ღვიძლის კიბოსთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები და შესაძლებლობა, რომელიც “ნიუ ჰოსპიტალსშია” ხელმისაწვდომი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ღვიძლის კიბოსთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები და შესაძლებლობა, რომელიც “ნიუ ჰოსპიტალსშია” ხელმისაწვდომი

მას აქვს 40 წელზე მეტი გამოცდილება ღვიძლის, სანაღვლე სადინარებისა და პანკრეასის ქირურგიაში, არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, გამოგონებისა და სახელმძღვანელოს ავტორი.

პროფესორ გურამ ახალაძის სპეციალიზაციის სფეროები მოიცავს ღვიძლის ქირურგიას, სანაღვლე სადინარების ქირურგიას, პანკრეასის ქირურგიას, ლაპაროსკოპიულ ქირურგიასა და ონკოლოგიას. ახალაძე იყო ერთ-ერთი პირველი ქირურგი რუსეთში, რომელმაც დანერგა პანკრეასის თავის რეზექციები თორმეტგოჯა ნაწლავის შენარჩუნებით, ასევე განსაკუთრებით რთული რეზექციები ღვიძლის სრული სისხლძარღვოვანი იზოლაციის პირობებში და ერთ-ერთი პირველი ლაპაროსკოპიული ოპერაციები ღვიძლსა და პანკრეასზე.

საქართველოში ბატონი გურამის მოღვაწეობის განახლებასთან ერთად, დაავადებებს, რომლებისთვისაც პაციენტების დიდი ნაწილი უცხოეთის კლინიკებში არჩევდა მკურნალობას, ახლა “ნიუ ჰოსპიტალსში” უმკურნალებენ. გურამ ახალაძე და “ნიუ ჰოსპიტალსის” გამოცდილ ქირურგთა გუნდი ასრულებენ ყველა სირთულის ქირურგიულ ოპრაციებს ღვიძლის სიმსივნეების, ღვიძლის მეტასტაზური დაზიანებების, პანკრეასის სიმსივნეების, კლაცკინის სიმსივნის და სანაღვლე გზების ნებისმიერი პათოლოგიის დროს.

ღვიძლის სიმსივნეებისა და ღვიძლში გავრცელებული მეტასტაზების მკურნალობის მეთოდების შესახებ სწორედ პროფესორი გურამ ახალაძე გვესაუბრება.

- რა ნიშნებით ვლინდება ღვიძლის სიმსივნე?

- ღვიძლისა და ზოგადად, ავთვისებიანი სიმსივნეების უმეტესობა შეუმჩნევლად ვითარდება და უმეტეს შემთხვევაში ავადმყოფობის დაწყებიდან დიდი ხნის, ზოგჯერ 8-12 წლის გასვლის შემდეგ ვლინდება. ამ ხნის განმავლობაში სიმსივნით დაავადებულ ადამიანს არაფერი აწუხებს. ავადმყოფობის მანიფესტაციის დროისათვის სიმსივნე უკვე დიდ ზომებს აღწევს, მეტასტაზებს იძლევა და ხშირად გენერალიზებულ სტადიაში გადადის. ამ დროს იწყება წონის დაკლება, უმადობა, სისუსტე, სიყვითლე.

ამიტომ მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა. შეუძლებელი და გაუმართლებელია ყველა ჯანმრთელი ადამიანისათვის კომპიუტერული (ჩთ) ან პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის (PEთ) გაკეთება. თუმცა წელიწადში ერთხელ ულტრაბგერითი გამოკვლევის, გასტროსკოპიის, კოლონოსკოპიისა და ზოგიერთი ონკოლოგიური მარკერების სისხლში შემოწმება, განსაკუთრებით 50 წლის ზევით ასაკში, მიზანშეწონილია.

- რატომ ითვლება განსაკუთრებულად რთულად ღვიძლის, პანკრეასისა და სანაღვლე გზების ქირურგია და რამდენად აქტუალურია ეს საკითხი ქართველი პაციენტებისათვის?

- მუცლის ღრუს ორგანოთა ქირურგიული ავადმყოფობების დაახლოებით 60 პროცენტს დღეს ღვიძლის, პანკრეასისა და სანაღვლე გზების ავადმყოფობები შეადგენს. გარდა ამისა, მსოფლიოს ონკორეგისტრის მიხედვით, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში კუჭის, სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოსა და ფილტვის კიბოთი დაავადების სიხშირე კლებულობს. სამაგიეროდ, პროგრესულად მატულობს ღვიძლისა და პანკრეასის კიბოთი დაავადების სიხშირე. ჩამოყალიბდა ჰეპატო-პანკრეატო-ბილიარული ქირურგიის ცალკე განხრა. სულ რაღაც 20-30 წლის წინ ქირურგიის ეს დარგი მოიცავდა მხოლოდ ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე სადინარების ოპერაციებს. დღეს კი ეს ქირურგები წარმატებულ ქირურგიულ ოპერაციებს აკეთებენ ბირთვული ფიზიკის, გენეტიკის და სხვა მეცნიერებების უკანასკნელი მიღწევების ფართოდ გამოყენებით.

- რა უპირატესობა აქვს პაციენტისთვის ღვიძლზე, სანაღვლე გზებსა და პანკრეასზე ლაპაროსკოპიული და სპეციალური ოპტიკის გამოყენებით ოპერაციის ჩატარებას?

- ცხადია, რომ ავადმყოფისათვის მცირე განაკვეთი ან, უფრო სწორად, ნაჩხვლეტი ბევრად უფრო ადვილი გადასატანია, ვიდრე დიდი ჭრილობა. თუ შევაფასებთ ოპერაციულ ტრავმას, ზოგჯერ მუცლის ან გულმკერდის ჭრილობა ამ მხრივ უფრო მძიმეა, ვიდრე ის ძირითადი ოპერაცია, რომელიც ამ ჭრილობიდან უნდა შესრულდეს. ამიტომ ენდოსკოპიური ოპერაციები დღეს უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ასეთი მიდგომა მოითხოვს განსაკუთრებულ აღჭურვილობას, ქირურგის სპეციალურ მომზადებას. ზოგი ოპერაცია ასეთი წესით ადვილად სრულდება, ზოგი კი იმდენად ძნელია, რომ მისი ასეთი წესით გაკეთება აზრს კარგავს. ამიტომ რეგულარულად იკრიბებიან მსოფლიოში ცნობილი ქირურგები, აჯამებენ გამოცდილებას და აქვეყნებენ რეკომენდაციებს. მაგალითად, პანკრეასის სხეულისა და კუდის სიმსივნეების დროს რეკომენდებულია ლაპაროსკოპიული ოპერაციები, თავის კიბოს დროს კი ოპერაცია ისეთი რთულია, იმდენ გართულებასთან არის დაკავშირებული, რომ მსოფლიოს შემათანხმებელი კონფერენციის მიერ ჯერ რეკომენდებული არ არის. იგივე ეხება ღვიძლსაც - ზოგი სეგმენტის ოპერაციას ვასრულებთ ენდოსკოპიურად და ზოგის შესრულება ღია წესითაც ისეთი ძნელია, რომ ლაპაროსკოპიულ ოპერაციაზე ფიქრიც წარმოუდგენელია.

- აქვს თუ არა აზრი ქირურგიულ მკურნალობას სხვა ორგანოს სიმსივნის მეტასტაზების ღვიძლში გავრცელების დროს? და როგორია ღვიძლის კიბოთი დაავადებული ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა მკურნალობისა და ქირურგიული ჩარევის შემდეგ?

- 1943 წელს კიტელმა პირველმა სცადა ღვიძლში მსხვილი ნაწლავის კიბოს მეტასტაზების ქირურგიული მკურნალობა. 50 წლის განმავლობაში იმ ქირურგებს, რომლებიც მსგავს ოპერაციებს აკეთებდნენ, შარლატანებად თვლიდნენ, რადგან არ არსებობდა ამის მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტაცია. დღეს ასეთი ოპერაციების ჩვენი გამოცდილება ემყარება ათეული ათასობით პაციენტის ქირურგიული მკურნალობის შედეგს, რაც რეგისტრირებულია მონაცემთა საერთაშორისო ბაზაში Lივერ Mეტ შურვეყ. ვისწავლეთ პაციენტების შერჩევა და მათი მკურნალობა ისე, რომ ჩვენი ჩარევა ავადმყოფისათვის ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლო იყოს. ამ სტატისტიკაში დაახლოებით 16700 IV სტადიაში მყოფი ავადმყოფი შედის. 10 წლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობა და გამოჯანმრთელების შანსი რეალური გახდა. ეჭვს აღარ იწვევს მკურნალობის სწორად შერჩევის შემთხვევაში ქირურგიული მკურნალობის აზრი და კარგი შედეგის მიღების რეალური შესაძლებლობა.

- რომელი ავადმყოფები შეიძლება განვიხილოთ როგორც ღვიძლის ამოკვეთის კანდიდატები? ვის შეიძლება ჩავუტაროთ ასეთი ოპერაცია? როგორ განისაზღვრება დღეს მეტასტაზის ამოღების შანსები?

- სასურველ შედეგს შეიძლება მივაღწიოთ, თუ ღვიძლის რეზექციის შემდეგ დავტოვებთ ჯანმრთელი ორგანოს საწყისი მოცულობის 25-30%-ს სისხლის დამაკმაყოფილებელი მომარაგებით. ასეთ შემთხვევაში ავადმყოფთა რაოდენობა, ვისთვისაც ოპერაციის გაკეთება შეუძლებელია, მცირდება 10%-მდე. დანარჩენებისთვის მკურნალობის კარგი შედეგის მიღება სრულიად რეალურია.

- არსებობს თუ არა დღეს არარეზექტაბელური მეტასტაზის რეზექტაბელურში გადაყვანის საშუალებები?

- ავადმყოფთა არაოპერაბელური სტადიიდან ოპერაბელურში გადაყვანა დამოკიდებულია მულტიდისციპლინურ მიდგომაზე. ბოლო 10 წლის განმავლობაში ღვიძლის მეტასტაზების ქირურგიულ მკურნალობაში რამდენიმე წინგადადგმული ნაბიჯი აღინიშნა. ერთ-ერთი მათგანია ღვიძლის რეგენერაციის რეგულირება. პირველ ეტაპზე ღვიძლის ცალ მხარეს ვაკეთებთ რეზექციას ანუ ამოკვეთას. მოგვიანებით, როდესაც დარჩენილი ღვიძლის მოცულობას სასურველ დონემდე გავზრდით, ვაწარმოებთ რეზექციას მეორე მხარეს. გარდა ამისა, შესაძლებელია ქირურგიული ოპერაციის კომბინაცია მეტასტაზის თერმულ აბლაციასთან. თუ ისტორიაში ჩავიხედავთ, სიმსივნეში ჯერ ალკოჰოლი შეჰყავდათ, შემდეგ ყინავდნენ. ახლა კი რადიოსიხშირისა და მიკროტალღურ აბლაციას ვხმარობთ. არის კიდევ ახალი მეთოდი - ელექტროპორაცია. ევროპელი და ამერიკელი მკვლევრების მონაცემებით, აბლაციისა და ქიმიოთერაპიის შეთავსებით შესაძლებელია სიცოცხლის საგრძნობლად გახანგრძლივება. მიღებულია ქირურგიული ოპერაციისა და აბლაციის კომბინაციაც - მეტასტაზების ნაწილის რეზექცია და ტექნიკურად არარეზექტაბელური მეტასტაზების აბლაცია. დაბოლოს, ქიმიოთერაპია და თანამედროვე ბიოლოგიური ტარგეტული თერაპია - ეს უკანასკნელი თრგუნავს სიმსივნის ქსოვილში სისხლძარღვების ჩაზრდას. ასეთი მეთოდები 70-80%-ით იძლევა შედეგს, რასაც ავადმყოფთა დამატებით 30% არარეზექტაბელურიდან გადაჰყავს რეზექტაბელურ სტადიაში.

- რა ქირურგიული ან სხვა სახის მკურნალობა არსებობს ღვიძლის არარეზექტაბელური მეტასტაზებით შეპყრობილ ავადმყოფთათვის?

- ეს პაციენტები შეიძლება 3 ჯგუფად დავყოთ. პირველს მიეკუთვნებიან ისინი, რომლებიც მძიმე ზოგადი მდგომარეობის გამო, ანესთეზიოლოგთა ამერიკული საზოგადოების კლასიფიკაციით, ვერასდროს გადაიტანენ ღვიძლის რეზექციას. მეორე ჯგუფში შედიან მძიმე თანხვდენილი ავადმყოფობებით დაავადებული პაციენტები. მათთვის შეიძლება შეირჩეს დამზოგველი ქიმიოთერაპია, რომ გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე და გავუუმჯობესოთ მდგომარეობა. მესამე ჯგუფის ავადმყოფებს, რომლების რეზექტაბელურობის საკითხი სასაზღვრო და საკამათოა, უტარებენ განსაკუთრებულად აგრესიულ ქიმიოთერაპიას. აგრესიული თერაპია გულისხმობს აგრეთვე ბიოლოგიურ პრეპარატებს. ზოგჯერ ასეთი ტაქტიკა იწვევს მოულოდნელ შედეგს, სიმსივნე რეზექტაბელური ხდება და პაციენტები დიდხანს ცოცხლობენ.

- რომელმა ექიმმა უნდა უმკურნალოს ღვიძლის კიბოთი დაავადებულ ან ღვიძლში მეტასტაზის მქონე პაციენტს? რას გულისხმობს მულტიდისციპლინური მიდგომა მკურნალობის დროს?

- კიბოს თანამედროვე მკურნალობა დღეს ბევრ ევროპულ ქვეყანაში აუცილებლად მულტიდისციპლინურ მიდგომას გულისხმობს. ისტორიულად ისე ჩამოყალიბდა, რომ ღვიძლში მსხვილი ნაწლავის კიბოს მეტასტაზების მკურნალობისათვის ავადმყოფებს ქიმიოთერაპევტთან აგზავნიან. მულტიდისციპლინური გუნდი გულისხმობს ქიმიოთრეაპევტს, ინტერვენციულ რადიოლოგსა და ღვიძლის ქირურგს. მხოლოდ ამ უკანასკნელს შეუძლია მეტასტაზის რექტაბელობის საკითხის გადაწყვეტა. თანამედროვე ქიმიოთერაპევტის, ინტერვენციული რადიოლოგისა და ქირურგის ძალისხმევით დღეს შესაძლებელია არარეზექტაბელური სიმსივნის რეზექტაბელურში გადაყვანა და იმ ავადმყოფთა სიცოცხლის გახანგრძლივება, რომლებსაც უახლოეს წარსულში განწირულად თვლიდნენ. მხოლოდ მულტიდისციპლინური გუნდის შეთანხმებული მოქმედება გულისხმიერ ექთნებსა და პაციენტის ოჯახის წევრებთან ერთად შესაძლებელს გახდის იმ მძიმე სიტუაციის გადალახვას, რომელიც მოულოდნელად დაატყდება თავს ღვიძლში მსხვილი ნაწლავის კიბოს მეტასტაზებით შეპყრობილ ადამიანს.

- რა კავშირია ჰეპატიტებსა და ღვიძლის კიბოს შორის?

- ჰეპატიტების უმრავლესობა ქრონიკულ ხასიათს ატარებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მუდმივად მიმდინარეობს ღვიძლის ქსოვილის დაზიანება. დაზიანებული ქსოვილის ადგილს კი არასრულფასოვანი ქსოვილი იკავებს, რომელსაც სიმსივნური გადაგვარების ძალიან დიდი მიდრეკილება აქვს. ამიტომ იმ ქვეყნებში, სადაც ხშირია ჰეპატიტი, ღვიძლის სიმსივნის სიხშირე ძალიან მაღალია.

საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში მეტად გავრცელდა ვირუსული C და B ჰეპატიტები. შესანიშნავი საქმე გაკეთდა ჰეპატიტის უფასო მკურნალობის ჩატარების სახით. თუმცა ვირუსის მოცილება ჰეპატიტის მორჩენას არ ნიშნავს. ვირუსის სისხლში არარსებობის მიუხედავად, ქრონიკული ჰეპატიტი მიმდინარეობას აგრძელებს და მოსახლეობის ამ ნაწილში ღვიძლის კიბოს გაჩენის მომატებული რისკი არსებობს. ამიტომ აუცილებელია, რომ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ქრონიკული ჰეპატიტი აქვთ, მიუხედავად იმისა, ჩაიტარეს თუ არა ვირუსის საწინააღმდეგო თერაპია, რეგულარულად გაიარონ ღვიძლის ულტრაბგერითი გამოკვლევა და ჩააბარონ სისხლი ალფაფეტოპროტეინზე, რათა გამოვლინდეს ადრეული კიბო.

mkurnali.ge- სიმსივნის გარდა, რომელია ღვიძლთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული დაავადებები? როგორია მათი მკურნალობა?

- არსებობს კიდევ ერთი ძალიან გავრცელებული ავადმყოფობა - NASH - არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი. ეს ახალი, ჩვენი დროის ავადმყოფობაა და ნიშნავს ღვიძლის ჭარბი და რაფინირებული საკვებით გამოწვეულ გაცხიმოვნებას. უფრო ხშირად ჭარბი წონის ადამიანებში აღინიშნება და დაახლოებით ისეთივე შედეგებს იწვევს, როგორც ციროზი. მისი მკურნალობა უშუალოდ არის დაკავშირებული წონის დაკლებასთან.

- როგორია თქვენი რჩევები და რეკომენდაციები, რომ ღვიძლის დაავადებებმა არ შეგვაწუხოს?

- ღვიძლი საოცარი ორგანოა და ბევრ რამეს უძლებს. აქვს ძალიან დიდი კომპენსატორული უნარი. მას არ სჭირდება პროფილაქტიკური მკურნალობა. დიდი მნიშვნელობა აქვს ნატურალური პროდუქტებით კვებას, ჯანსაღი ცხოვრების წესს, ფეხით სიარულს, ჭარბი წონის დაკლებას. არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი - ვირუსული ჰეპატიტისგან თავდაცვა. ამისათვის საჭიროა, რომ მაქსიმალურად მოვერიდოთ სხვის სისხლთან კონტაქტს. ფრთხილად უნდა ვიყოთ სალონებში, სტომატოლოგთან, გინეკოლოგთან. გახსოვდეთ, სიფრთხილის წამიერ მოდუნებას შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვეს.