რას გვიჩვენებს კოაგულოგრამა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას გვიჩვენებს კოაგულოგრამა

ჰემოსტაზიოგრამა შედის გამოკვლევათა კომპლექსში, რომელიც აუცილებლად ტარდება ქვემო კიდურთა ვენების ვარიკოზული გაგა-ნიერების, აუტოიმუნური დაავადებებისა და თირკმლის პათოლოგიების დროს. სისხლის შედედების დარღვევამ, უპირატესად - მომატებამ, შესაძლოა მძიმე გართულებები გამოი-წვიოს - დასაბამი მისცეს ინსულტს, ინფარქტს, თრომბოზს. აქედან გამომდინარე, დაუშვებელია ექიმის მიერ ჰემოსტაზზე დანიშნული სისხლის ანალიზის უგულებელყოფა. მით უფრო, რომ ჰემოსტაზის დარ-ღვევა ზოგჯერ დიდხანს არ მჟღავნდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანი ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს. სისხლის ჰემოსტაზი სამი სისტემის ბალანსს ეფუძნება. ესენია:

  • შემდედებელი სისტემა, რომელიც ააქტიურებს თრომბოციტებს, სისხლძარღვის კედელზე მათ მიკვრასა და შეწებებას (ძირითადი კომპონენტები: შედედების ფაქტორები, თრომბოციტები, კალციუმი, სისხლძარღვის კედელი);
  • შედედების საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც აკონტროლებს სისხლის შედედებას და აფერხებს თრომბის თვითნებური წარმოქმნის პროცესს (სისტემის გამაწონასწორებელი ანტითრომბინ III);
  • ფიბრინოლიზური სისტემა, რომელიც ემსახურება კოლტების გახსნას (პლაზმინი).

    ადამიანის ორგანიზმში სისხლის მდგომარეობა ამა თუ იმ სისტემის ფუნქციურ გადამეტებაზეა დამოკიდებული.

ჰემოსტაზის მდგომარეობა ხასიათდება კოაგულოგრამის შემდეგი მაჩვენებლებით:

  • ფიბრინოგენით;
  • პროთრომბინით;
  • ანტითრომბინ III-ით;
  • D-დიმერით;
  • მგლურას ანტიკოაგულანტით და სხვა.

შედედების სისტემის რომელიმე მაჩვენებლის ნორმიდან გადახრა ჰემოსტაზის დარღვევის მანიშნებელია და ამა თუ იმ დაავადების მაუწყებელ განგაშის ზარს წარმოადგენს.

სისხლის შედედება და ორსულთა ჰიპერკოაგულაცია

ორსულობის დროს კოაგულოგრამა ყოველთვის სისხლის მომეტებულ შედედებას აჩვენებს. ორსულთა-თვის ეს სისხლის შედედების ფიზიოლოგიური ნორმაა. ამასთანავე, თუ მომავალ დედას აღენიშნებოდა წინასწარი განწყობა სისხლის შედედების დარღვევის, მისი მომატების მიმართ, ორსულობისას ჰიპერკო-აგულაციამ შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეუქმნას როგორც თავად მას, ასევე ბავშვსაც. თუ თრომ-ბი პლაცენტის სისხლძარღვებში წარმოიქმნა, საშვილოსნოში მყოფი ნაყოფი ვერ მიიღებს სათანადო ოდე-ნობის ჟანგბადს და შესაძლოა, მოხდეს მისი გამოძევება, მშობიარობა ნაადრევად დაიწყოს ან ბავშვი ტვი-ნის მძიმე დარღვევებით დაიბადოს. ჰემოსტაზიოგრამის შედეგების მიღებისას დასკვნის დამოუკიდე-ბლად გამოტანას ნუ იჩქარებთ. გაითვალისწინეთ, რომ კოაგულოგრამის სწორად, მართებულად გაშიფვრა მხოლოდ ექიმს შეუძლია.

კოაგულოგრამის ანალიზისთვის საჭირო მასალა და გამოკვლევისათვის მომზადება

სისხლის შედედების სისტემის მაჩვენებელთა გამოსაკვლევად სისხლს იდაყვის ვენიდან იღებენ. სარწმუ-ნო მონაცემთა მისაღებად სასურველია ანალიზის უზმოზე გაკეთება. კოაგულოგრამის არსისა და მნიშვნე-ლობის უკეთ შესაცნობად განვიხილოთ მისი რამდენიმე მაჩვენებელი.

ფიბრინოგენი

ფიბრინოგენი ცილაა, რომელიც ღვიძლში გამომუშავდება. ის გარდაიქმნება უხსნად ფიბრინად, რომე-ლიც სისხლის შედედებისას კოლტის საფუძველს ქმნის. ფიბრინიდან საბოლოო ჯამში თრომბი წარმოი-ქმნება, შედედების პროცესის დასრულება კი სწორედ ამ უკანასკნელზეა დამოკიდებული. ფიბრინოგენი კოაგულოგრამის მეტად მნიშვნელოვანი და ღირებული მაჩვენებელია. მისი ანალიზი აუცილებელია ოპე-რაციის წინა პერიოდში, ანთებითი პროცესებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. სისხლში ფიბრინოგენის შემცველობა იმატებს მწვავე ანთებითი დაავადებების დროს და ქსოვილთა კვდომისას. ფიბრინოგენი გავლენას ახდენს ერითროციტების დალექვის სიჩქარეზეც. ფიბრინოგენის ნორმა რამდე-ნადმე იზრდება ორსულობისას. სხვა შემთხვევაში კოაგულოგრამის აღნიშნული მაჩვენებლის მომატება შესაძლოა მიუთითებდეს:

  • მწვავე ინფექციურ და ანთებით დაავადებებზე (გრიპზე,  ტუბერკულოზზე);
  • ინსულტზე;
  • მიოკარდიუმის ინფარქტზე;
  • ჰიპოთირეოზზე;
  • ამილოიდოზზე;
  • პნევმონიაზე;
  • ავთვისებიან სიმსივნეზე (ფილტვის კიბოზე და სხვა).

ფიბრინოგენის დონის მომატება თან სდევს დამწვრობას, ოპერაციულ ჩარევას, ესტროგენებისა და ორა-ლური კონტრაცეპტივების მიღებას. ფიბრინოგენის დონე მცირდება ისეთი დაავადებებისას, როგორიც არის ჰეპატიტი, ციროზი, С და B12 ვიტამინების ნაკლებობა, პოლიციტემია და სხვა. ფიბრინოგენის დო-ნე ასევე იკლებს გველის შხამით მოწამვლისას, ანაბოლური ჰორმონების, ანდროგენებისა და თევზის ქო-ნის მიღებისას.


 

პროთრომბინი

კოაგულოგრამის მაჩვენებელთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია პროთრომბინი. ის წარმოადგენს რთულ ცილას, რომელიც სისხლის შედედების სისტემის მახასიათებელია. პროთრომბინი ანუ ფაქტორი II თრომბინის წინამორბედი გახლავთ. ის ღვიძლში K ვიტამინის მონაწილეობით სინთეზირდება. პროთ-რომბინის ანალიზის საფუძველზე ექიმმა შესაძლოა შეაფასოს ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშა-ობა და აღნიშნულ ორგანოთა დაავადებები გამოავლინოს. ჰემოსტაზის სისტემის დასახასიათებლად პრო-თრომბინის ანალიზი კოაგულოგრამაში შემავალ მნიშვნელოვან ტესტს წარმოადგენს. მისი შედეგების წარმოდგენა სხვადასხვა ფორმით არის შესაძლებელი:

  • პროთრომბინის დრო - ასახავს სისხლის პლაზმის შედედების დროს, გამოისახება წამებში.
  • პროთრომბინი კვიკის მიხედვით - ეს ტესტი 1935 წელს მოწოდებულ იქნა ა. კვიკის მიერ. ანალიზი ასა-ხავს პროთრომბინის აქტივობას პროცენტებში. სადღეისოდ ეს ტესტი პროთრომბინის ანალიზის ყველა-ზე პოპულარული მეთოდია.
  • პროთრომბინის ინდექსი - ასახავს ჯანმრთელი ადამიანის პროთრომბინის დროის დამოკიდებულებას ავადმყოფის პროთრომბინის დროსთან. გამოისახება პროცენტებში.
  • საერთაშორისო ნორმალიზებული დამოკიდებულება (ინგლისურად - Iნტერნატიონალ ნორმალიზედ რატიო (INR).

INR-ის ანალიზი რეკომენდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის, აგრეთვე - თრომბოზებისა და ჰემოსტაზის შემსწავლელი საერთაშორისო კომიტეტის, არაპირდაპირი ანტიკოაგუ-ლანტებით მკურნალობის მაკონტროლებელი ჰემატოლოგიის სტანდარტიზაციის საერთაშორისო კომი-ტეტის მიერ. არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები K ვიტამინის მსგავსი შენების სინთეზური საშუალებე-ბია. ისინი ამცირებენ სისხლში პროთრომბინის დონეს და ანელებენ სისხლის შედედებას. ანტიკოაგულა-ნტები გამოიყენება თრომბოფლებიტის, თრომბოზის, ფილტვის ემბოლიისა და სხვა ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც ვენებში თრომბების წარმოქმნასთან არის დაკავშირებული, აგრეთვე - თრომ-ბოემბოლიური გართულებების თავიდან ასაცილებლად მიოკარდიუმის ინფარქტისა და კორონარული უკმარისობის დროს. INR-ის ანალიზით ექიმს საშუალება ეძლევა, აკონტროლოს მედიკამენტური თერა-პიის ეფექტურობა როგორც ჩამოთვლილ, ასევე სხვა დაავადებათა მკურნალობისას.

პაციენტები, რომელთაც იმპლანტირებული აქვთ გულის ხელოვნური სარქვლები და ამასთანავე თრომბო-ზით, მოციმციმე არითმიითა თუ სხვა პათოლოგიებით არიან დაავადებულნი, იძულებულნი არიან, ხან-გრძლივად ან მუდმივად, მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიიღონ ანტიკოაგულანტები, მაგალითად, ვარფარინი, სინკუმარი, სინტრომი და სხვა პრეპარატები. აღნიშნული მედიკამენტების მიღება აუცი-ლებლად INR-ის რეგულარული კონტროლით უნდა ხდებოდეს. სადღეისოდ INR-ის გამოთვლის მეტად მოხერხებული პარამეტრებია შემუშავებული. ხელოვნური სარქვლის სახეობიდან და დაავადების ტიპი-დან გამომდინარე,  აუცილებელია INR-ის დონის განსაზღვრულ ფარგლებში შენარჩუნება, რისთვისაც მისი რეგულარული კონტროლია საჭირო.

პროთრომბინის მომატება ახასიათებს შემდეგ დაავადებებს:

  • თრომბოემბოლიას,
  • ინფარქტის წინა პერიოდს, მიოკარდიუმის ინფარქტს,
  • პოლიციტემიას,
  • ავთვისებიან სიმსივნეებს.

პროთრომბინის დაბალი დონე საშუალებას იძლევა, დაისვას პროთრომბინის თანდაყოლილი ან შეძენილი დეფიციტის, K ვიტამინის ნაკლებობის დიაგნოზი.

ანტითრომბინ III

ანტითრომბინ III სისხლის შემდედებელი სისტემის ერთ-ერთი ცილაა, რომელიც სისხლის შედედებას აფერხებს. ის ფაქტობრივად აკონტროლებს სისხლის შედედების პროცესს, უზრუნველყოფს მის ნორ-მალურ ფუნქციობას და ხელს უშლის სისხლის მიმოქცევის ნაკადში თრომბების წარმოქმნას. ანტითრო-მბინ III ღვიძლსა და ენდოთელიუმში - სისხლძარღვებისა და ლიმფური ძარღვების ამომფენი ბრტყელი უჯრედების შრეში - სინთეზირდება. ანტითრომბინის მაჩვენებელი დაბალი აქვთ ახალშობილებს, ასაკო-ვან ადამიანებს, ქალებს მენსტრუალური ციკლის შუაში, ორსულობის ბოლო თვეებში. ასევე დაბალია მი-სი დონე პოსტოპერაციულ პერიოდში და შოკური სიტუაციების დროს.

ანტითრომბინ III-ის დონის დაქვეითება თან სდევს:

  • ათეროსკლეროზს,
  • ანტითრომბინის თანდაყოლილ უკმარისობას,
  • ღვიძლის დაავადებებს (ქრონიკულ ჰეპატიტს, ციროზს),
  • თირკმლის ქრონიკულ უკმარისობას,
  • სეფსისს,
  • თრომბოემბოლიას და სხვა.

ანტითრომბინ III-ის დონე მცირდება ესტროგენებისა და პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას, მისი დონის მომატება კი ვირუსული ჰეპატიტის, ქოლესტაზის (ნაღვლის შეგუბების), მწვავე პანკრეა-ტიტის და სხვა დაავადებათა სიმპტომია.