გაირკვა, რომელ რეგიონებში აქვთ ბავშვებს სისხლში ტყვიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

გაირკვა, რომელ რეგიონებში აქვთ ბავშვებს სისხლში ტყვიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

გაირკვა, რომელ რეგიონებში აქვთ ბავშვებს სისხლში ტყვიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი
ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ შედეგები რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარის რეგიონში ფიქსირდება.

2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, პირველად ჩატარდა ტყვიის კომპონენტის კვლევა. კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობის მცირედი, ბავშვების 16%-ში კი შედარებით მაღალი მატებაა.

მონაცემები ასე ნაწილდება:

სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს:

აჭარა - 85%

გურია-73%

თბილისი - 30%

იმერეთი
- 61%

კახეთი - 25%

მცხეთა-მთიანეთი - 20%

სამეგრელო, ზემო სვანეთი - 71%

სამცხე-ჯავახეთი - 32%

ქვემო ქართლი - 18%

შიდა ქართლი - 21%

სულ: 41%

ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ
-ს:

აჭარა - 50%

გურია - 44%

თბილისი - 7%

იმერეთი - 23%

კახეთი - 4%

მცხეთა-მთიანეთი - 6%

სამეგრელო, ზემო სვანეთი - 29%

სამცხე-ჯავახეთი - 12%

ქვემო ქართლი - 6%

შიდა ქართლი - 4 %

სულ: 16 %.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კონცენტრაციაც კი, რომელსაც არ ახლავს სპეციფიური კლინიკური გამოხატულება და ადრე უსაფრთხოდ ითვლებოდა, დღეისათვის მიიჩნევა, რომ ორგანიზმში სხვადასხვა სპექტრის პრობლემებს განაპირობებს. კერძოდ, ტყვიამ შეიძლება დააზიანოს ტვინის განვითარება, რაც გამოიხატება ბავშვის ინტელექტის კოეფიციენტის დაქვეითებაში და ისეთ ქცევით ცვლილებებში, როგორიცაა ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, ანტისოციალური ქცევა და დაბალი აკადემიური მოსწრება. ორგანიზმში ტყვიის მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს ანემია, ჰიპერტენზია, თირკმლის დაზიანება და რეპროდუქციული ორგანოების პრობლემები.

ორსულის ორგანიზმში ტყვიის მაღალი შემცველობა შეიძლება გახდეს სპონტანური აბორტის, მკვდრად შობადობის, ნაადრევი მშობიარობისა და ახალშობილის დაბალი წონის მიზეზი.
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 29-04-2019
დათო
რატომ არის დასავლეთ საქართველოში ტყვიის გაცილებით მაღალი დონე ,ვიდრე თბილისში ან აღმოსავლეთში? აგვიხსენით ბატონო. ამ ცარიელი სტატისტიკის სანდოობა ეჭვს იწვევს. ხალხს პანიკაში აგდებთ და კომპეტენტურ ახსნა განმარტებას არ აძლევთ. თუ კომტენცია არ გყოფნით ასეთ თემებზე მაშინ საერთოდ ნუდაწერთ ასეთ რაღაცეებს. მიზეზები და გამოსავალი გააცანით ხალხს.
მსგავსი სიახლეები
ვირთაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ლეიკემიისთვის გადამწყვეტი ცილის (MLL) სტაბილიზებით
13-06-2019
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
18-05-2019
რას ნიშნავს ღეროვანი უჯრედების ბანკი დღეს ყველა მშობელმა იცის, რომ ახალშობილის ჭიპლარის სისხლი,
04-01-2019
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
თრომბი სისხლის კოლტია, განვითარებული ჯერ კიდევ ადამიანის სიცოცხლეში მისი სისხლძარღვის სანათურში ან გულის ღრუში.
ვირთაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ლეიკემიისთვის გადამწყვეტი ცილის (MLL) სტაბილიზებით
იმუნური სისტემა ძალზე რთული სისტემაა, ისეთი რთული, რომ ადამიანებს ვერც კი წარმოუდგენიათ.
დადგენილია, რომ ზოგიერთი ფაქტორი ზრდის ანემიის რისკს.
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად