ის, რაც ყველაზე მეტად აზიანებს ღვიძლს - ფასთ-ფუდი, ალკოჰოლი, მარილი, ნატრიუმის გლუტამატი და ცხიმიანი საკვები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ის, რაც ყველაზე მეტად აზიანებს ღვიძლს - ფასთ-ფუდი, ალკოჰოლი, მარილი, ნატრიუმის გლუტამატი და ცხიმიანი საკვები

ამგვარი საკვები შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმს, მარილსა და შაქარს, რაც ღვიძლს სერიოზულად აზიანებს. მათში ნაჯერი ცხიმების სიჭარბე იწვევს მდგომარეობას, რომელსაც ღვიძლის ინფილტრაციას უწოდებენ. შედეგები ჰეპატიტის ანალოგიურია, დაავადებას საბოლოოდ ღვიძლის უკმარისობამდე მივყავართ.

ალკოჰოლი

ღვიძლზე ალკოჰოლის ნეგატიური გავლენა ეჭვს აღარ ბადებს. ალკოჰოლის დაშლის პროდუქტები, რომლებიც ფორმირდება მისი დაჟანგვის პროცესში, ღვიძლის უჯრედებზე მომაკვდინებლად მოქმედებს. თუ ადამიანი ამგვარ სასმელებს რეგულარულად სვამს, პათოლოგიური ცვლილებები სწრაფად პროგრესირებს და საბოლოოდ საქმე ღვიძლის გაცხიმოვნებამდე მიდის. ამ პროცესს ცხიმოვან დისტროფიას უწოდებენ - ღვიძლის გაცხიმოვნებულ უჯრედებს აღარ შესწევთ თავიანთი ფუნქციის შესრულების უნარი. პროცესი ღვიძლის ციროზით სრულდება.

მარილი

ყველამ იცის, რომ ჭარბ მარილს შეუძლია არტერიული წნევის მომატება გამოიწვიოს, მაგრამ ბევრისთვის უცნობია, რომ მარილი ასევე აზიანებს ღვიძლს და იწვევს მის გაცხიმოვნებას.

ნატრიუმის გლუტამატი

ეს გემოვნების ცნობილი გამაძლიერებელი E621-ია, რომელსაც პრაქტიკულად ყველა სუპერმარკეტული პროდუქტი შეიცავს. მას, გამოკვლევათა თანახმად, შეუძლია თავის ტკივილის გამოწვევა, ნაწლავების გაღიზიანება და ასთმური შეტევის პროვოცირებაც კი. იგი ასევე ტოქსიკურად მოქმედებს ღვიძლის ქსოვილზე, მის უჯრედებზე. მას ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ნახევარფაბრიკატული კატლეტი, პელმენი, სოსისი, ძეხვი. ასევე ამატებენ სოუსებში, საკონდიტრო ნაწარმში, კანფეტებში, ტორტებსა და ნამცხვრებში.

ცხიმიანი საკვები

ლორს, ცხიმიან ხორცს, შემწვარ პროდუქტებს ორგანიზმი ნაღვლის დახმარებით ამუშავებს. თუ მათ ხშირად მიირთმევთ, მათ გადამუშავებას ნაღველი აღარ ეყოფა და შეიქმნება ნაღვლის ბუშტის დაზიანების პირობები, შედეგად კი ქოლეცისტიტი, ღვიძლის დაავადებები იჩენს თავს. ამ ტიპის პროდუქტები ვნებს არა მხოლოდ ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტს, არამედ მთელ საჭმლის მონელების პროცესს და თირკმელებსაც კი, ამიტომ შესაძლოა ისეთი დაავადებებიც გამოიწვიოს, როგორიცაა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, მეტაბოლური სინდრომი, ჰეპატოზი, ფუნქციური დისპეფსია და სხვა.