მოკლედ ანემიის შესახებ - ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში, თსსუ პროფესორი ნინა ლოლაშვილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოკლედ ანემიის შესახებ - ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში, თსსუ პროფესორი ნინა ლოლაშვილი

და მჭიდრო კავშირშია ორგანიზმის მნიშვნელოვან ფუნქციებთან. რკინის დეფიციტის უყურადღებოდ დატოვებამ, შეიძლება მრავალი სერიოზული პრობლემა შეუქმნას ჩვენს ჯანმრთელობას.

ქალებს რეპროდუქციულ ასაკში ორჯერ მეტი რკინა სჭირდებათ ვიდრე მამაკაცებს. შესაბამისად ანემია უმეტესწილად ქალების ხვედრია. ქალებთან ერთად დაავადების რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ბავშვები და მოზარდები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ორსულობის პერიოდი, როდესაც განსაკუთრებით ხშირია ანემიის განვითარება.

რატომ ხდება ასე?

ორსულობისას მოთხოვნილება რკინაზე მკვეთრად იმატებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობის დასაწყისში ორსულს არ ჰქონდეს ანემია. მეორე ტრიმესტრში (ორსულობის მე IV-VI თვე) რკინაზე მოთხოვნილება 2-ჯერ არის მომატებული, ხოლო მესამე ტრიმესტრში (ორსულობის VI-IX თვე) - 3 ჯერ. სამწუხაროდ ორსულობის პერიოდში ხშირად ვითარდება ანემია რამაც შეიძლება გამოიწვიოს ორსულობისა და მშობიარობის მიმდინარეობის გართულება, ახალშობილთა ავადობა, განსაკუთრებით ინფექციური დაავადებების კუთხით.

ორსულობის დროს რკინის გაზრდილი მოხმარების გამო, დიდი რაოდენობით რკინა იკარგება და მისი რაოდენობის შევსებას ფიზიოლოგიურ პირობებში 2 წელი სჭირდება. ამიტომ ორსულობებს შორის 2 წელზე ნაკლები ინტერვალის და ტყუპი ნაყოფის შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ანემიის განვითარების საფრთხეს