სიყვითლე, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი და გენერალიზებული ქავილი - ქოლესტაზის დამახასიათებელი სიმპტომები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიყვითლე, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი და გენერალიზებული ქავილი - ქოლესტაზის დამახასიათებელი სიმპტომები

ქოლესტაზის დროს ნაღვლის (ღვიძლის მიერ წარმოქმნილი საჭმლის მომნელებელი სითხე) დინება ღვიძლის უჯრედებსა და თორმეტგოჯას (წვრილი ნაწლავის პირველი სეგმენტი) შორის ამა თუ იმ ხარისხით შეფერხებულია.

თუ ნაღვლის დინება შეწყდა, პიგმენტი ბილირუბინი (ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება სისხლის ძველი ან დაზიანებული წითელი უჯრედების დაშლის შედეგად) გადადის და გროვდება სისხლში.

სიყვითლე, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი და გენერალიზებული ქავილი ქოლესტაზის დამახასიათებელი სიმპტომებია.

სიყვითლე გამოწვეულია ბილირუბინის ჭარბი ჩალაგებით კანში, შარდის გამუქების მიზეზია თირკმლების მიერ ბილირუბინის ჭარბი რაოდენობით გამოყოფა. ნაღვლის პროდუქტების კანში ჩალაგებამ შეიძლება გამოიწვიოს ქავილი, შემდგომში ნაკაწრებითა და კანის დაზიანებით. განავალი ღია ფერისაა, რადგან ბილირუბინი ნაწლავში აღარ გადადის.

განავალი შესაძლოა შეიცავდეს დიდი რაოდენობით ცხიმს, რადგან ცხიმიანი საკვების მონელებისთვის საჭირო ნაღველი ნაწლავში ვეღარ ჩაედინება.

ცხიმიან განავალს შეიძლება ცუდი სუნი ჰქონდეს.

ნაწლავში ნაღვლის ნაკლებობა კალციუმისა და D ვიტამინის შეწოვის დაქვეითებას იწვევს. თუ ქოლესტაზი გახანგრძლივდა, ამ ნივთიერებების ნაკლებობა ძვლის ქსოვილის განლევას იწვევს. სისხლის შედედებისათვის საჭირო K ვიტამინის შეწოვის დაქვეითება სისხლდენადობისკენ მიდრეკილებას განაპირობებს.

ქოლესტაზით გამოწვეული გახანგრძლივებული სიყვითლე კანს ჭუჭყისფერს ხდის, კანში ყვითელი ფერის დანალექი კერები აღინიშნება. სხვა სიმპტომების არსებობა, როგორიცაა მუცლის ტკივილი, უმადობა, ღებინება ან ცხელება, დამოკიდებულია ქოლესტაზის გამომწვევ მიზეზზე.