ჰეპატოლოგია

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვაში ჩამორჩენაა, რადგან დაავადების დაწყებით სტადიაზე პაციენტებმა მის შესახებ არ იციან - დავით სერგეენკო

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვაში ჩამორჩენაა, რადგან დაავადების დაწყებით სტადიაზე პაციენტებმა მის შესახებ არ იციან - დავით სერგეენკო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვაში ჩამორჩენაა, რადგან დაავადების დაწყებით სტადიაზე მქონე პაციენტებმა მის შესახებ არ იციან, თუმცა ამ მიმართულებით სამინისტრო მუშაობს, რათა სკრინინგის პროგრამაში უფრო მეტი პირი ჩაერთოს. ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვაში ჩამორჩენის შესახებ ოპონენტების კრიტიკას ეხებოდა.

დავით სერგეენკოს თქმით, უწყება ელოდება, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დამატებით 75 000 ადამიანი ჩაერთვება.

„ოპონირება უნდა განვასხვაოთ სანგრებში ჩასაფრებული სხვისი მარცხის მოყვარული
ხალხის პოზიციისაგან. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის მიხედვითაც ველოდებით, რომ 150 000 ადამიანს სჭირდება მკურნალობა. პროგრამის დიზაინი ასეთია, რომ 150 000-დან მინიმუმ 90%-მა პროცენტმა უნდა ჩაიტაროს სკრინინგი, გაიგოს, აქვს თუ არა დაავადება. მათგან, ვინც სკრინინგს ჩაიტარებს, მინიმუმ 90%-მა
უნდა იმკურნალოს და მათგან, ვინც იმკურნალებს, მინიმუმ 95%-მა უნდა მოირჩინოს ეს დაავადება. ჩვენ ამ პუნქტში წინსწრება გვაქვს, რადგან განკურნება 98%-ია. სკრინინგშიც საკმაოდ კარგი ტემპით მივდივართ, მაგრამ მკურნალობაში ჩართვაში არის ჩამორჩენა. ამ ჩამორჩენის მიზეზი არის ის, რომ თუ პირველ ეტაპზე პაციენტებმა იცოდნენ, რომ ავადმყოფობა ჰქონდათ და თვითონ მოითხოვდნენ პროგრამაში ჩართვას, (რადგან უკვე შორს წასული სტადიები ჰქონდათ, ჩვენ უკვე ვუმკურნალეთ, 50 000 ადამიანს), ახლა ჩვენ ველოდებით, რომ პროგრამაში 75 000 ადამიანი კიდევ უნდა ჩაერთოს. მათმა 99%-მა არ იცის, რომ ავადაა, იმიტომ რომ არ აწუხებს, ამ დაავადების საწყისი სტადიაა, ამიტომ ჩვენ ვართ პროაქტიურები. იუსტიციის სახლში კუთხე გავხსენით, მობილური ლაბორატორიები გვაქვს, კარდაკარ დავდივართ და ვუკაკუნებთ, ოღონდ მოვიდნენ და ჩაერთონ. ეს არის პროექტი, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არის”,- აღნიშნა სერგეენკომ.


მსგავსი სიახლეები
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ ის მინისტრის პოსტს ტოვებს. როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს
18-06-2019
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კარდიოლოგებსა და პულმონოლოგებს
16-05-2019
დღევანდელი მდგომარეობით, წითელას 335 დაავადების შემთხვევაა, ეს არის ეპიდაფეთქება. ვაქცინაციის გარეშე
18-01-2019