მამაკაცების უმრავლესობა C ჰეპატიტის ვირუსის დამარცხების შემდეგ ალკოჰოლის მოხმარებას განაგრძობს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

მამაკაცების უმრავლესობა C ჰეპატიტის ვირუსის დამარცხების შემდეგ ალკოჰოლის მოხმარებას განაგრძობს

მამაკაცების უმრავლესობა C ჰეპატიტის ვირუსის დამარცხების შემდეგ ალკოჰოლის მოხმარებას განაგრძობს
შესაძლებელია, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის შედეგები პაციენტების არასწორი ქცევის გამო წყალში ჩაიყაროს, - ამის შესახებ „ჯანმრთელობის კვლევების კავშირის“ დირექტორმა მაია ბუწაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იმ პაციენტების დიდი ნაწილი, რომლებმაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გაიარეს, მაინც აგრძელებს ალკოჰოლის მოხმარებას, რამაც შესაძლოა, ღვიძლის ციროზი ან ღვიძლის კიბოც გამოიწვიოს.

„ადამიანები, რომლებმაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გაიარეს, მაინც აგრძელებენ ალკოჰოლის მოხმარებას და ამას მასობრივი ხასიათი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები მკაცრად აფრთხილებენ, რომ განკურნება არ ნიშნავს იმას, რომ დაუბრუნდნენ ძველი ცხოვრების
წესს, სამწუხაროდ, პაციენტები ამას არ ემორჩილებიან. მათი უდიდესი ნაწილი C ჰეპატიტისგან განკურნების შემდეგ, ჭარბად მოიხმარს ალკოჰოლს. ამის შედეგად, იმ მიზნის მიღწევა, რომ პაციენტებს არ დაემართოთ ციროზი, ფაქტობრივად, წყალში იყრება. ვირუსისგან განკურნების მიუხედავად, ალკოჰოლის მიღების გაგრძელების ფონზე მაინც ანალოგიური ეფექტი მიიღება, მაინც დაემართებათ ღვიძლის ციროზი და
შემდგომში შესაძლოა, ღვიძლის კიბოც. გვინდა ეს ინფორმაცია ყველგან გაჟღერდეს, რათა პაციენტებმა გააცნობიერონ, რომ C ჰეპატიტის ვირუსის მოცილება არ არის მათთვის იმის გარანტია, რომ ალკოჰოლის მიღების გაგრძელების შემთხვევაში ჯანმრთელები იქნებიან.

შესაძლებელია, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის შედეგები პაციენტების არასწორი ქცევის გამო წყალში ჩაიყაროს. ის პრეპარატი, რომლის საბაზრო ღირებულება 80 000 დოლარია და ისინი იღებენ უფასოდ, ეს ეფექტი გაქარწყლებული იქნება, თუ ისინი ალკოჰოლის მიღებას გააგრძელებენ. ამ უპასუხისმგებლო ქმედებას ძალიან მასობრივი ხასიათი აქვს, განსაკუთრებით მამაკაცებში. სტატისტიკაზე რთულია ლაპარაკი, მაგრამ მე როგორც, მკურნალმა ექიმმა დაახლოებით რომ ვთქვა, სულ ცოტა მათი ნახევარი განაგრძობს ალკოჰოლის მოხმარებას“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ჩინეთიდან თურქეთში გადაყვანილ საქართველოს მოქალაქეებს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდათ,
03-02-2020
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სოციალურ ქსელებში
01-02-2020
რა განსხვავებაა გაცივებას, გრიპსა და კორონავირუსს შორის?
01-02-2020
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
რა არის ჟილბერის სინდრომი ჟილბერის სინდრომი გენეტიკურად განპირობებული დაავადებაა,
ყოველი ჩვენგანი ყოველდღე ჩაისუნთქავს ათასგვარი გამონაბოლქვით დაბინძურებულ ჰაერს, ჭამს ქიმიური დანამატებით
ორგანიზმს დიდი დატვირთვა ადგება საკვების მონელების პროცესში, განსაკუთრებით - თუ ადამიანი არაჯანსაღი საკვებით
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად