3 სასმელი, რომლებიც ღვიძლს წმენდს და ცხიმებს შლის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

3 სასმელი, რომლებიც ღვიძლს წმენდს და ცხიმებს შლის

იკვებება და სწრაფი კვების ობიექტებზე უყვარს დანაყრება. ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც ასეთ დროს ყველაზე მეტად „იტანჯება“. ამიტომაც პერიოდულად სასარგებლოა დეტოქსიკაცია. ორგანიზმის გაწმენდა ეხმარება ღვიძლის ეფექტურ ფუნქციობას.

თუ ღვიძლი არასათანადოდ ფუნქციობს, ეს ნეგატიურად აისახება სხვა ორგანოთა მუშაობაზე და დროთა განმავლობაში სხვადასხვა დარღვევასა და დაავადებას აძლევს დასაბამს.

გთავაზობთ სამ სასმელს, რომლებიც წმენდს ღვიძლს და შლის ცხიმებს, გამოაქვს წიდები ორგანიზმიდან.

1) „ნაირფერი სასმელი“

აიღეთ:

  • ნახევარი ლიმონი;
  • ერთი ბულგარული წიწაკა;
  • ერთი ვაშლი;
  • ერთი კიტრი.

ამ ინგრედიენტებისაგან გამოწურეთ წვენი და აუცილებლად ახალგაწურული სახით დალიეთ, რათა ანტიოქსიდანტებმა მაქსიმალურად შეძლონ მოქმედება. თუ ასეთ წვენს ყოვედღიურად დღეში 2-3-ჯერ მიირთმევთ, თქვენი ღვიძლი გაიწმინდება, ორგანიზმიც ტოქსინებისგან გათავისუფლდება. ისიც გაითვალისწინეთ, რომ საგრძნობლად გამოსწორდება თქვენი ზოგადი მდგომარეობა და სიმხნევე მოგემატებათ.

2) მწვანე ჩაი ციტრუსის არომატით

აიღეთ:

  • ერთი ლიმონი;
  • ერთი ბანანი;
  • ნახევარი ჭიქა მწვანე ჩაი (ცივი).

მწვანე ჩაის ექსტრაქტი (ეპიკატეხინ გალატი) ძალზე სწრაფად წმენდს ორგანიზმს. დამატებული კომპონენტები კი ეხმარება მას ეფექტურ მოქმედებაში.

3) ღვიძლის გამწმენდი სასმელი კურკუმათი

აიღეთ:

  • ნახევარი ჩაის ჭიქა წყალი;
  • ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმა;
  • ცოტაოდენი კოჭა (იგივე ჯანჯაფილი);
  • ერთი ლიმონის წვენი.

ეს სასმელი უნიკალურად წმენდს ღვიძლს, ნაწლავებს ათავისუფლებს ტოქსინებისაგან, ასევე აფერხებს კენჭების წარმოქმნას ნაღვლის ბუშტში.

გახსოვდეთ, ჯანმრთელ ღვიძლზე ბევრი რამ არის ორგანიზმში დამოკიდებული! რეგულარულად ივარჯიშეთ, სწორად იკვებეთ და აუცილებლად ჯანმრთელი იქნებით!