მისი თქმით, როგორც მოსახლეობის გამოკვლევის მოცულობის, ისე მკურნალობაში ჩართული მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისით, საქართველო მოწინავე პოზიციას იკავებს.
„ეს პროგრამა გახლავთ მთელი მსოფლიოსთვის და ევროპის რეგიონისთვის საჩვენებელი პროგრამა. ამ სამწლინახევრის განმავლობაში ჩვენ წინ ვართ, როგორც მოსახლეობის გამოკვლევის
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, თუ მკურნალობაში ჩართვისა და განკურნების მაჩვენებელი მსოფლიოში დაახლოებით, 8-დან 15%-მდეა, საქართველოში უკვე ჩართულია სამიზნე მოსახლეობის დაახლოებით 41% და განკურნების ეფექტი არის 98%.
„წელს, სიახლე ძალიან ბევრია და ამის შესახებ მეოთხე სხდომაზე გახდება ცნობილი. კერძოდ, ჯანდაცვაში როგორ ვნერგავთ მონიტორინგსა და სკრინინგს, როგორ მიმდინარეობს დეცენტრალიზაციის პროცესი, როგორ გაიზარდა C ჰეპატიტის სამკურნალო კლინიკების რაოდენობა 4-დან 41-მდე. ამავე დროს, დეკემბრიდან უკვე ჩაერთვება მესამე რიგის ახალი გენერაციის პრეპარატი, სადაც განკურნების ეფექტი კიდევ უფრო მაღალი იქნება. ალბათ, შემდეგ კიდევ გვექნება ე.წ. სამკომპონენტიანი მედიკამენტი. ანუ იმ 2%-ს, ვინც ვერ განიკურნა, ექნება საშუალება, განიკურნოს. გუშინ სამეცნიერო სიმპოზიუმი იყო, სადაც ჩვენთან ჩატარებული სამეცნიერო კვლევის სიახლეები წარდგა. დღეს და ხვალ იქნება სწორედ, მსჯელობა ჩვენი სტრატეგიის ექვსივე კომპონენტთან მიმართებაში“, - აღნიშნა მან.