ვირუსული ჰეპატიტი, ანუ ღვიძლის ანთებითი დაავადება - ვირუსები, რომლებიც ჰეპატიტს იწვევს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვირუსული ჰეპატიტი, ანუ ღვიძლის ანთებითი დაავადება - ვირუსები, რომლებიც ჰეპატიტს იწვევს

A ჰეპატიტი

A ჰეპატიტი გადაედება წყლისა და საკვების მეშვეობით, რომელიც დაავადებული და ვირუსგამომყოფი პაციენტის განავლით არის დაბინძურებული. ეს ვირუსული ჰეპატიტის ყველაზე მსუბუქი ფორმაა, რადგან უმეტესად თავისთავად იკურნება და არ იწვევს ღვიძლის ქრონიკულ ანთებას - ქრონიკულ ჰეპატიტს.

მართალია, ხშირად A ჰეპატიტი ყოველგვარი სიმპტომის გარეშე, შეუმჩნევლად, ატიპურად მიმდინარეობს, მაგრამ პაციენტთა 15%-ს მაინც სჭირდება სტაციონარული მკურნალობა. არის შემთხვევები, როცა დაავადება ღვიძლის მწვავე უკმარისობით რთულდება, რაც შესაძლოა სიკვდილის მიზეზად იქცეს, ამიტომ A ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირების მაღალი რისკისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს უტარდებათ ამ დაავადების პროფილაქტიკური აცრა.

A ჰეპატიტით დაავადების მაღალი რისკი აქვთ:

  • განვითარებად ქვეყნებში მოგზაურებს;
  • ჰომოსექსუალებს;
  • ინტრავენურ ნარკომანებს;
  • ბავშვთა სახლების, საბავშვო ბაღების თანამშრომლებსა და აღსაზრდელებს;
  • კანალიზაციის არხებზე მომუშავეებს;
  • ნებისმიერ პირს, ვინც არ იცავს ჰიგიენის ელემენტარულ წესებს (არ იბანს ხელებს საპნით).

B ჰეპატიტი

B ჰეპატიტი გადაეცემა დაუცველი სქესობრივი კონტაქტით, სისხლის გადასხმით, დაავადებულის სისხლით დაბინძურებული ნემსის მეშვეობით (ინტრავენური ნარკომანიისას). აღსანიშნავია, რომ ეს ვირუსი სქესობრივი კავშირის დროს 100-ჯერ უფრო ადვილად ვრცელდება, ვიდრე შიდსი. ვირუსი შეიძლება გადაედოს დედისგან შვილს მშობიარობის დროს. რისკი ემუქრებათ ჰემოდიალიზზე მყოფ პირებს (თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დროს). დაავადებულთა დიდი ნაწილი გამოჯანმრთელდება, თუმცა მათი ნაწილი ვირუსმატარებელი ხდება.

ვირუსმატარებელმა დაავადება შეიძლება მაშინაც კი გადასდოს სხვას, როცა თავად სიმპტომები არ აქვს. მცირე ნაწილს უვითარდება ქრონიკული B ჰეპატიტი. მატარებლების მსგავსად, ისინიც ვირუსის გავრცელების წყაროს წარმოადგენენ. ამჟამად არსებული მონაცემების თანახმად, მთელ მსოფლიოში - 350 მილიონი, ხოლო აშშ-ში 800 ათასიდან 1,4 მილიონამდე ადამიანია ვირუსის ქრონიკული მატარებელი. ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით 786 000 ადამიანი კვდება B ჰეპატიტით და ჰეპატიტის ეს ფორმა ღვიძლის ციროზისა და კიბოს ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მიზეზია.

საბედნიეროდ, არსებობს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც დაავადებისგან გვიცავს.

C ჰეპატიტი

C ჰეპატიტით დასნებოვნების მიზეზი უმეტესად ინფიცირებულის სისხლით დაბინძურებული ნემსების, მათ შორის - ტატუირების ნემსების, გამოყენებაა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ქრონიკულად ინფიცირებულია 3,2 მილიონი კაცი. მიუხედავად იმისა, რომ C ჰეპატიტი მინიმალური სიმპტომებით ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს, პაციენტთა 5-20%-ს 20-30 წლის განმავლობაში ღვიძლის ციროზი უვითარდება.

გარდა ზემოთ აღწერილი გზისა, დაავადება შეიძლება გადაედოს სისხლის გადასხმით, თუმცა დღეს ამის ალბათობა ძალზე მცირეა. B ჰეპატიტისგან განსხვავებით, ც ჰეპატიტი სქესობრივი კონტაქტით უფრო იშვიათად გადაედება.

D ჰეპატიტი

D ჰეპატიტის ეს ფორმა მხოლოდ B ვირუსით ინფიცირებულთა შორის გვხვდება. D ჰეპატიტის თანდართვისას დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს. გადაცემის გზები B და C ჰეპატიტების ანალოგიურია.

E ჰეპატიტი

E ჰეპატიტი უმეტესად აზიაში, მექსიკაში, ინდოეთსა და აფრიკაში გვხვდება. სხვაგან ის უმთავრესად ამ ქვეყნებიდან დაბრუნებულთა შორის აღირიცხება.

ეს დაავადება, ისევე როგორც A ჰეპატიტი, ინფიცირებულის განავლით დაბინძურებული წყლისა და საკვების მეშვეობით ვრცელდება. ქრონიკულ ჰეპატიტს E ვირუსი არ იწვევს, თუმცა უფრო ძლიერ დამაზიანებლად მიიჩნევა, ვიდრე A, ორსულებთან E ჰეპატიტმა შესაძლოა მძიმე დაავადება და სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

სხვა ვირუსები

იშვიათად ჰეპატიტს სხვა ვირუსებიც იწვევს: ადენოვირუსი, ციტომეგალოვირუსი, ეპშტეინ-ბარის ვირუსი (ინფექციური მონონუკლეოზის გამომწვევი), ძალზე იშვიათად - მარტივი ჰერპესის ვირუსი და ეგრეთ წოდებული შEN ვირუსი. თუმცა არ არის ამ ვირუსებით გამოწვეული ავადმყოფობის უმთავრესი და აუცილებელი ნიშანი. კლინიკურად საყურადღებოა სხვა სიმპტომები, ჰეპატიტი კი მხოლოდ ზოგ შემთხვევაში ვითარდება.

წაიკითხეთ სრულად