რა არის B და C ჰეპატიტი და როგორ ხდება ვირუსის გადაცემა
ვირუსი არ გადაეცმა ხელის ჩამორთმევით, გადახვევით, კოცნით, ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო კონტაქტის გზით.
ორგანიზმში ინფექცია ხვდება ამ ვირუსებით ინფიცირებული სისხლის და ორგანიზმის სხვა ბიოლოგიური სითხეების მეშვეობით, დაუცველი სქესობრივი კონტაქტით.
ინფიცირებული ადამიანი შეიძლება უჩიოდეს სისუსტეს, გულისრევის შეგრძნებას, სწრაფად დაღლას, მადის დაქვეითებას.
ზოგჯერ მუცლის მარჯვენა მხარეს, ღვიძლის საპროექციო არეში შეიძლება იყოს სიმძიმის და დისკომფორტის შეგრძნება.
სიყვითლე ვლინდება იშვიათად.
უმრავლეს შემთხვევაში დაავადება დიდი ხნის მანძილზე შეიძლება პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.
რატომ უნდა ჩავაბაროთ ტესტი B და C ჰეპატიტზე?
ტასტირება აუცილებელია ჰეპატიტზე მცირე ეჭვის დროსაც, რისკის ჯგუფს შეადგენენ ადამიანები, რომლებსაც დასჭირდათ ექსტრემალური ქირურგიული ჩარევა, მათ შორის სტომატოლოგიური, არასათანადო გარემოში გაიკეთეს ტატუირება თუ პირსინგი, ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები, ასევე ისინი ვისაც ჰქონდა შემთხვევითი, დაუცველი სქესობრივი კავშირი, თუმცა ისეც ხდება რომ ვირუსის მატარებელმა შეიძლება არ იცოდეს თავის სტატუსის შესახებ, რითაც საფრთხეს უქმნის ახლობლებს.
შესაძლო ინფიცირებაზე მცირე ეჭვის დროსაც ნუ დაიწყებთ მკითხაობას, გაიარეთ ტესტირება.
რა უნდა მოიმოქმედოთ თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს აღმოჩნდა ბ ან ც ჰეპატიტი?
ასეთ შემთხვევაში მთავარია არ გაჭიმოთ დრო, არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი, გაიარეთ გამოკვლევა და მკურნალობა.
თუ დაავადებელია თქვენი ახლობელი გამოიჩინეთ თანადგომა მკურნალობის პროცესში.
ყურადღება მიაქციეთ კვებას, ერთად ისწავლეთ და დაიცავით ცხოვრების ჯანსაღი წესი.
ჰეპატიტის განკურნება შესაძლებელია, გაუფრთხილდით თავს და ახლობლებს.