კუჭის მჟავიანობის დათრგუნვა რკინის შეწოვის დარღვევის მიზეზი შეიძლება გახდეს - რკინადეფიციტური ანემიის გამომწვევი მიზეზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კუჭის მჟავიანობის დათრგუნვა რკინის შეწოვის დარღვევის მიზეზი შეიძლება გახდეს - რკინადეფიციტური ანემიის გამომწვევი მიზეზები

- რა არის რკინადეფიციტური ანემია?

- რკინადეფიციტური ანემია არის დაავადება, რომლის დროსაც მცირდება სისხლში ჰემოგლობინის და/ან ერითროციტების შემცველობა.

ჰემოგლობინის მეშვეობით ერითროციტებს ანუ სისხლის წითელ უჯრე-დებს (როგორც ხალხში ამბობენ, წითელ ბურთულებს) ჟანგბადი მთელ ორგანიზმში, მის ყველა ქსოვილსა და ორგანოში მიაქვთ. თუ დაავადების არსზე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ, უწინარეს ყოვლისა, ყურადღება მის სახელწოდებაზე

უნდა გავამახვილოთ.

როგორც სახელიდან ჩანს, რკინადეფიციტური ანემიის მიზეზი ორგანიზმში რკინის დეფიციტია. რკინა კი აუცილებელია ჰემოგლობინის წარმოქმნისთვის.

- რამდენად ხშირია რკინადეფიციტური ანემია?

- საკმაოდ ხშირია. შეიძლება ითქვას, ანემიის სახეებიდან ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული. განსაკუთრებით ხშირად ემართებათ ქალებს. ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებითაც კი რკინის დეფიციტი ყოველ მეხუთე ქალსა და ორსულთა ნახევარს აღენიშნება.

- რა იწვევს რკინადეფიციტურ ანემიას?

- ამ სახის ანემიის ერთ-ერთი მიზეზი საკვებში რკინის დეფიციტია, თუმცა არის სხვა ფაქტორებიც. მაგალითად, სისხლის კარგვა, რკინის შეწოვის დარღვევა, ორსულობა.

მოდით, თითოეულ მათგანზე უფრო ვრცლად შევჩერდეთ. როგორც აღვნიშნეთ, სისხლის წითელი უჯრედები, ერითროციტები, შეიცავს რკინას.

როცა ორგანიზმი კარგავს სისხლს, ბუნებრივია, იკარგება რკინაც და სხეულში მისი მარაგი მცირდება, ამიტომ ქალებს, რომლებიც გინეკოლოგიური დაავადებების, მაგალითად, საშვილოსნოს ფიბრომის გამო დიდი ოდენობით სისხლს კარგავენ, რკინადეფიციტური ანემიის აღმოცენების დიდი რისკი აქვთ. გარდა ამისა, რკინადეფიციტური ანემია შეიძლება გამოიწვიოს მცირე ოდენობის სისხლის ქრონიკულმა კარგვამ.

ასეთი რამ ხდება წყლულოვანი დაავადების, თირკმლის სიმსივნის, შარდის ბუშტის სიმსივნის, მსხვილი ნაწლავის სისხლმდენი პოლიპების, სწორი ნაწლავის, განსაკუთრებით - მისი მარჯვენა ნახევრის სიმსივნის დროს.

უთუოდ უნდა ითქვას, რომ საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენა შეიძლება ასპირინისა და ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული პრეპარატების მიღებამაც გამოიწვიოს.

აუცილებლად უნდა დავასახელოთ კიდევ ერთი მიზეზი - პარაზიტული ინვაზია ანუ, პოპულარული ენით თუ ვიტყვით, ჭიები.

- როდის ირღვევა რკინის შეწოვა?

- რკინა, რომელსაც ჩვენ მიერ მიღებული საკვები შეიცავს, წვრილ ნაწლავში შეიწოვება და სისხლში გადაინაცვლებს. ნაწლავთა დაავადების დროს, როცა ზიანდება წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსი და ირღვევა საკვები ნივთიერებების შეწოვა, შესაძლოა, განვითარდეს რკინის დეფიციტი, რასაც ანემია მოჰყვება. შეწოვის პროცესი ირღვევა მაშინაც, როცა ხდება წვრილი ნაწლავის მნიშვნელოვანი ნაწილის ქირურგიული ამოკვეთა ანუ რეზექცია.

საკვებში არსებული რკინა ორგანიზმმა სათანადოდ რომ შეიწოვოს, აუცილებელია მისი გარდაქმნა კუჭის მჟავე წვენის ზემოქმედებით. თუ კუჭის მჟავიანობა საგრძნობლად არის დათრგუნული გასტრიტის ან რომელიმე მედიკამენტის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად, ასევე შესაძლებელია რკინის შეწოვის დარღვევა და რკინადეფიციტური ანემიის აღმოცენება.

წაიკითხეთ სრულად