რა დროს ღებულობს თვალის თეთრი ნაწილი მოყვითალო ფერს და რომელი ორგანოს დაზიანებაზე მიუთითებს ეს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა დროს ღებულობს თვალის თეთრი ნაწილი მოყვითალო ფერს და რომელი ორგანოს დაზიანებაზე მიუთითებს ეს?

სიყვითლის შესაძლო მიზეზი ღვიძლის დაზიანება ან სანაღვლე სადინარის დახშობაა.

სისხლში ბილირუბინის მაღალი დონე შეიძლება განაპირობოს როგორც ღვიძლისმიერმა, ასევე ღვიძლისგან დამოუკიდებელმა გარემოებებმა.

ღვიძლის ანთება ან დანაწიბურება აქვეითებს ღვიძლის მიერ ბილირუბინის ნაღველში გამოყოფის უნარს. სხვა შემთხვევაში, შეიძლება დაიხშოს სანაღვლე სადინარები (მაგალითად, ნაღვლის კენჭით ან სიმსივნით), რომლებსაც ნაღველი ღვიძლიდან ნაწლავში გადააქვს.

შედარებით იშვიათად, წითელი უჯრედების გაძლიერებული დაშლის შედეგად გამოწვეულმა ბილირუბინის სიჭარბემ შეიძლება დატვირთოს ღვიძლი იმაზე მეტი ბილირუბინით, რისი გადამუშავებაც მას შეუძლია. ბილირუბინის სიჭარბით განპირობებული სიყვითლე ხშირია ახალშობილებში.

როგორ ამოვიცნოთ სიყვითლე?

მისი სიმპტომებია:

• კანი და თვალის თეთრი ნაწილი ყვითლად არის შეფერილი

• შარდი ხშირად მუქია, რადგან ბილირუბინის ჭარბი რაოდენობა თირკმლებით გამოიყოფა

• პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ქავილი, ღია ფერის განავალი

დიაგნოზი და მკურნალობა

სიყვითლის მიზეზის დასადგენად გამოიყენება ლაბორატორიული ანალიზები და კვლევის გამოსახულებითი მეთოდები.

ღვიძლის დაავადების, მაგალითად, მწვავე ვირუსული ჰეპატიტის არსებობისას, ღვიძლის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, სიყვითლეც თანდათანობით ქრება.

ნაღვლის სადინარის დახშობის შემთხვევაში გადაუდებლად არის საჭირო ოპერაცია ან ქირურგიული ენდოსკოპია (გამოიყენება დრეკადი, დასათვალიერებელი მილი, რომელთანაც დაკავშირებულია ქირურგიული ხელსაწყოები) დახშული სადინარის ფუნქციის აღსადგენად.

სიყვითლით გამოწვეული ქავილის მკურნალობა შეიძლება დასალევად მიღებული ქოლესტირამინით.

ჩვეულებრივ, ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესებასთან ერთად ქავილი თანდათანობით ქრება.