ორგანიზმში აღმოცენებული სხვადასხვა პათოლოგიის შესახებ სისხლის ანალიზი დასაწყისშივე ჩურჩულით, ნორმიდან მცირე გადახრებით გვამცნობს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორგანიზმში აღმოცენებული სხვადასხვა პათოლოგიის შესახებ სისხლის ანალიზი დასაწყისშივე ჩურჩულით, ნორმიდან მცირე გადახრებით გვამცნობს

- რა მნიშვნელობა აქვს სისხლის საერთო ანალიზს?

- სისხლის ანალიზი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია პათოლოგიური მდგომარეობის დროული დიაგნოსტიკისთვის, დაავადების მიმდინარეობის მონიტორინგისთვის, მკურნალობის კონტროლისა და სკრინინგული თუ პროფილაქტიკური გამოკვლევისთვის. ყველაზე მარტივი და ინფორმაციული გამოკვლევაა სისხლის საერთო ანალიზი: ლეიკოციტურ ფორმულას, რომელიც ასახავს სხვადასხვა სახის ლეიკოციტების პროცენტულ ურთიერთშეფარდებას, დიდი მნიშვნელობა აქვს ჰემატოლოგიური, ინფექციური, ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკისთვის.

ედს-ი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ანთებითი და ინფექციური პროცესების გამოსავლენად. რეტიკულოციტების დათვლა ერითროპოეზის აქტივობის ხარისხის შესაფასებლად არის მნიშვნელოვანი. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სისხლის გამოკვლევას სისხლის სისტემის მსუბუქი თუ მძიმე დაავადებების სადიაგნოზოდ და მკურნალობის ტაქტიკის შესამუშავებლად.

ზოგჯერ ეს დაავადებები მოულოდნელად სისხლის საერთო ანალიზით გამოვლინდება. ამავე ანალიზით შესაძლებელია აგრეთვე სხვა, არასისხლისმიერი დაავადებების პირველადი გამოვლენა და სათანადო პროფილური დაწესებულებების რეკომენდება. პატრონის ორგანიზმში აღმოცენებული სხვადასხვა პათოლოგიის შესახებ სისხლი ჩურჩულით, ნორმიდან მცირე გადახრებით გვამცნობს და ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ინფორმაციის ამოკითხვა, დანახვა.

თვით ორგანიზმსა თუ გარემოში მიმდინარე ცვლილებებზე სისხლი მიგვითითებს არა მარტო თავისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შეცვლით, არამედ მასში მოცირკულირე უჯრედების - ერითროციტების, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების საშუალებით, მათი რაოდენობისა და ფორმის ცვლილებებითაც.

სისხლის წითელი ბურთულების, ერითროციტების, 7,5 მიკრონი დიამეტრის უბირთვო, ორმხრივად ჩაზნექილი დისკოს ფორმის უჯრედების ფორმის ცვლილება უმეტესად მემკვიდრეობით განპირობებულ ჰემოლიზურ ანემიაზე მეტყველებს. მაგალითად მცირე ზომა და სფეროსებრი ფორმა მიკროსფეროციტოზისთვის არის დამახასიათებელი, ოვალური - ოვალოციტოზისთვის ანუ ელიფსოციტოზისთვის, სამიზნისმაგვარი - თალასემიისა და სხვა ჰემოგლობინოპათიებისთვის, თუმცა ფორმაშეცვლილი ერითროციტები შეძენილი პათოლოგიების დროსაც გვხვდება.

მაგალითად, მიკროსფეროციტები - აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემიების დროს, ოვალოციტები - ნაღვლის ბუშტის, საკვერცხეების, პროსტატის დაავადებების დროს, სამიზნისმაგვარი ერითროციტები - საშვილოსნოს ფიბრომის, საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიების დროს.

თუ ადამიანის სისხლში ზედმეტი რკინაა, ამას იგი მაძღარი, ცრემლისმაგვარი ერითროციტების გაჩენით გვამცნობს, ხოლო თუ ნაკლებია - მცირე ზომის, ბეჭდისებრი ფორმის, მკრთალი ერითროციტებისა და პატარა, ოვალური (კვერცხისმაგვარი), ზოგჯერ პატარა ფანქრისმაგვარი ფორმის ერითროციტების გაჩენით. დიდი ზომის ერითროციტების - მაკროციტების და განსაკუთრებულად დიდი ზომის ერითროციტების - მეგალოციტების პერიფერიულ სისხლში გაჩენა გვაუწყებს ვიტამინ B12-ის, ფოლიუმის მჟავას ან ორივეს ერთდროული დეფიციტის არსებობას, მით უმეტეს, თუ ასეთ ერითროციტებში მოწითალო-მოიისფრო რგოლის, რვიანის, ვიოლინოს გასაღების მსგავს ჩანართებს ვამჩნევთ, რომელთაც კებოტის ბეჭდებს ვუწოდებთ.

აღსანიშნავია, რომ მიზანმიმართულად ჩატარებული მკურნალობის შემდეგ ჩამოთვლილი ცვლილებები კლინიკურ სიმპტომებთან ერთად თანდათან ქრება.

ფოსფორის ან მაგნიუმის ნაკლებობას ორგანიზმში ერითროციტები გვამცნობენ მემბრანის გარშემო მოკლე, თანაბარი ზომის, თანაბრად განლაგებული წანაზარდების გაჩენით. ამ ერითროციტებს ზღვის ზღარბს, თუთის ნაყოფს, გირჩას ადარებენ და ექინოციტებს უწოდებენ. ისინი სხვა პათოლოგიების დროსაც გვხვდება, მაგალითად, თირკმლის უკმარისობის, კუჭის კიბოს შემთხვევაში. თუ ადამიანი ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მომხმარებელია ან ღვიძლის პათოლოგია აქვს, მის სისხლში დიდი ზომის ერითროციტები - მაკროციტები შეინიშნება.

ხშირად - აკანთოციტებიც ანუ ისეთი ერითროციტები, რომელთაც უსწორმასწორო, სხვადასხვა სიგრძისა და ერთმანეთისგან არათანაბრად დაშორებული წანაზარდები აქვთ და მცენარე აკანთუსს მოგვაგონებენ.

თუ ადამიანს ელენთა აქვს ამოკვეთილი, ამას სისხლი გვამცნობს ერითროციტებში სულ პაწაწინა მოწითალო-მოიისფრო ბურთულების - ე.წ. პაუელ-ჟოლის სხეულაკების, ზოგჯერ კი სამიზნისმაგვარი ერითროციტების გაჩენით.

სისხლდენების ან ერითროციტების გაძლიერებული დაშლის, ასევე ანემიის საწინააღმდეგო მკურნალობის დროს ძვლის ტვინი პერიფერიულ სისხლში დიდი რაოდენობით ახალგაზრდა ერითროციტებს - რეტიკულოციტებს გადმოისვრის.

წაიკითხეთ სრულად