სისხლის ბანკები ზაფხულის სეზონზე მარაგების შემცირების გამო საზოგადოებას მიმართავენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისხლის ბანკები ზაფხულის სეზონზე მარაგების შემცირების გამო საზოგადოებას მიმართავენ

მისი განმარტებით, სისხლის პროდუქტების მოხმარება წლიდან წლამდე სულ უფრო მზარდია, რის დასაბალანსებლადაც აუცილებელია უანგარო დონორობის კულტურის კიდევ უფრო მეტად განვითარება.

ტარიელაძის განცხადებით, უანგარო დონორობის პოპულარიზაციის მიზნით დაავადებათა კონტროლის ცენტრი უკვე არაერთი წელია სპეციალურ კამპანიას აწარმოებს, რის შედეგადაც არაანაზღაურებადი დონორების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

მისი განმარტებით, ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა კრეატიული აქტივობებით ხდება, რომლებსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ორგანიზაცია „არტინფო საქართველო“ ატარებს.

”ყოველწლიურად იზრდება სისხლის კომპონენტებზე მოთხოვნა და სისხლის ბანკები საჭიროებს მეტ მოხალისეებს. ”ნუ დაელოდები უბედურ შემთხვევას - გაიღე სისხლი! გაიღე ახლა! გაიღე სწორად!“,- ასეთია წელს ჩვენი კამპანიის მთავარი სლოგანი და მოვუწოდებთ ნებისმიერ მოქალაქეს, რომ ამ წმინდად სოციალური პასუხისმგებლობის იდეის გარშემო გავერთიანდეთ, ვინაიდან არავინ არის დაზღვეული უბედური შემთხვევისა და გამოუვალი მდგომარეობისგან, ამიტომ სისხლის ბანკებში მარაგების სტაბილურობა აუცილებელია. ხშირად, კრიტიკულ მომენტებში ვხედავთ ხოლმე საჯარო განცხადებებს და მიმართვებს, რომ ავარიის ან რაიმე შემთხვევის შედეგად დაშავებულს, ან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროება სისხლი - როდესაც ასეთი ფორსმაჟორია, თითოეულ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სისხლის დონორის სპონტანურად მოძებნის შემთხვევაში, მის მიერ ჩაბარებული სისხლის შემოწმებას და საბოლოო გამოყენების კონდიციამდე მისვლას გარკვეული დრო სჭირდება, ეს დრო კი შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. ამიტომ უნდა ვიყოთ მობილიზებულები და მომზადებულები, უნდა გავითავისოთ, რომ უანგარო დონორობა არის ძალიან დიდი სოციალური პასუხისმგებლობის ჟესტი და გადარჩენილი სიცოცხლე“,- განაცხადა უანგარო დონაციის კამპანიის ხელმძღვანელმა და „არტინფო საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა დათო ნადირაძემ.

სისხლის უანგაროდ გაღება 18-დან 65 წლამდე ჯანმრთელ ადამიანს ყოველ 2 თვეში ერთხელ შეუძლია და ის სრულიად უსაფრთხოა. სისხლის ბანკებში კი სისხლის ჩასაბარებლად აუცილებელი ყველა აღჭურვილობა ერთჯერადი გამოყენების არის, რაც რაიმე ტიპის გართულებას მინიმუმამდე ამცირებს.

ცნობისთვის, ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადი პირველი და მეორე ჯგუფის სისხლია. დონორობა არ შეუძლია ადამიანს, რომელსაც სისხლით გადამდები დაავადებები აქვს, ესენია: ჰეპატიტები, შიდსი, ათაშანგი. იმისათვის, რომ გადამდები დაავადებების გავრცელების რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, ნებისმიერმა პოტენციურმა დონორმა სისხლის ჩაბარებამდე 40 კითხვიანი სპეციალური კითხვარი უნდა შეავსოს, რის შედეგადაც ექიმი დაახლოებით ანამნეზს აკეთებს. ამის შემდეგ უკვე დგინდება სისხლის ჯგუფი, ფასდება ადამიანის ზოგადი მდგომარეობა და თუკი სისხლში არც ერთი ინფექცია არ აღმოჩნდება, პროდუქტი მზად არის.