვიძლის გაცხიმოვნებისაგან გვიცავს.

კვების რაციონი

უპირველესად, კვების რაციონიდან ალკოჰოლი გამორიცხეთ. ის ღვიძლის მუშაობას სერიოზულად აფერხებს. მაქსიმალურად მოერიდეთ ნებისმიერი სახის ალკოჰოლს, დღიური დასაშვები ნორმა არის 30 მლ.

ღვიძლისთვის დაბალანსებული კვება უმნიშვნელოვანესია. აუცილებლად მიირთვით ორგანული პროდუქტები, რომლებიც პესტიციდებს არ შეიცავენ. ღვიძლის უჯრედებს განკურნებასა და რეგენერაციაში ეხმარება შემდეგი პროდუქტები:

  • ნიორი
  • ციტრუსი(ლიმონი, ლაიმი)
  • ჭარხალი
  • კაკალი
  • სტაფილო
  • ვაშლი
  • ავოკადო
  • მწვანე ჩაი
  • კურკუმა

მნიშვნელოვანია კვების რაციონიდან ამოიღოთ ან შეამციროთ მარილი . რაც შეეხება ცხიმს, არჩევანი ჯანსაღ ცხიმებზე გააკეთეთ, რომლის წყაროც ნუში, ქოქოსი, ჩია და სხვ. მცენარეული წარმოშობის პროდუქტებია. ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან კი მიირთვით თევზი და კვერცხი.

ღვიძლში სისხლში შაქრის დონის „მონელებაზე“ არის პასუხისმგებელი, ამიტომ გადაჭარბებული რაოდენობით შაქარი ღვიძლის ფუნქციის შესუსტებას და დარღვევას იწვევს. დღიურად 20-30 გრამი შაქარი არის დაშვებული.

კვებასთან და ვარჯიშთან ერთად მნიშვნელოვანია სტრესის მართვაც. მედიტაცია და იოგა სისხლში კორტიზოლის დონის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ.

გირჩევთ, დაიცვათ ეს მარტივი წესები, რათა დიდხანს შეინარჩუნოთ ჯანმრთელი ღვიძლი, ხოლო დეტოქს პროგრამებს მოერიდოთ. ისინი ხშირად საზიანოა და უამრავი უკუჩვენება ახასიათებთ.