ჰემატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჰემატოლოგია

ორგანიზმში საკვებით, წყლისა და ჰაერის საშუალებით ათასობით უსარგებლო ნაწილაკი და მომწამლავი ნივთიერება ხვდება. ვიდრე ადამიანი ახალგაზრდა და აქტიურია, მისი იმუნური სისტემა ღირსეულად იგერიებს მათ შემოტევას, მაგრამ ასაკთან ერთად სხეულის მთავარ დამლაგებლებს - თირკმელებს, ფილტვებსა და ღვიძლს - უძნელდებათ დაკისრებული ფუნქციების შესრულება, ორგანიზმის დამცავი ძალები სუსტდება და ორგანიზმში გროვდება მავნე ნაწილაკები, რომელთა ნეგატიურ ეფექტსაც აძლიერებს ხშირი სტრესი, არასწორი კვება, გამოუძინებლობა და დაბინძურებული გარემო. სწორედ ასეთ დროს არის საჭირო სისხლის გაწმენდა, რომელიც, ფაქტობრივად, უსარგებლო ნაერთების მთავარ საწყობს წარმოადგენს.
ძალიან ფერმკრთალი ვარ. ამას ყველა ამჩნევს და მეუბნება, რომ სიფითრე ადრე სილამაზის ეტალონად ითვლებოდა, დღეს კი ცნობილია, რომ ამის მიზეზი უმეტესად დაბალი ჰემოგლობინია. ჰემოგლობინი, მართლაც, დაბალი მაქვს. შესაძლებელია თუ არა მისი დონის აწევა საკვების მეშვეობით? ჰემოგლობინი რკინის შემცველი და ორგანიზმისთვის ძალიან საჭირო ცილაა, რომელიც ერითროციტების შემადგენლობაში შედის. ერითროციტები ის ელემენტებია, რომლებიც სისხლს მკვეთრ წითელ ფერს აძლევს. მაგრამ არ გეგონოთ, მათი ერთადერთი ფუნქცია სისხლის შეღებვა იყოს; ისინი ადამიანის ორგანიზმში მთელ სატრანსპორტო სისტემას ქმნიან.
გთხოვთ, ვრცლად გვიამბოთ ჰოჯკინის ლიმფომის შესახებ. მისი რომელი სტადიაა მორეციდივე? როგორი უნდა იყოს იმ ადამიანთა კვება, რომელთაც გადაიტანეს ეს დაავადება? სად და როგორ უნდა დაისვენონ მათ?დაავადების არსი. ჰოჯკინის ლიმფომა (იგივე ლიმფოგრანულომატოზი, ავთვისებიანი გრანულომა) წარმოადგენს ადამიანის ლიმფური ქსოვილის დაავადებას. ლიმფური ქსოვილი ძირითადად შედგება ლიმფოციტებისა და რეტიკულოციტებისაგან ანუ რეტიკულური უჯრედებისაგან, რომლებიც უპირატესად ლიმფურ კვანძებსა და ელენთაშია წარმოდგენილი. საყურადღებოა ისიც, რომ აღნიშნულ უჯრედებს, გარკვეული კვანძების სახით ბევრი შინაგანი ორგანო შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ლიმფური ქსოვილის ფუნქცია სრულად არ არის შესწავლილი, მრავალწლიანი გამოკვლევებით დადგენილია, რომ მას უშუალო წვლილი მიუძღვის ანტისხეულების გამომუშავებასა და უჯრედული იმუნური პასუხის რეალიზებაში, რასაც თავის მხრივ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მწვავე და ქრონიკული ინფექციებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგუნარიანობაში.
ნაჩვენებია მე-8 გვერ 9 - დან
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად