რას გვაუწყებს სისხლის ფერადობის მაჩვენებელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას გვაუწყებს სისხლის ფერადობის მაჩვენებელი

ფერადობის მაჩვენებელთან დაკავშირებული დაავადებები შეიძლება კლასიფიცირდეს თითოეულ უჯრედში ერითროციტების ზომისა და ჰემოგლობინის რაოდენობის მიხედვით: მიკროციტული ან მაკროციტული ანემიაა, თუ ფერადობის მაჩვენებელი ნორმას ექვემდებარება, მაგრამ თუ სისხლში ერითროციტებისა და ჰემოგლობინის რაოდენობა მცირეა, მაშინ ნორმოქრომულ ანემიასთან გვაქვს საქმე.

ფერადობის მაჩვენებლის დონის მომატებას დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს ანემიის ტიპის განსაზღვრისათვის (უმრავლეს შემთხვევაში ეს არის რკინადეფიციტური ანემია).

ანემია სისხლის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და მოიცავს მთელი მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედს. რკინადეფიციტური ანემია დაახლოებით 1 მილიარდ ადამიანს აღენიშნება. ეს დაავადება უფრო ქალებთან (განსაკუთრებით ორსულობისას), ბავშვებსა და ხანდაზმულებთან გვხვდება.

როდესაც სისხლის ფერადობის მაჩვენებელი მომატებულია (ინდექსი მეტია 1,1-ზე), შეიძლება მაკროციტული ანუ ჰიპერქრომული ანემია იყოს. სისხლის მაჩვენებლის ამგვარ დარღვევას ახასიათებს სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომლებიც ანომალიურად დიდი ოდენობის ჰემოგლობინს შეიცავენ. ამ ანომალიის ძირითადი მიზეზი B12 დეფიციტურ და სხვადასხვა სიმსივნესა და აუტოიმუნურ დაავადებასთან დაკავშირებული ავთვისებიანი ანემიაა. აღნიშნულ ფაქტორს თან ახლავს შემდეგი სიმპტომები (დაავადების სიმპტომების მიხედვით):

  • მადის დაკარგვა;
  • ფერმკრთალი ქუთუთოები და ტუჩები;
  • მტვრევადი ფრჩხილები;
  • სისუსტე და დაღლილობა;
  • თავბრუსხვევა და თავის ტკივილი;
  • ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები და ძილის დარღვევა;
  • ყლაპვის გართულება;
  • გახშირებული გულისცემა;
  • ტკივილი გულმკერდში;
  • ათვისების უნარის დარღვევა;
  • ცივი კანი.

თუ ფერადობის მაჩვენებელი დაქვეითებულია (ინდექსი 0,8-ზე ნაკლებია), მაშინ მიკროციტულ ანუ ჰიპოქრომულ ანემიასთან გვაქვს საქმე. უმეტეს შემთხვევაში, ჰიპოქრომული ანემია ჰემოგლობინის თანდაყოლილ დეფექტს უკავშირდება. რკინის დეფიციტი მიკროციტული ანემიის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ჰემოგლობინის დაბალი მაჩვენებლის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ჭარბი მენსტრუაცია;
  • ორსულობა და
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა.

ანემიის მსუბუქ ფორმას თან ახლავს უმნიშვნელო სიმპტომები:

  • მსუბუქი დაღლილობა;
  • ენერგიის უქონლობა;
  • უფრო რთული ფორმისას - სუნთქვის გართულება;
  • გაძლიერებული გულისცემა;
  • ხელისგულების სიფერმკრთალე;
  • ხშირი კონიუნქტივიტი.

იშვიათი გენეტიკური დაავადებაა ჰემოქრომატოზი, რომელიც ორგანიზმში რკინის დაგროვების შედეგად ვითარდება. ეს ისეთივე სახიფათოა, როგორიც რკინის დეფიციტი. რადგანაც მამაკაცები, ქალებთან შედარებით, ნაკლებ რკინას კარგავენ, ჰემოქრომატოზი უფრო მამაკაცებთან გავრცელებული დაავადებაა.

ანემიის მსუბუქი ფორმების დროს აუცილებელია ცხოვრების წესის შეცვლა. დაბალანსებული, ცილების საკმარისი შემცველობით, B12 და სხვა ვიტამინითა და მინერალით გაჯერებული დიეტა სწრაფად აღადგენს ჰემოგლობინისა და ერითროციტების რაოდენობას.

ფერადობის მაჩვენებლის დროული კვლევა აგვარიდებს რკინის დეფიციტითა და ანემიით გამოწვეულ მძიმე დაავადებებს. კარგი განწყობისა და მდგომარეობის მისაღწევად კი აუცილებელია რეგულარული ფიზიკური დატვირთვა, მრავალფეროვანი რაციონი და სუფთა ჰაერზე სეირნობა.