ღვიძლის გადანერგვა Acıbadem-ში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ღვიძლის გადანერგვა Acıbadem-ში

2012 წლიდან, აქ, 1000-ზე მეტი ასეთი ოპერაცია ჩატარდა. მათ შორისაა, რთული შემთხვევებიც, კომპლექსური ოპერაციები ერთი წლიდან ბავშვებში ღვიძლის გადანერგვის ჩათვლით.

გამოცდილ სამედიცინო პერსონალთა ჯგუფისა და თანამედროვე აღჭურვილობის წყალობით, Acıbadem-ის დახმარების ცენტრს, ექსპერტული მოსაზრების მისაღებად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მიმართავენ.

mkurnali.ge

ღვიძლის გადანერგვა - სასიცოცხლო მნიშვნელობის ოპერაცია

ღვიძლი, სასიცოცხლო ორგანოა, რომელიც ასრულებს ორგანიზმის 500-ზე მეტ ფუნქციას. გადანერგვა არის საუკეთესო და ხშირად სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილება, ღვიძლის მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებისთვის.

Aცıბადემ-ში, ღვიძლის გადანერგვა ტარდება ორთოტოპიული გადანერგვის მეთოდით, რომელიც "ოქროს სტანდარტია" მთელ მსოფლიოში. ოპერაცია მოითხოვს მაღალი კლასის გამოცდილებას და კომპეტენტურ დახმარებას მთელი პროცესის განმავლობაში - პრეოპერაციის შეფასებით დაწყებული პოსტოპერაციის შემდგომი მეთვალყურეობით დამთავრებული. მულტიდისციპლინარულ სამედიცინო გუნდში შედიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები - ქირურგიიდან, გასტროენტეროლოგიიდან, რენტგენოლოგიიდან და ინტენსიური თერაპიიდან.

mkurnali.ge

ცოცხალი დონორისგან ღვიძლის გადანერგვა

გადანერგვის მოლოდინში მყოფი პაციენტებისა და გარდაცვლილი დონორების ორგანოების რაოდენობას შორის უზარმაზარი განსხვავებაა. ღვიძლი, ერთადერთი ორგანოა ადამიანის სხეულში, რომელსაც შეუძლია რეგენერაცია და ფუნქციონირების გაგრძელება, თუნდაც 70%-ის მოცილების შემთხვევაში. ეს საშუალებას იძლევა ჩატარდეს ღვიძლის გადანერგვა ცოცხალი დონორებისგან, რაც ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის სიცოცხლის შანსი ხდება. ცოცხალი დონორიდან ორგანოს არჩევის შესაძლებლობითა და რთული ოპერაციის უკეთ დაგეგმვის წყალობით კი იზრდება წარმატების ალბათობა.

Aცıბადემ- ის ღვიძლის გადანერგვის ცენტრში, რომელიც ამ სფეროში მსოფლიო ლიდერთა რიცხვში შედის, ამგვარი ოპერაციების თითქმის 80% ხორციელდება ცოცხალი დონორებისგან, უფრო მეტიც, რეციპიენტთა ასაკი 4 თვიდან 71 წლამდეა.

ღვიძლის ჯვარედინი დონაცია

შეწყვილებული დონაცია (ჯვარედინი გადანერგვა), კიდევ ერთი მოწინავე ვარიანტია მათთვის, ვისაც ჰყავს ახლო ნათესავი, რომელსაც სურს გახდეს დონორი, მაგრამ ამასთანავე, მათი სისხლის ჯგუფები შეუთავსებელია.

ეს, საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურაა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში გართულებების მაღალ რისკთანაა დაკავშირებული. ალტერნატივა - ღვიძლის წყვილი გაცვლა, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ერთმანეთთან შეუთავსებელ რამდენიმე წყვილს. ღვიძლის ასეთი რთული ჯვარედინი გადანერგვა ტარდება მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე კლინიკაში, რომელთა რიგებშიც შედის Acıbadem-ი.

ღვიძლის გადანერგვის რთული შემთხვევები ბავშვებში

ბავშვებში ღვიძლის გადანერგვისთვის აუცილებელია დიდი გამოცდილება ქონა, მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენება და ბავშვის ანატომიური და ფიზიოლოგიური მახასიათებლების გაითვალისწინება.

ახალშობილთა და ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებების წყალობით, Aცıბადემ-ის სპეციალისტები რეგულარულად ატარებენ ასეთ რთულ ოპერაციებს და მათ შორის იმ პაციენტებისთვის, რომელთაც სხვა კლინიკებში უარი ეთქვათ ოპერაციაზე, როგორც: "უვარგისია ღვიძლის გადანერგვისთვის".

mkurnali.ge

1000 გადანერგილი ღვიძლი 9 წლის განმავლობაში

Aცıბადემ–ში მუშაობენ გამოცდილი და საერთაშორისო დონეზე აღიარებული ექსპერტები ღვიძლის გადანერგვის საკითხებში. სამედიცინო გუნდის მულტიდისციპლინარული მიდგომა, მხარდაჭერილი უახლესი ტექნოლოგიებით, წარმატებული შედეგების ძირითად ფაქტორის წარმოადგენს, რომლითაც შეიძლება ამაყობდეს Aცıბადემ-ის ღვიძლის გადანერგვის ცენტრი: 1000 გადანერგილი ღვიძლი 9 წლის განმავლობაში, ხოლო გადანერგვის და რეციპიენტის გადარჩენის მაჩვენებელი უფრო მაღალია ვიდრე მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი.

ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500

ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ.156, ტელ: 0422 223000

ჯანმრთელობას გისურვებთ!