ვის ემართება ღვიძლის დაწევა და რა ნიშნები ახასიათებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვის ემართება ღვიძლის დაწევა და რა ნიშნები ახასიათებს

თუმცა უმთავრესად ემუქრებათ ქალებსა და ბავშვებს, მამაკაცებთან ჰეპატოპტოზი შედარებით იშვიათია.

ღვიძლის მნიშვნელოვანი გადაადგილებისა და ცდომისას მისი წილები დეფორმირდება, რის გამოც აღმოცენდება სიმძიმის შეგრძნება მუცელში და ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ, რომელიც ბეჭებსა და ხერხემალში გადაეცემა.

ღვიძლის მნიშვნელოვანი დაწევისას შეინიშნება პორტული სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ნაღვლის თავისუფალი მოხვედრა ნაწლავებში.

ჰეპატოპტოზს, წესისამებრ, თან ახლავს ნაღვლის ბუშტისა და კოლინჯის მარჯვენა ნაოჭის დაწევაც.

ქალებთან ჰეპატოპტოზი ვითარდება:

  • მკვეთრი გახდომის შემდეგ;

  • მშობიარობის შემდგომ პერიოდში მძიმე ფიზიკური დატვირთვის შედეგად;

  • ღვიძლის იოგოვანი აპარატის განვითარების გენეტიკური დარღვევის ფონზე.

დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ანამნეზის შეკრება, გასინჯვა, პალპაცია, რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი, კომპიუტერული გამოკვლევა.

მკურნალობა უმთავრესად კონსერვატიულია და მოიცავს წყლის პროცედურებს, ზოგადგამაჯანსაღებელ ვარჯიშებს, დიეტას, ბანდაჟის გამოყენებას.

ძლიერი ჰეპატოპტოზის შემთხვევაში შესაძლოა დაინიშნოს ოპერაცია, თუმცა ეს მეთოდი ყოველთვის არ ამართლებს.

პროფილაქტიკისთვის საჭიროა კვების გრაფიკის შედგენა სხეულის სტაბილური მასის შესანარჩუნებლად, პერიოდულად - სამკურნალო ფიზკულტურა, ორსულებისთვის - სპეციალური ბანდაჟის ტარება.