ღვიძლის პარაზიტული დაავადება - ექინოკოკოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ღვიძლის პარაზიტული დაავადება - ექინოკოკოზი

დაავადება ადამიანს ცხოველისგან გადაედება, ამიტომ ცხოველებთან ურთიერთობას, სხვა საშიშროებასთან ერთად, ექინოკოკოზით დაავადების საფრთხეც ახლავს თან. ხორცის მჭამელი შინაური ცხოველების ჰელმინთოზები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან შესაძლოა, ადამიანი დაასნებოვნოს. განასხვავებენ ექინოკოკის ორ ფორმას - კისტურს და ალვეოლურს. უფრო ხშირად გვხვდება ცისტური ფორმა.

ზრდასრული ექინოკოკი ბინადრობს შინაური და მტაცებელი ცხოველების (ძაღლის, მგლის, ტურას, მელიის, აფთრის) ნაწლავებში, რომლებიც ექინოკოკის კვერცხებს ფეკალურ მასებთან ერთად გამოყოფენ და გარემოს აბინძურებენ.

ადამიანისთვის დაავადების ძირითადი წყარო ძაღლია. ექინოკოკის კვერცხი დიდხანს ძლებს ძაღლის ბეწვზე, საოჯახო ნივთებზე, წყალში, საკვებში, ხილზე, მწვანილზე, ბალახზე, ნიადაგში, ბალახთან ერთად ხვდება შუალედური მასპინძლის (ცხვარი, მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, ღორი) კუჭ-ნაწლავში და ექინოკოკოზით აავადებს. დაბინძურებული საკვების (ბოსტნეული, მწვანილი, კენკრა), წყლისა და დაბინძურებული ხელების საშუალებით ექინოკოკის კვერცხები ხვდება ადამიანის საჭმლის მომნელებელ ტრაქტშიც.

ადამიანისა და ცხოველის კუჭ-ნაწლავში მოხვედრილი კვერცხების გარსი ირღვევა და იქიდან ლარვები გამოდიან. ლარვების უმეტესობა იქვე იღუპება. გადარჩენილები იჭრებიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კედლებში და სისხლის ნაკადის მეშვეობით ღვიძლს ან ფილტვებს, უფრო იშვიათად კი სხვა ორგანოებსა და ქსოვილებს: თავის ტვინს, ელენთას, თირკმელებს, კუნთებს, ძვლებს - აღწევენ, სადაც ვითარდება პარაზიტის კისტური (ბუშტუკოვანი) სტადია. კისტა შეიცავს სითხეს და ათასობით შვილეულ ბუშტუკს, რომლებშიც, თავის მხრივ, მოთავსებულია ჩანასახოვანი სკოლექსი.

ექინოკოკური ბუშტუკების კედელი სამშრიანია. თუ ძაღლმა ან რომელიმე მტაცებელმა ექინოკოკით დაავადებული ცხოველის ორგანო შეჭამა, მის კუჭში მოხვედრილი შვილეული ბუშტუკიდან წარმოიქმნება პარაზიტის თავისუფალი, მოძრავი ფორმა. ეს პათოლოგია, სამწუხაროდ, საქართველოშიც არის გავრცელებული. კისტური ექინოკოკოზი შემთხვევათა ნახევარში მიმდინარეობს ღვიძლის დაზიანებით, ამასთან, კისტა ხშირად ლოკალიზებულია მარჯვენა წილში. იშვიათად კისტა რამდენიმეა. ორგანიზმზე ექინოკოკის მავნე ზემოქმედება განპირობებულია ექინოკოკის კისტის ღვიძლსა და მეზობელ ორგანოებზე მექანიკური ზეწოლით, ასევე - პარაზიტის ტოქსიკური და მასენსიბილიზებელი მოქმედებით.

როგორ ვლინდება

კისტის ნელი ზრდის გამო დაავადების ნიშნებმა შესაძლოა კარგა ხანს არც კი იჩინოს თავი. გავრცელებული და ადრეული სიმპტომია ყრუ ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშა და ეპიგასტრიუმის არეში. სიყვითლე ვლინდება კისტის მსხვილ ნაღვლის სადინარებზე ზეწოლისას. იშვიათად კარის ვენაზე ზეწოლა ასციტს იწვევს.

კლინიკური სურათი მძიმდება გართულების: დაჩირქებისა და კისტის გახეთქვის - დროს. დაჩირქებული ექინოკოკი იწვევს ცხელებას, ღვიძლის არეში ტკივილს, სისხლის ცვლილებებს - ნეიტროფილურ ლეიკოციტოზს, ანეოზოფილიას, ნეიტროფილების ტოქსიკურ მარცვლოვანებას, ედსის მომატებას. კისტის სანაღვლე გზებში გახსნისას მოსალოდნელია ქავილი, ჭინჭრის ციება, ზოგჯერ - ანაფილაქსიური შოკი. მუცლის ღრუში დაჩირქებული ექინოკოკის ბუშტის გახეთქვისას ვითარდება პერიტონიტი. ღვიძლის ექინონოკოკოზი შეიძლება ვიეჭვოთ მკვრივი სიმსივნის, ჰეპატომეგალიის, ჰიპერეოზინოფილიის არსებობისას. მნიშვნელოვანია რენტგენოლოგიური კვლევა.

ზოგჯერ დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს რადიოიზოტოპური სკანირება და ლაპაროსკოპია. ძალზე ფასეულია იმუნოლოგიური სინჯები: ჰემაგლუტინაციის სეროლოგიური რეაქცია და კაცონის რეაქცია.

მკურნალობა ოპერაციულია. მეტად მნიშვნელოვანია დაავადების პროფილაქტიკა, რომელიც განსაკუთრებით გულდასმით ტარდება ექინოკოკოზის კერებში. უნდა გამოვრიცხოთ ბავშვების კონტაქტი დაავადებულ ცხოველებთან, კარგად გავრეცხოთ ხილი და ბოსტნეული, ხშირ-ხშირად დავიბანოთ ხელები.