უსიმპტომო მწვავე C ჰეპატიტის თვითგანკურნების ალბათობა 10%-ია, ამიტომ აუცილებელია ანტივირუსული მკურნალობის ჩატარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უსიმპტომო მწვავე C ჰეპატიტის თვითგანკურნების ალბათობა 10%-ია, ამიტომ აუცილებელია ანტივირუსული მკურნალობის ჩატარება

- მწვავე C ჰეპატიტი ასიდან დაახლოებით 75 შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ ინფექციის ამ სტადიაზე დიაგნოზის დასმა ხშირად ვერ ხერხდება. უსიმპტომო მიმდინარეობა იმას ნიშნავს, რომ ავადმყოფს არავითარი კლინიკური სიმპტომი არ აღენიშნება, ამიტომ არც ექიმს მიმართავს და მწვავე C ჰეპატიტისგან შესაძლოა ისე განიკურნოს, რომ ვერც კი გაიგოს.

ასიდან დაახლოებით 25 შემთხვევაში კი ვითარდება მწვავე C ჰეპატიტის სიმპტომური ფორმა. ამ დროს პაციენტს აღენიშნება სიყვითლე და/ან სხვა სიმპტომები.

ეს სიმპტომებია: სიყვითლე კანსა და სკლერებზე, შარდის გამუქება, განავლის გაბაცება, ინტოქსიკაციის მოვლენები (გულისრევის შეგრძნება, ღებინება, თავის ტკივილი და სხვა), საერთო სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მომატება, დისკომფორტი მუცლის არეში...

ასე რომ, სიმპტომური C ჰეპატიტი მიმდინარეობით (კლინიკურად) სხვა მწვავე ვირუსული ჰეპატიტებისგან არ განსხვავდება. თითოეული ჩამოთვლილი სიმპტომი შესაძლოა სხვადასხვა ინტენსივობით იყოს გამოხატული. სიმპტომური (კლინიკურად გამოვლენილი) მწვავეC ჰეპატიტი ძირითადად მსუბუქად და საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს. მძიმე მიმდინარეობა იშვიათია, ხოლო მწვავეC ჰეპატიტის ფულმინანტური ფორმები პრაქტიკულად არ არსებობს.

მწვავე ფაზის გავლის შემდეგ, თუ ამ ხნის განმავლობაში თვითგანკურნება არ მოხდა, პროცესი იღებს ქრონიკულ ხასიათს (ასეა ასიდან 70-75 შემთხვევაში). ქრონიკულ C ჰეპატიტს ძირითადად უსიმპტომო მიმდინარეობა ახასიათებს და დაავადების შესახებ ავადმყოფი მეტისმეტად გვიან, ზოგჯერ ათეულობით წლის შემდეგ შეიტყობს ხოლმე.

თუ მწვავე C ჰეპატიტის უსიმპტომო ფორმასთან გვაქვს საქმე, თვითგანკურნების ალბათობა იმთავითვე დაბალია, დაახლოებით 10%-მდე, ამიტომ სასურველია, ანტივირუსული მკურნალობა დიაგნოზის დასმისთანავე დაიწყოს.