როგორ ხდება ცხიმიანი ღვიძლის დიაგნოსტირება და მკურნალობის რა მეთოდები არსებობს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ხდება ცხიმიანი ღვიძლის დიაგნოსტირება და მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ცხიმოვანი ჰეპატოზი, ღვიძლის სტეატოზი - ყველა ეს ტერმინი ერთსა და იმავე პათოლოგიურ მდგომარეობას ასახავს, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედების შედეგად განვითარდეს.

როგორ ავლენენ ცხიმიან ღვიძლს?

ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიისა და მისი გართულებების დიაგნოსტიკა კომპლექსურია. გამოცდილი ექიმი ყოველთვის გულდასმით კრებს ანამნეზს, ყურადღებას ამახვილებს ალკოჰოლის მიღების სიხშირეზე, დოზებსა და რეგულარულობაზე, აგრეთვე - თანმხლებ დაავადებებზე. შემდეგ ავადმყოფი ისინჯება, განისაზღვრება ღვიძლისა და ელენთის ზომები. მხოლოდ ამის შემდეგ დგება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევის ეტაპი.

კვლევის ულტრაბგერითი მეთოდი საშუალებას იძლევა, გამოვლინდეს ღვიძლში ცხიმოვანი ჩანართების ირიბი ნიშნები, ზუსტად განისაზღვროს მისი ზომები და ზოგჯერ ციროზისთვის დამახასიათებელი ცვლილებებიც კი იქნეს აღმოჩენილი. სისხლის ბიოქიმიური ანალიზი გვაწვდის ძვირფას დიაგნოსტიკურ ინფორმაციას ანთების არსებობასა და ხასიათზე, ნაღვლის ცვლის დარღვევასა და ღვიძლის ფუნქციურ რეზერვზე. აუცილებლად უნდა ჩატარდეს ჰეპატიტის ვირუსების გამოსავლენი ანალიზი. ეს იმიტომ, რომ ვირუსული ჰეპატიტი ღვიძლის დაზიანების ყველაზე ხშირი მიზეზია მთელ მსოფლიოში.

გარდა ამისა, ვურუსული ჩ ჰეპატიტი არღვევს ღვიძლში ცხიმის ცვლის პროცესს. დამატებითი გამოკვლევა, რაც ითვალისწინებს იმუნოლოგიური პარამეტრების განსაზღვრას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ღვიძლის ბიოფსიას, განსაკუთრებულ ჩვენებათა არსებობისას ინიშნება.

როგორ მკურნალობენ?

უპირველესად, უნდა გამოირიცხოს ან მაქსიმალურად შემცირდეს იმ ფაქტორების ზემოქმედება, რომლებმაც ღვიძლში ცხიმის ჩალაგება გამოიწვია. ეს პრაქტიკულად ყოველთვის შესაძლებელია, როდესაც მიზეზია ალკოჰოლი, მაგრამ არა მასზე ჩამოყალიბებული დამოკიდებულება - ამ შემთხვევაში ნარკოლოგის დახმარებაა საჭირო. შაქრიანი დიაბეტითა და ჰიპერლიპიდემიით დაავადებული პაციენტებისთვის საჭიროა ენდოკრინოლოგისა და კარდიოლოგის დაკვირვება. ყველა პაციენტმა უნდა დაიცვას დიეტა ცხიმების დაბალი შემცველობით. მნიშვნელოვანია ყოველდღიური ფიზიკური აქტივობაც. როდესაც ეს ღონისძიებები არ კმარა, საჭიროა, მკურნალობაში ჩაერთოს პრეპარატები, რომლებიც მოაწესრიგებს ღვიძლში ცხიმის ცვლას.