ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებები

დედამიწის მოსახლეობის 30%-ს აღენიშნება ღვიძლის ესა თუ ის მოშლილობა.

ღვიძლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც ორგანიზმის ყველა სისტემის ფუნქციობის შენარჩუნებისაკენ მიმართულ რამდენიმე ფუნქციას ასრულებს. ღვიძლი ნამდვილი ფილტრია, რომელიც ბუნებამ მოგვცა როგორც ტოქსინების, შხამ-ქიმიკატებისა და სხვა მავნე ნივთიერებისგან დასაცავი პირველი ეტაპი. ამ ორგანოს მავნე ნივთიერებების გადამუშავების, განეიტრალებისა და ორგანიზმიდან მათი გამოდევნის უნიკალური უნარი აქვს.

ღვიძლისა და ნაღველგამომტანი გზების დაავადებებს რამდენიმე საერთო სიმპტომი ახასიათებს. ერთ-ერთის გამოვლენაც კი ექიმთან მისვლის სერიოზული საბაბია.

1. ასთენიური სინდრომი. სხვადასხვა სიმპტომთა მთელი კომპლექსია, რაც მრავალ დაავადებას ახასიათებს. ის მოიცავს მომატებულ აღგზნებადობას, მადის დაკარგვას, შრომის უნარის დაქვეითებას, ძილიანობას დღის საათებში და უძილობას ღამე, დეპრესიულ მდგომარეობას.

2. საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლილობა. დიარეა, ყაბზობა, განავლის კონსისტენციის ცვლილება (ეს უკავშირდება იმას, რომ ქვეითდება შეწოვის ფუნქცია და საკვები ნივთიერებების დიდი ნაწილი ორგანიზმიდან გამოდის). სიმძიმისა და კუჭის გადავსების შეგრძნება, ბოყინი.

3. ტკივილის შეგრძნება მუცლის ზედა და მარჯვენა ნეკნქვეშა არეში.

4. შესაძლებელია მოიმატოს სხეულის ტემპერატურამ.

5. კანის საფარველის ფერის შეცვლა. ეს შესაძლებელია სისხლში ბილირუბინის მოხვედრას უკავშირდებოდეს. ამ შემთხვევაში კანის საფარველი და თვალის ლორწოვანი გარსი იღებს მოყვითალო ფერს. ეს უფრო ნიშანდობლივია ჰეპატიტისა და ღვიძლის ციროზისათვის.

ყველა ეს სიმპტომი ღვიძლისა და სანაღვლე გზების მუშაობის გაუარესების ბრალია. გარდა ამისა, თითოეულ კონკრეტულ პათოლოგიას თავისი სპეციფიკური სიმპტომები აქვს, რომლებიც დაავადების იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.

ჰეპატიტი

ღვიძლის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. დღეისათვის განსაკუთრებით აქტუალურია ვირუსული ჰეპატიტის საკითხი. საშიშროება ისაა, რომ დაავადების ინკუბაციური პერიოდი და თვით დაავადება დიდი ხნის განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რაც ართულებს დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

ციროზი

ღვიძლის ციროზის შემთხვევაში ღვიძლის ჯანმრთელი უჯრედები ჩანაცვლდება შემაერთებელი ქსოვილით, რომელსაც ღვიძლის ფუნქციების შესრულება არ შეუძლია. ამის შედეგად ვითარდება ღვიძლის უკმარისობა, რამაც ორგანიზმისთვის სერიოზული გართულებები შეიძლება მოიტანოს. ღვიძლი ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციებს და ორგანიზმი ვეღარ უძლებს არსებულ დატვირთვას. ირღვევა ყველა ორგანოს მუშაობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალი.

ქოლეცისტიტი

ნაღვლის ბუშტის ანთება – მუცლის ღრუს ორგანოების ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა. დღეისათვის მთელ მსოფლიოში ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს უდგინდება ქოლეცისტიტის დიაგნოზი. მედიკოსები ამ ფაქტს ცხოვრების მჯდომარე წესს, არასწორ კვებას და თანამედროვე სამყაროს სხვა ნეგატიურ ფაქტორებს უკავშირებენ.

ქოლეცისტიტის მკურნალობა, სანაღვლე გზების დაავადებების მსგავსად, კომპლექსური უნდა იყოს, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით. საჭიროა სიმპტომების მოხსნა, რათა ღვიძლისა და სანაღვლე გზების სწორი მუშაობა აღდგეს, მოწესრიგდეს ნაღვლის შემადგენლობა და სხვა მრავალი.

ნაღველკენჭოვანი დაავადება

სანაღვლე გზებისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებაა, რომლის გამომწვევი მიზეზი ძალიან ბევრია და განპირობებულია თანამედროვე ყოფით: ცხოვრების მჯდომარე წესით, არარეგულარული კვებით, სიმსუქნით და ა.შ.

ნაღველკენჭოვანი დაავადების მკურნალობა შესაძლებელია როგორც ქირურგიული, ისე თერაპიული მეთოდებით. არსებობს კენჭების დაშლის თანამედროვე მეთოდებიც.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების მკურნალობისას, მედიკამენტური ჩარევის გარდა, აუცილებელია გარკვეული დიეტის დაცვა, რაციონიდან ალკოჰოლური სასმელების, შემწვარი, ცხიმიანი, მჟავე, ცხარე საჭმლის სრულად ამოღება.