ნებისმიერი სერიოზული სისხლდენა სისხლის იშვიათი ჯგუფის მქონე ადამიანებისთვის დიდ პრობლემად იქცევა.
ხშირად, დონორის მოძებნა სწრაფად ვერ ხერხდება. ეს პრობლემა სისხლის გავრცელებული ჯგუფის მქონე პირებისთვისაც აქტუალურია. ამასთან დაკავშირებით მეცნიერები სისხლის ხელოვნური შემცვლელების მუდმივ ძიებაში არიან. ასეთი შემცვლელის ბოლო ვერსია ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლამ წარმოადგინა.
მათი შემცვლელი Erythromer ჟანგბადის გადატანის უნარს ორი დღე-ღამე ინარჩუნებს. ეს არის სისხლის შემცვლელი ხსნარების ანალოგი, რომელიც ავსებს მოცულობას და არ წარმოადგენს სისხლის მუდმივ შემცვლელს. როგორც კი დონორის შესაფერისი სისხლი გამოჩნდება, ის გადაესხმება პაციენტს, ხოლო შემცვლელი გამოიყოფა.
Erythromer დამზადებულია
ადამიანის ჰემოგლობინის საფუძველზე. ეს არის ფხვნილი, რომელიც უშუალოდ გადასხმის წინ, უბრალოდ უნდა გაიხსნას სპეციალურ ხსნარში (ექსტრემალურ შემთხვევაში ფიზიოლოგიური ხსნარიც გამოდგება).
უკვე ჩატარდა ამ საშუალების პირველი გამოცდა და მისი უსაფრთხოება დამტკიცებულია. მნიშვნელოვანია, რომ ეს საშუალება არ მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. იგი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, დაახლოებით ნახევარი
წელი.
ლალი ჩხიკვაძე