C ჰეპატიტის გამოკვლევები მუდმივად უფასო არ იქნება - დავით სერგეენკო
ჩაიტარონ, რადგან ამ ეტაპზე უფასოა, თუმცა მინისტრი ამბობს, რომ „უსასრულოდ ასე არ გაგრძელდება".
„C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამაში ჩვენ შემდეგი ეტაპის დიაგნოსტიკის დაფინანსებას დავიწყებთ მოსახლეობისთვის, ეს არის გენეტიკური კვლევა, რომელიც 140 ლარი ჯდებოდა. ეს 140 ლარი აღარ დაეხარჯება მოსახლეობას. მინდა ვუთხრა ყველას, გამოიყენონ ეს უნიკალური შანსი, რომელიც უსასრულოდ არ გაგრძელდება“,- განაცხადა სერგეენკომ.