როგორ ბერდება იმუნური სისტემა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ბერდება იმუნური სისტემა

იმუნიტეტი იყოფა თანდაყოლილ და შეძენილ სახეებად. ასაკთან ერთად, დაბერების კვალად, იმუნური სისტემა სუსტდება. ადამიანის ორგანიზმი ყოველდღიურად უამრავი ბაქტერიისა და ვირუსის შემოტევას უმკლავდება. ეს ორგანიზმები ყველა მხრიდან გვიტევენ - ჩვენი უსაყვარლესი შვილების ცხვირცემინების დროს გამოფრქვეული წვეთებიდან, სამსახურში კოლეგების ამონახველი მასებიდან, ქუჩაში არსებული ჰაერიდან და სხვა. მათთან გამკლავებას იმუნური სისტემით ვახერხებთ!

როგორ ფუნქციობს იმუნური სისტემა

საბედნიეროდ, ადამიანის ორგანიზმი უამრავ იმუნურ უჯრედს შეიცავს, რომლებიც იცავენ მას. ერთნი მტრებს ამოიცნობენ, სხვები ინფორმაციას აგზავნიან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, ზოგიერთები მავნე ნაწილაკებს შთანთქავენ და ა.შ. არსებობს ისეთი უჯრედებიც, რომლებიც მარაგს ავსებენ და განამტკიცებენ იმუნურ სისტემას.

ყველა უჯრედი ერთად, ერთგული ჯარის სახით ფუნქციობს, აღნიშნულ ჯარში კი ყველა უჯრედი-ჯარისკაცი მასზე დაკისრებულ ფუნქციას ასრულებს. გაგიკვირდებათ და, იმუნური ფუნქცია აქვს კანს, ცხვირის ლორწოვან გარსს, სასუნთქ გზებში გამოყოფილ სეკრეტს, კუჭის წვენსაც კი - თითოეული მათგანი მტკიცედ დგას ბაქტერიული თუ ვირუსული ინფექციის სადარაჯოზე. გადარჩენილი პათოგენური მიკროორგანიზმებისათვის კი სპეციალური უჯრედები ფხიზლობენ, სწორედ ეს იმუნური უჯრედები ერთვებიან ბრძოლაში.

თ-ლიმფოციტები - თეთრი ლეიკოციტების ის ნაწილია, რომლებსაც ორგანიზმი გარედან შეჭრილი ბაქტერიებისა და ვირუსების საწინააღმდეგოდ იყენებს. ამ უჯრედების უნიკალურობა ისაა, რომ ისინი თავად აპროგრამებენ საკუთარ თავს, განმეორებითი შემოჭრა-შემოტევის შემთხვევაში პათოგენების გასანადგურებლად. თ-ლიმფოციტები ორგანიზმში ხანგრძლივად რჩებიან და მუდმივად დგანან ინფექციის სადარაჯოზე. ბევრს სმენია ადამიანის შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომზე (შიდსზე), მაგრამ ალბათ ცოტამ იცის, რომ ამ დაავადების დროს სწორედ თ-ლიმფოციტების გამომუშავება ირღვევა, სწორედ ამ იმუნოციტების დეფიციტის გამო ორგანიზმი ვეღარ უმკლავდება შეჭრილ ინფექციას.

მაკროფაგები - პერიოდულად ამოწმებენ ორგანიზმის სხვადასხვა არეს, ეძებენ მავნე უჯრედებს და ანადგურებენ მათ. სამიზნის აღმოჩენისას ისინი მარტო შთანთქმას არ იყენებენ, შეიცავენ მტრისთვის საშიშ შენაერთებს, რომელთა დახმარებითაც ანადგურებენ მათ. ასაკთან ერთად მაკროფაგების ფუნქციობა სუსტდება. ამით აიხსნება ის, რომ სიმსივნური პათოლოგია ახალგაზრდებს ნაკლებად უვითარდებათ, ასაკთან ერთად კი მისი აღმოცენების რისკი მატულობს. მთავარი ამოცანა სწორედ მაკროფაგების რეგულარული და სრულფასოვანი ფუნქციობაა.

შეძენილი იმუნური სისტემა - კიდევ უფრო ამოქმედებულია, რადგან მის შექმნა-ჩამოყალიბებაში სხვადასხვა ორგანო მონაწილეობს. როდესაც ადამიანს სტკივა ყელი, ნუშურები უდიდდება, რადგან ისინი ლიმფური სისტემის ნაწილია. ლიმფური სისტემა იმუნიტეტში ძირითად როლს ასრულებს. ის ერთგვარი ფილტრების ქსელია, რომელიც მთელ სხეულს მოიცავს. ორგანიზმში მოცირკულირე ლიმფა ინფექციის გამომწვევ აგენტებს ბოჭავს და ლიმფურ კვანძებში ანადგურებს. ლიმფური კვანძები სხეულის სხვადასხვა უბანშია განთავსებული: კისრისა და საზარდულის არეში, იღლიის ფოსოებში, მუცლის ღრუში და სხვა. ლიმფურ სისტემაში ჩართულია ისეთი ორგანოები, როგორებიცაა ფარისებრი ჯირკვალი, ელენთა, ძვლის ტვინი და სხვა.

ლიმფური სისტემა ზოგჯერ საზიანოდაც მოქმედებს. ასეთ დროს იმუნური უჯრედები ჯანმრთელ ქსოვილებს მტრად აღიქვამენ და სრულიად ჯანსაღ უჯრედებს უტევენ. ასე აღმოცენდება აუტოიმუნური დაავადებები. როდესაც იმუნური სისტემის სამიზნე თმის ფოლიკულები ხდება, ადამიანს ტოტალური გამელოტება ემუქრება, სახსრებზე იმუნური სისტემის შეტევისას კი რევმატოიდული ართრიტი ვითარდება. ამიტომაც აქვს ასეთი დიდი მნიშვნელობა იმუნური სისტემის ჯანმრთელობას, მის მუდმივად განმტკიცებას. ამისათვის ვარჯიში, სრულფასოვანი კვება და ჯანსაღი წესით ცხოვრებაა აუცილებელი. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნება და სიცოცხლის გახანგრძლივება. ჯანსაღი იმუნური სისტემა გვიცავს როგორც გაციების, ასევე სიმსივნური პათოლოგიისაგან.

როგორ ბერდება იმუნური სისტემა

სამწუხაროდ, ასაკთან ერთად, ორგანიზმის სხვა სისტემების მსგავსად, იმუნური სისტემაც ბერდება, რასაც ბევრი უსიამოვნება სდევს თან. ასაკთან ერთად ანთებითი პროცესები სულ უფრო ხშირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ფიზიკურ და გონებრივ განლევას ექვემდებარება, სხვა დამატებითი პრობლემებისა და გონებრივი ჩამორჩენის დართვით. ასაკთან ერთად ნაკლები ანტისხეულები გამომუშავდება და ორგანიზმს სულ უფრო მეტად უჭირს ინფექციასთან ბრძოლა.

კომპრომისული იმუნური უჯრედები - ასაკთან ერთად ადამიანი უფრო მეტად უნდა შეეცადოს იმუნური სისტემის ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნებას, რადგან ორგანიზმი უფრო და უფრო მცირე რაოდენობით წარმოქმნის თ-ლიმფოციტებს. დრო გადის და ორგანიზმი ვეღარ წარმოქმნის იმდენ ლეიკოციტს, რამდენსაც ბავშვობაში წარმოქმნიდა, შესაბამისად, დაცვის რეაქცია სუსტდება და იკლებს.

გახსოვდეთ, სიმსივნური პათოლოგია იმუნური სისტემის დეფიციტის შედეგია. კიბო მაშინ ვითარდება, როდესაც იმუნური უჯრედები ვეღარ ცნობენ პათოლოგიურ უჯრედებს და არ ანადგურებენ მათ. ამიტომაც ეცადეთ მაქსიმალურად შეუნარჩუნოთ სრულფასოვანი ფუნქციობა იმუნურ სისტემას, რადგან მასზეა დამოკიდებული ორგანიზმის ჯანმრთელობა.

სპეციალისტთა ერთი რჩევა: სხვა დანამატებთან ერთად იმუნური სისტემის სტიმულაციისათვის აუცილებელია:

  • თუთია (11 მგ დღეში მამაკაცებისათვის და 8 მგ დღეში ქალებისათვის);
  • C ვიტამინი (1000 მგ);
  • ფოლიუმის მჟავა (400 მკგ);
  • ჟენშენი.

ამ უკანასკნელის მარგებლობას ბოლო პერიოდში ეჭვქვეშაც კი აყენებენ, ზოგი მას უსარგებლოდ მიიჩნევს, ზოგი კი ამტკიცებს, რომ ის შეუცვლელია ქრონიკული ანთებების დროს.

ფაქტია, რომ ვიტამინებითა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით მდიდარი მცენარეები ორგანიზმს მხოლოდ ეხმარება იმუნიტეტის განმტკიცებაში!