C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დეკემბრიდან ახალი პრეპარატი ჩაერთვება, რომლის მეშვეობით განკურნების ეფექტი უფრო მაღალი იქნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დეკემბრიდან ახალი პრეპარატი ჩაერთვება, რომლის მეშვეობით განკურნების ეფექტი უფრო მაღალი იქნება

გამყრელიძის განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დეკემბრიდან ჩაერთვება მესამე რიგის ახალი გენერაციის პრეპარატი, რომლის მეშვეობით განკურნების ეფექტი უფრო მაღალი იქნება. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეოთხე შეხვედრის მიმდინარეობისას განუცხადა.

მისი თქმით, როგორც მოსახლეობის გამოკვლევის მოცულობის, ისე მკურნალობაში ჩართული მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისით, საქართველო მოწინავე პოზიციას იკავებს.

„ეს პროგრამა გახლავთ მთელი მსოფლიოსთვის და ევროპის რეგიონისთვის საჩვენებელი პროგრამა. ამ სამწლინახევრის განმავლობაში ჩვენ წინ ვართ, როგორც მოსახლეობის გამოკვლევის მოცვის თვალსაზრისით, ისე მკურნალობაში ჩართული მოსახლეობის თვალსაზრისით. ანუ, თუ მსოფლიოში მოცვის საშუალო მაჩვენებელი არის 7-დან 13-14%-მდე, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 40%-მდე“, - აღნიშნა მან.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, თუ მკურნალობაში ჩართვისა და განკურნების მაჩვენებელი მსოფლიოში დაახლოებით, 8-დან 15%-მდეა, საქართველოში უკვე ჩართულია სამიზნე მოსახლეობის დაახლოებით 41% და განკურნების ეფექტი არის 98%.

„წელს, სიახლე ძალიან ბევრია და ამის შესახებ მეოთხე სხდომაზე გახდება ცნობილი. კერძოდ, ჯანდაცვაში როგორ ვნერგავთ მონიტორინგსა და სკრინინგს, როგორ მიმდინარეობს დეცენტრალიზაციის პროცესი, როგორ გაიზარდა C ჰეპატიტის სამკურნალო კლინიკების რაოდენობა 4-დან 41-მდე. ამავე დროს, დეკემბრიდან უკვე ჩაერთვება მესამე რიგის ახალი გენერაციის პრეპარატი, სადაც განკურნების ეფექტი კიდევ უფრო მაღალი იქნება. ალბათ, შემდეგ კიდევ გვექნება ე.წ. სამკომპონენტიანი მედიკამენტი. ანუ იმ 2%-ს, ვინც ვერ განიკურნა, ექნება საშუალება, განიკურნოს. გუშინ სამეცნიერო სიმპოზიუმი იყო, სადაც ჩვენთან ჩატარებული სამეცნიერო კვლევის სიახლეები წარდგა. დღეს და ხვალ იქნება სწორედ, მსჯელობა ჩვენი სტრატეგიის ექვსივე კომპონენტთან მიმართებაში“, - აღნიშნა მან.