14 ივნისს სისხლის დონორის მსოფლიო დღე აღინიშნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

14 ივნისს სისხლის დონორის მსოფლიო დღე აღინიშნება

სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებმა ერთხმად მიიღეს სისხლის ნებაყოფლობითი დონორების მხარდამჭერი განცხადება. მათ რეზოლუციით დაადგინეს, ყოველწლიურად 14 ივნისს ჩატარებულიყო სისხლის დონორების მსოფლიო დღე (World Blood Donor Day). თარიღის აღნიშვნა გადაწყდა ავსტრიელი ექიმისა და იმუნოლოგის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ადამიანის სისხლის ჯგუფის აღმომჩენის, კარლ ლანდშტეინერის (1868‑1943) დაბადების დღეს.

სისხლის დონორის მსოფლიო დღე განსაკუთრებული თარიღია, რომელიც აღინიშნება სისხლის უანგარო დონორების პატივსაცემად. ამ მოვლენის მიზანს წარმოადგენს საზოგადოებაში უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების არსებობის აუცილებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ეს დღე მადლიერების გამოხატულებაა დონორებისადმი, რომლებიც ნებაყოფლობით და უანგაროდ იღებენ სისხლს ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.

დღის მოვლენების კოორდიანციას ახდენს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების საერთაშორისო ფედერაცია, სისხლის გადასხმის საერთაშორისო საზოგადოება და სისხლის დონორების ორგანიზაციის საერთაშორისო ფედერაცია.დღის ღონისძიებებში მონაწილეობას ღებულობს გაეროს წევრი 193 სახელმწიფო, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის 181 ნაციონალური საზოგადოება, 50 ნებაყოფილობითი დონორი ორგანიზაცია და სისხლის გადასხმის სპეციალისტთა მრავალრიცხოვანი არმია მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან.

ყოველწამიერად მთელს მსოფლიოში ნებისმიერი ეროვნებისა და ასაკის ადამიანს ექმნება სასიცოცხლო ჩვენებით სისხლის გადასხმის საჭიროება, ხოლო სისხლისა და სისხლის პროდუქტების გადასხმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის საშუალებას იძლევა.მიუხედავად იმისა, რომ სისხლზე მოთხოვნა საყოველთაოა, სამწუხაროდ, სისხლის დეფიციტი მწვავედ იგრძნობა განვითარებად ქვეყნებში, სადაც მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს.

ყოველწლიურად რეგისტრირდება სისხლის 107 მილიონი დონაცია, რომლის დაახლოებით ნახევარი მოდის მაღალი ცხოვრების დონის მქონე ქვეყნებზე, სადაც ცხოვრობს მსოფლიო მოსახლეობის 15%. ანუ 60 ქვეყანა 100%-ით უზრუნვეყოფს სისხლის მარაგს ნებაყოფილობითი, უანგარო დონორების მეშვეობით.

დღეისათვის, მთელს მსოფლიოში, სისხლის საიმედო სარეზერვო მარაგი შეიძლება უზრუნვეყოფილი იყოს მხოლოდ რეგულარული, ნებაყოფლობითი და უანგარო სისხლის დონორობის საფუძველზე. ამასთან, ასეთი დონორები წარმოადგენენ ყველაზე უსაფრთხო დონორების ჯგუფს, იმდენად, რამდენადაც მათში ყველაზე ნაკლებია სისხლით გადამდები ინფექციების გავრცელება. დღის ერთ-ერთი თემაა "უსაფრთხო სისხლი დედათა გადასარჩენად".

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით დღის ღონისძიებების მაქსიმალურად გაშუქება. ტარდება სამეცნიერო კონფერენციები, თათბირები, მემორიალური ცერემონიები.

ყოველწლიურად ღონისძიებები გარკვეული დევიზით ტარდება. 2015 წლის კომპნიის თემაა - "მდლობა ჩემი გადარჩენილი სიცოცხლისთვის", რათა კიდევ ერთხელ გამოიხატოს მადლიერება სისხლის ყველა დონორისადმი, გაღებული სისხლისა და გადარჩენილი ადამიანების სიცოცხლისათვის.

ლალი ჩხიკვაძე