ბად-კიარის სინდრომი, რომლის დროსაც თრომბი ღვიძლის ვენებს ავიწროებს, ან ახშობს
ბად-კიარის სინდრომი ვითარდება მაშინ, როდესაც თრომბი ღვიძლის ვენებს ავიწროებს ან ახშობს და ვენური სისხლი ღვიძლიდან ძნელად გამოედინება.
მისი სიმპტომებია:
- მუცლის ტკივილი;
- სიყვითლე;
- ასციტი;
- ღვიძლის მტკივნეულობა და გადიდება.
ბად-კიარის სინდრომი შეიძლება განვითარდეს:
- მუცლის ტრავმის შემდეგ;
- მიელოპროლიფერაციული სინდრომების დროს;
- სისტემური წითელი მგლურას დროს;
- კუჭქვეშა ჯირკვლის, თირკმელებისა და თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნის დროს;
- ორსულობისას და სხვა.
პაციენტების 25-30%-თან ვერავითარი თანდაყოლილი დაავადების დიაგნოსტირება ვერ ხერხდება.
დაავადების სიმპტომებია:
- ასციტი (დაავადებულთა 90%);
- ტკივილი მუცლის მიდამოში (აწუხებს პაციეტნთა 80%-ს და ლოკალიზდება მარჯვენა ნეკნქვეშა მიდამოში);
- ღვიძლისა და ელენთის გადიდება;
- სიყვითლე;
- ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია;
- სისხლდენა კუჭიდან და საყლაპავის გაფართოებული ვენებიდან.
ბად-კიარის სინდრომის დიაგნოსტირების ძირითად მეთოდად მიიჩნევა ულტრაბგერითი დოპლეროგრაფიული კვლევა. მიუხედავად ამისა, ღვიძლის ვენის კათეტერიზაცია და ანგიოგრაფია დღემდე რჩება დაავადების დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად.
სადღეისოდ მეცნიერები აქტიურად შეისწავლიან მაგნიტურ-რეზონანსულ ანგიოგრაფიას, რომელიც შეიძლება ბად-კიარის სინდრომის დიაგნოსტიკის მეტად სასარგებლო არაინვაზიურ მეთოდად იქცეს.
მკურნალობა მხოლოდ სტაციონარში ტარდება და დაავადების მიმდინარეობაზეა დამოკიდებული.