რატომ და როგორ ვითარდება იშემიური ჰეპატიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ და როგორ ვითარდება იშემიური ჰეპატიტი

იშემიური ჰეპატიტის დროს ღვიძლის უჯრედები ზიანდება ან იღუპება, რადგან ღვიძლი არ იღებს საკმარისი რაოდენობით სისხლს ან ჟანგბადს.

იშემიური ჰეპატიტი განსხვავდება ჰეპატიტის სხვა ფორმებისაგან. ჩვეულებრივ, ჰეპატიტი გულისხმობს ღვიძლის ანთებას, რომელსაც უამრავი მიზეზი აქვს, ყველაზე ხშირი მიზეზი კი ჰეპატიტის ვირუსია (როგორც A ან B-ჰეპატიტის დროს).

იშემიური ჰეპატიტის დროს ღვიძლის ანთება არ ვითარდება. ამ დროს ღვიძლის უჯრედები კვდება (ვითარდება ნეკროზი). მას ჰეპატიტს იმიტომ უწოდებენ, რომ, ვირუსული და სხვა ტიპის ჰეპატიტების მსგავსად, ღვიძლის ფერმენტები (ამინოტრანსფერაზები) ღვიძლის დაზიანებული უჯრედებიდან სისხლში ხვდება.

იმისათვის, რომ იშემიური ჰეპატიტი განვითარდეს, ღვიძლი ადეკვატურად არ უნდა მარაგდებოდეს ან სისხლით, ან ჟანგბადით, ან ორივეთი. ღვიძლის არაადეკვატურ მომარაგებას ყველაზე ხშირად განაპირობებს სისხლის დინების დაქვეითება მთელ სხეულში. მიზეზი შეიძლება იყოს შემდეგი:

გულის უკმარისობა;

სუნთქვის უკმარისობა;

შოკი;

მასიური სისხლდენა;

მწვავე დეჰიდრატაცია.

მძიმე ინფექციამ, რომელიც მთელ სხეულს ან მის უმეტეს ნაწილს მოიცავს (მაგალითად, სეფსისი), შესაძლოა გაზარდოს ღვიძლის მოთხოვნილება ჟანგბადზე და ამით ხელი შეუწყოს იშემიური ჰეპატიტის განვითარებას.

სიმპტომებს მიეკუთვნება გულისრევა და ღებინება. ღვიძლი შესაძლოა გადიდდეს და მტკივნეული გახდეს.

ექიმებს იშემიურ ჰეპატიტზე ეჭვი მიაქვთ, როდესაც ღვიძლის ბიოქიმიური და სისხლის შედედების ანალიზების შედეგები ნორმიდან არის გადახრილი, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომელთაც ისეთი მდგომარეობები აქვთ, რომლებიც ღვიძლის იშემიურ დაზიანებას უწყობს ხელს. ღვიძლის არტერიის დახშობის დადგენა შესაძლებელია ულტრასონოგრაფიით (ექოსკოპიით), მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფიით ან რენტგენით, რომელიც გადაღებულია რენტგენის სხივების გაუმტარი საღებავის (რომელიც ჩანს რენტგენოგრამაზე) არტერიაში შეყვანის შემდეგ (არტერიოგრაფია).

მკურნალობა

ექიმები ძალისხმევას იმ დაავადების სამკურნალოდ მიმართავენ, რომელიც ღვიძლისაკენ სისხლის ნაკადის შემცირებას იწვევს. სისხლის დინების აღდგენის შემთხვევაში, იშემიური ჰეპატიტი, ჩვეულებრივ, ქრება. თუ ადამიანს უკვე ჰქონდა ღვიძლის მძიმე დანაწიბურება (ციროზი), შესაძლებელია ღვიძლის უკმარისობა განვითარდეს.