რაციონი ანემიის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რაციონი ანემიის დროს

ჯანსაღი ცხოვრება კი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ჯანსაღ კვებაზე. სხვადასხვა დაავადების დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს კვებით რაციონს.

მედიკამენტური თერაპიის პარალელურად ანემიის დროს რეკომენდებულია დიეტოთერაპია. სასურველია ცხიმების ზომიერად შემცირება, რადგან ანემიის დროს ხშირად შეინიშნება ცვლილებები ღვიძლში, აგრეთვე ძვლის ტვინის გაცხიმოვნება.

უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ადვილად ასათვისებელ ცხიმებს - მზესუმზირისას, სიმინდის და ა.შ. ანემიის დროს ყოველდღე ან დღეგამოშვებით უნდა მიირთვათ 10 გ ღვიძლი. სისხლწარმოქმნაში მონაწილე მიკროელემენტები - რკინა, კობალტი, თუთია, მაგნიუმი - ორგანიზმში აღწევენ ღვიძლის, ხორცის, ფილტვების, კვერცხის, ხიზილალის, საფუვრისა და სოკოს, ხორბლის ფქვილისა და წიწიბურას, ხილისა და ბოსტნეულის საშუალებით.

ანემიის დროს მადა ხშირად სუსტდება, რაც კუჭის სეკრეტორული (გამომყოფი) ფუნქციის გაუარესებით აიხსნება. მადის გასაუმჯობესებლად ექიმი ხშირად ხორცის, თევზის, სოკოსა და ბოსტნეულის ნახარშებს ურჩევს პაციენტს. ნებადართულია რუხი და თეთრი პური, მჭლე ხორცი და თევზი, ღვიძლი, ფილტვები, ხაჭო, წიწიბურა, კვერცხი, სოკო, ხილი, ბოსტნეული, კარაქი და ზეთი, ასკილი, შავი მოცხარი, ციტრუსები.

სასურველია შეიზღუდოს ჩაი, ფქვილი, მოხარშული რძე, ყველი, კაკაო, შოკოლადი, მჟაუნა.

ანემიის დროს აუცილებელია რაციონის სასარგებლო პროდუქტებით გაჯერება. ამ უკანასკნელის შერჩევა კი ეფუძნება მათ კალორიულობას, აგრეთვე მათში რკინისა და C ვიტამინის შემცველობას. რეკომენდებულია საკმაო რაოდენობით კარაქის, ნაღების, რძის მიღება. ძალზე სასარგებლოა ხორბლისა და წიწიბურას ფაფები, გოგრა, ღვიძლი (განსაკუთრებით ბოცვრისა). რაციონში უნდა შედიოდეს კარტოფილი, პარკოსნები, ხახვი, ბადრიჯანი, ნესვი, კამა, შტოში, ლიმონი, ფორთოხალი, გარგარი, ალუბალი, სიმინდი, მსხალი.

პრაქტიკული რჩევები

  • ძალზე სასარგებლოა ახალმომზადებული უმარილო ბრინჯის ნახარში - 1/2 ჭიქა ჭამის წინ.
  • ყოველ დილით, უზმოზე, საჭიროა 100 გ გახეხილი სტაფილოს მიღება არაჟანთან ან მცენარეულ ზეთთან ერთად.
  • წვრილად გახეხეთ ჭარხალი, გამოწურეთ ნახევარი ჭიქა წვენი, დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი, კარგად მოურიეთ. ნარევი სამ ულუფად გაყავით და მთელი დღის განმავლობაში ჭამამდე თითო საათით ადრე მიიღეთ. ნარევი 2-3 კვირა უნდა მიიღოთ.

გთავაზობთ იმ კერძების რეცეპტებს, რომლებიც განსაკუთრებით სასარგებლოა ანემიის დროს.

  • ბოსტნეულის სალათა

საჭიროა: სტაფილო; ჭარხალი; ბოლოკი; მწვანე ხახვი; კამა. გახეხეთ სტაფილო, ჭარხალი, ბოლოკი, დაუმატეთ მწვანე ხახვი, კამა, შეგიძლიათ შეაზავოთ ცოტაოდენი მზესუმზირას ზეთით ან არაჟნით. შეკაზმეთ მარილით და მიირთვით.

  • ღვიძლი ბროწეულის წვენით

საჭიროა: ღვიძლი - 1 კილოგრამი; ცხიმი - 3-4 სუფრის კოვზი; ბროწეულის წვენი - 1 ჩაის ჭიქა; ქინძი - 4-5 ძირი; მარილი - გემოვნებით.

გასუფთავებული, გარეცხილი ღვიძლი ერთი სანტიმეტრი სისქის ნაჭრებად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და შევწვათ ცხიმში, ტაფაზე (შეიძლება მოხარშვაც). ბროწეულის წვენში ავურიოთ მარილი, დანაყილი წიწაკა და ძალიან წვრილად დაჭრილი ქინძი. ღვიძლი გადმოვიღოთ ლანგარზე, მოვასხათ წვენი.

  • ფრინველის კუჭმაჭი ნიგვზით

საჭიროა: ფრინველის კუჭმაჭი - 1 კგ; ხახვი - 2-3 თავი; ნიგოზი - 2ჩ/ჭ; ქონდარი - 5-6 ძირი; ნიორი - 2-3 კბილი; ბროწეული - 1 ცალი; ქინძი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი - გემოვნებით.

კარგად გარეცხილი შინაური ფრინველის კუჭმაჭი მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად. მოხარშული, გაცივებული კუჭმაჭი დავჭრათ წვრილად, ავურიოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ქონდარი, დანაყილი ნიგოზი, წიწაკა, ყვითელი (ხმელი) ქინძი, სუნელი, ნიორი. ყველაფერი ეს გავხსნათ კუჭმაჭის ბულიონში, დავუმატოთ ძმარი (ან ბროწეულის წვენი), მარილი და კარგად ავურიოთ მოხარშულ კუჭმაჭში. სუფრასთან მიტანის წინ მოვაყაროთ ბოწეულის მარცვლები.

  • ჭარხლის ფოთლის მხალი

საჭიროა: ჭარხლის ფოთოლი (ძირებითურთ) - 1კგ; ნიგოზი - 2 ჩაის ჭიქა; ხახვი - 2-3 თავი; მწვანილი - 3-3 ძირი; ძმარი, წიწაკა, მარილი - გემოვნებით.

დარჩეული, დარეცხილი ჭარხლის ფოთოლი ქვაბში ჩავყაროთ, დავასხათ წყალი, ქვაბს სახურავი დავახუროთ და მოვხარშოთ. შევაგრილოთ, კარგად გავწუროთ. დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, ქინძის თესლი, უცხო სუნელი, მარილი, ცოტა წიწაკა, გავხსნათ ძმარში, რომელსაც დამატებული ექნება ცოტაოდენი ჭარხლის ფოთლის ნახარში, დავაყაროთ წვრილად დაკეპილი ხახვი, ოხრახუში, ქინძი, კამა, ნიახური, ეს ყველაფერი მოვასხათ გაწურულ და დაკეპილ (ან გატარებულ) ჭარხლის ფოთოლს. კარგად ავურიოთ ხელით.

  • ტკბილეული ანემიის დროს

საჭიროა: ნიგოზი - 1ჩ/ჭ; ქიშმიში - 1ჩ/ჭ (თეთრი ქიშმიში); გარგარის ჩირი - 1ჩ/ჭ; ლიმონი - 1 ცალი; თაფლი - 1ჩ/ჭ.

ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ ნიგოზი, ქიშმიში, გარგრის ჩირი, ლიმონი. დავამატოთ თაფლი, კარგად ავურიოთ და მივიღოთ 1-2 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე;