ჰეპატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

ჰეპატოლოგია

ღვიძლს ორგანიზმის უდიდეს ბიოქიმიურ ლაბორატორიას უწოდებენ. იგი ყველაზე დიდი ჯირკვალია, მუცლის ღრუს მარჯვენა ზედა ნაწილში მდებარეობს და დიაფრაგმას, მუცლის კედელს, კუჭსა და ნაწლავებს იოგებით ემაგრება, ხოლო გარედან თხელი ფიბროზული გარსი - კაფსულა ფარავს. ეს რბილი, მაგრამ საკმაოდ მკვრივი მოწითალო-მოყავისფრო ორგანო 4 წილისგან შედგება. მამაკაცის ღვიძლი 1,5 კგ-ს იწონის, ხოლო ქალისა - 1,2 კგ-ს.ფუნქციებიღვიძლი უამრავ სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციას ასრულებს, რომლებიც ორ ძირითად კატეგორიად შეიძლება დაიყოს:1. საკვები ნივთიერებების სინთეზი და მათი შენახვა-აკუმულირება;2. ორგანიზმისთვის უვარგისი ნივთიერებების დაშლა-მონელება.მათ შორის აღსანიშნავია:
ჩვენი მკითხველები ხშირად მოგვმართავენ შეკითხვით, რა იწვევს ღვიძლისა და ელენთის ერთდროულ გადიდებას და რომელ დაავადებებს უკავშირდება აღნიშნული მდგომარეობა. ამ საკითხზე სასაუბროდ ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი თერაპიის კლინიკას ვესტუმრეთ. ჩვენს შეკითხვებს თერაპევტი ნელი პატაშური უპასუხებს:- ღვიძლისა და ელენთის ერთდროული გადიდება დაკავშირებულია იმ  გარემოებასთან, რომ რიგი დაავადების დროს პათოლოგიური პროცესი მოიცავს ორივე ორგანოს - როგორც ღვიძლს, ასევე ელენთას. მედიცინაში ამ მდგომარეობას ჰეპატოლიენურ სინდრომს, ჰეპატოსპლენომეგალიას უწოდებენ. ჰეპატოლიენური სინდრომი შესაძლოა სხვადასხვა პათოლოგიებთან იყოს დაკავშირებული. ესენია ღვიძლის დაავადებები, სისხლის მიმოქცევის დარღვევა ღვიძლის, კარისა და ელენთის ვენების სისტემაში, გარკვეული ნივთიერებების ცვლის დარღვევით გამოწვეული დაავადებები, ინფექციური და პარაზიტული დაავადებები, სისხლის სისტემის პათოლოგიები, გულის დაავადებები, რომელთა ფონზეც გულის უკმარისობაა განვითარებული.
გთხოვთ, გამოაქვეყნოთ ინფორმაცია ცხიმოვანი ჰეპატოზის შესახებ. რას ნიშნავს ეს და აუცილებელია თუ არა ექიმთან მისვლა?ცხიმოვანი ჰეპატოზი, იგივე ღვიძლის სტეატოზი ღვიძლის ცხიმოვან ინფილტრაციას წარმოადგენს. ეს არის ღვიძლის დაავადება, რომლის დროსაც ღვიძლის უჯრედები, ჰეპატოციტები, გაცხიმოვნებას განიცდის. აღნიშნული პათოლოგიური პროცესის მიზეზი შეიძლება იყოს ალკოჰოლიზმი, სხვადასხვა ენდოკრინული დაავადება, მაგალითად, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი, საკვებთან ერთად დიდი რაოდენობით ცხიმების მიღება და მათი სისხლში ჭარბად დაგროვება ნივთიერებათა ცვლის მოშლის გამო, ღვიძლზე სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებისა და ზოგიერთი მიკროორგანიზმის ზემოქმედება, კორტიკოსტეროიდების, ესტროგენების, ტეტრაციკლინებისა და ზოგიერთი სხვა პრეპარატის ხანგრძლივად მიღება.
ვირუსული B ჰეპატიტი ღვიძლის ინფექციური დაავადებაა. ის უმთავრესად ზრდასრულ ადამიანებს ემართებათ (ავადობის პიკი 20-დან 49 წლამდე მოდის). რეგულარული ვაქცინაცია ავადობას ამცირებს. ვირუსი გადაედება დაავადებულის სისხლითა და სხვა ბიოლოგიური სითხეებით, თუ ისინი მეორე ადამიანის სისხლში აღმოჩნდა. ამის კვალობაზე, ინფიცირება ხშირად ხდება ნარკოტიკის საერთო შპრიცით შეყვანისას, პირსინგის, ტატუს, მანიკიურისა და პედიკიურის არასათანადოდ გასტერილებული ხელსაწყოების გამოყენებისას. ინფიცირება შესაძლოა მოხდეს სამედიცინო დაწესებულებაშიც, თუ სამედიცინო ხელსაწყოები არასათანადოდ იქნა სტერილიზებული ან სისხლს გადასხმამდე სათანადო შემოწმება არ ჩაუტარდა.
რატომ ყალიბდება ცხიმოვანი ღვიძლი თეორიულად ღვიძლში ცხიმის დაგროვების ოთხი მექანიზმი შეიძლება წარმოვიდგინოთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსე-ნოთ საკვებთან ერთად ცხიმებისა და ცხიმოვანი მჟავების ჭარბი მიღება. მეორე გზა ღვიძლის უჯრედების განსაკუთრებულ სტრუქტურებში - მიტოქონდრიებში ცხიმოვანი მჟავების გაძლიერებული სინთეზი ან მათი დაჟანგვის დათრგუნვაა. მესამე - შესაძლოა, დარღვეული იყოს ღვიძლის უჯრედებში წარმოქმნილი ცხიმოვანი ნივთიერებების გამოყოფა. მეოთხე - ნახშირწყლების (ტკბილეული, ცომეული) ჭარბი ოდენობა ღვიძლში ცხიმოვან ნივთიერებებად გარდაიქმნება.
ნაჩვენებია მე-10 გვერ 10 - დან
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად