ჰემოგლობინი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰემოგლობინი

რკინას ადვილად უერთდება ჟანგბადი და სისხლის წითელი სხეულებიც მგზავრებით სავსე ავტობუსებს ემსგავსებიან. ისინი ცარიელები არასდროს დადიან - ფილტვებიდან ქსოვილებამდე ჟანგბადი მიაქვთ, ხოლო ქსოვილებიდან ფილტვებამდე - ნახშირორჟანგი. ამიტომ ჰემოგლობინის მაჩვენებელს როგორც დიაგნოსტიკური, ისე პროგნოზული მნიშვნელობა აქვს, რადგან ჰემოგლობინის ოდენობის შემცირება საბოლოოდ ქსოვილთა ჟანგბადოვან შიმშილს იწვევს, ორგანიზმში ვითარდება ჰიპოქსია - ჟანგბადის უკმარისობა. ჰემოგლობინის ნორმული მაჩვენებელი მამაკაცებს ოდნავ მეტი აქვთ - 130-160 გ/ლ. ქალებში კი ეს მაჩვენებელი 120-140 გ/ლ-ს შეადგენს.

როდის იმატებს ჰემოგლობინი

ჰემოგლობინის მაჩვენებელი იმატებს ერითროციტოზის (დაავადება, რომელსაც სისხლში ერითროციტების რაოდენობის მატება ახასიათებს), გულის თანდაყოლილი მანკების, ნაწლავური გაუვალობის, დამწვრობის, გულისა და ფილტვისმიერი უკმარისობის დროს. სისხლში ჰემოგლობინის მატება ფიზიოლოგიურია ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, ალპინისტებში, მფრინავებში. მაღალი მაჩვენებელი აქვთ მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებლებსაც.

როდის ქვეითდება ჰემოგლობინი

სისხლში ჰემოგლობინის დონის დაქვეითებას ანემიას უწოდებენ. ის ვითარდება უხვი და/ან ხანგრძლივი სისხლდენისას, სისხლის დაავადებისას, რომელსაც ერითროციტების დაშლა სდევს თან და რკინის ან ვიტამინ B12-ის (ფოლიუმის მჟავა) უკმარისობისას (ეს ორი ჰემოგლობინის სინთეზისთვის აუცილებელი კომპონენტია). ორსულობისას ჰემოგლობინის ინდექსი, ჩვეულებრივ, ეცემა. ეს უპირატესად რკინის უკმარისობას უკავშირდება - ორსულობისას ხომ რკინაზე დღეღამური მოთხოვნილება საგრძნობლად იზრდება. თუ არაორსულს დღეში 5-15 მგ რკინა ჰყოფნის, ორსულს 15-20 მგ სჭირდება.

როგორ ავწიოთ ჰემოგლობინის დონე

ჰემოგლობინის ძირითადი საშენი მასალა რკინაა, ამიტომაც ორგანიზმში რკინის დეფიციტისას მისი ოდენობა განსაკუთრებით იკლებს. ასეთ დროს აუცილებელია, რაციონი რკინის ჭარბად შემცველი პროდუქტებით გავამდიდროთ. ისეთით, როგორიც არის (რკინის შემცველობა განსაზღვრულია პროდუქტის 100 გრამში ან 100 მლ-ში):

* ღორის ღვიძლი - 12,

* საქონლის ღვიძლი - 9,

* ახალი ხორცი - 2-4,

* თევზი - 0,5-1,

* ქათმის კვერცხი - 2-3,

* ბარდა - 9,4,

* ლობიო - 12,4,

* სოია - 11,8,

* წიწიბურა - 8,

* ხორბალი - 7,

* შვრია - 3,9,

* მანანის ბურღული - 2,3,

* ფქვილი - 1-4,

* პური - 2-3,

* კაკაოს ფხვნილი - 11,7,

* ბოსტნეული - 0,5-1,5,

* ხილი - 0,5-0,4,

*ძროხის რძე - 0,1-0,4.

გაითვალისწინეთ, რკინის დეფიციტის შესავსებად იმაზე მეტი ელემენტი უნდა მიიღოთ, ვიდრე ხარჯავთ. ვინაიდან ორგანიზმი მასში მოხვედრილი რკინის მხოლოდ 10%-ს ითვისებს, 1 მგ ელემენტის ასათვისებლად 10 მგ რკინის შემცველი პროდუქტის მიღებაა საჭირო. გარდა ამისა, ორგანიზმი ზოგიერთ რკინას საერთოდ ვერ ითვისებს. შედარებით ადვილად ასათვისებელია ხორცში, ღვიძლში, თირკმელებში არსებული რკინა. იგი მთლიანად შეიწოვება. შედარებით რთულია მცენარეულ საკვებსა და რკინისშემცველ პრეპარატებში არსებული რკინის ათვისება, ამიტომ სასურველია, რკინის შემცველი პრეპარატების მიღებისას მიიღოთ ც ვიტამინიც, რომელიც რკინას ადვილად ასათვისებელ ფორმად გარდაქმნის.